ირაკლი ზარქუა – „ლელო“ და ქალბატონი დოლიძე გაერთიანდა? მაშინ წაგვიგია და რატომ ვიღებთ მონაწილეობას?! – რაც შეეხება გახარიას, ზემოდან რა „შპარგალკაც“ მოვა, ისე დალაგდებიან – გახარია გაიგებს, რასაც ვამბობ

გახარია და [ხაზარაძე] ერთმანეთს აგინებდნენ – ზემოდან რა „შპარგალკაც“ მოვა, ისე დალაგდებიან, გახარია გაიგებს, რასაც ვამბობ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც “ლელოსა” და “გახარია საქართველოსთვის” შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, “ლელო” “ნაცების” დანამატია. გარდა ამისა, ის “ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ […]
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, „საქპატენტი“ თავის უფლება-მოვალეობებს წარმატებით ახორციელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი -„საქპატენტი“ ადმინისტრირებას უწევს სასაქონლო ნიშნების, საავტორო უფლებების, პატენტებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების გაცემისა და მართვის მარეგულირებელ სისტემას. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გაუმჯობესდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულება. „კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ […]
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გიორგი გაბიტაშვილისადმი „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებები ე.წ სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის საქმიანობის გააქტიურებაზე დაორგანიზებული არ იყო და პარლამენტის წევრებმა ეს კითხვები სპონტანურად დასვეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილისადმი „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებები ე.წ სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის საქმიანობის გააქტიურებაზე დაორგანიზებული არ იყო და პარლამენტის წევრებმა ეს კითხვები სპონტანურად დასვეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბევრ საქმეზე გამოძიება ძალიან დაგვიანებულია და შესაძლებელია, პროკურატურამ სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით საქმეები მეტი დინამიკით გამოიძიოს. „[„ქართული ოცნების“ დეპუტატების კითხვები ე.წ. სამართლიანობის […]
მამუკა მდინარაძე – სავარაუდოდ, გახარიას მაინც დაავალებენ, რომ „ლელოს“ შეუერთდეს იმიტომ, რომ ამ კონფიგურაციით 5%-იან ბარიერს „ლელო“ მაინც ვერ მიუახლოვდება – ოპოზიცია თვითონ არ მოქმედებს და დავალებებს გარედან იღებს

სავარაუდოდ, გახარიას მაინც დაავალებენ, რომ „ლელოს“ შეუერთდეს იმიტომ, რომ ამ კონფიგურაციით 5%-იან ბარიერს „ლელო“ მაინც ვერ მიუახლოვდება. ეს არის მხოლოდ ვერსია, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ ან არ ვენდოთ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ოპოზიციის გაერთიანებაზე ისაუბრა მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია თვითონ არ მოქმედებს და დავალებებს გარედან იღებს. „ოპოზიციის კონფიგურაციას არ წყვეტს […]
ზელენსკი უკრაინისთვის „ერთიანობისკენ“ მოუწოდებს ევროპის სამიტის მონაწილეებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ივლისს ევროპას უკრაინის მხარდაჭერის საქმეში ერთიანობისკენ მოუწოდა. ზელენსკი მონაწილეობს დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ევროპის ქვეყნების ლიდერების სამიტში. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში ერთიანობის შენარჩუნება, რადგან ამ ერთიანობას ყოველთვის მოაქვს ხოლმე მტკიცე გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის წინ. შეხვედრა იმართება ოქსფორდის მახლობლად, ბლენჰეიმის სასახლეში. უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილე […]
სტოლტენბერგი: დროა, დავდგეთ თავისუფლების დასაცავად – ახლა მოქმედების ადგილი უკრაინაა

დროა, რომ დავდგეთ დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად ახლა. მოქმედების ადგილი კი უკრაინაა. NATO-ს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაფუძნებთ უკრაინის სამეთაურო ცენტრს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერისა და წვრთნების კოორდინირებას მოახდენს. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სამეთაურო ცენტრი მუშაობას სექტემბერში გერმანიაში დაიწყებს. დღეს ასევე განვიხილავთ, როგორ დავიცვათ ჩვენი დემოკრატიები, როგორც გარე, ასევე, შიდა საფრთხეებისგან. ჩვენ […]
ლაიენი: უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ არჩევანი გააკეთეს – თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად

ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. “ჩვენს კავშირში ქვეყნების მიღება არის მორალური, ისტორიული და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს უდიდესი გეოსტრატეგიული პასუხისმგებლობაა ევროპისთვის, რადგან დღევანდელ სამყაროში უფრო დიდი გაერთიანება ნიშნავს უფრო ძლიერ გაერთიანებას – ეს გააძლიერებს მსოფლიოში ჩვენს […]
FB-ზე ყალბ პროფილებს ქმნიდა და მოქალაქეებს თანხის სესხებას სთხოვდა – თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2004 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პლატფორმაზე კონკრეტული მოქალაქეების სახელისა და გვარების, ასევე ფოტოსურათების გამოყენებით ყალბ გვერდებს ქმნიდა. აღნიშნული გვერდების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა, ნდობის მოპოვების შემდეგ კი თანხის სესხებას სთხოვდა. ბრალდებული […]
,,მოგიკვდეს დედა, რომ ვერ დაგიცვა” – თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,დე, უკვე 4წელი წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა შენ გაუჩინარდი ჩვენი ცხოვრებიდან. მოგიკვდეს დედა, რომ ვერ დაგიცვა. არცერთი წუთი და წამი არ არსებობს შენზე ფიქრით და მონატრებით არ იყოს გაჯერებული. ნეტა როგორ მაძლებინებს უფალი ამ ჯოჯოხეთურ მონატრებას? ნეტა კიდევ რამდენი […]
სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 74 ხმით მიიღო. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილისგანცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხის განსხვავებულ მოწესრიგებას. კანონში მიეთითება, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (4 წელი – VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი – […]