ზელენსკი უკრაინისთვის „ერთიანობისკენ“ მოუწოდებს ევროპის სამიტის მონაწილეებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ივლისს ევროპას უკრაინის მხარდაჭერის საქმეში ერთიანობისკენ მოუწოდა.
ზელენსკი მონაწილეობს დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ევროპის ქვეყნების ლიდერების სამიტში. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში ერთიანობის შენარჩუნება, რადგან ამ ერთიანობას ყოველთვის მოაქვს ხოლმე მტკიცე გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის წინ.
შეხვედრა იმართება ოქსფორდის მახლობლად, ბლენჰეიმის სასახლეში.
უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილე დაახლოებით 45 ქვეყნის ლიდერებთან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დრო, როდესაც სამიტი მიმდინარეობს, უკრაინისთვის „მძიმე პერიოდია“ რუსეთთან ომში. მან თქვა, რომ სამიტის განმავლობაში ცალ-ცალკე შეხვდება ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერსა და მეფე ჩარლზ III-ს.
ზელენსკის მოწოდება ერთიანობისკენ ალბათ გულისხმობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიციას და მის ბრიუსელთან შეუთანხმებელ ვიზიტებს რუსეთსა და ჩინეთში, რასაც ევროკავშირის კრიტიკა მოჰყვა.
ვიქტორ ორბანი მოსკოვს “სამშვიდობო მისიის” ჩარჩოებში 5 ივლისს ეწვია. ის იმყოფებოდა ასევე კიევში, პეკინში და შეხვდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
ბლენჰეიმში ჩასვლისას, ჟურნალისტების შეკითხვას, როგორია უკრაინისადმი მისი გზავნილი, ორბანმა ინგლისურად უპასუხა: „ჩვენ თქვენთან ვართ“.
მან იქვე დასძინა: “გამოსავლის მოძებნა ბრძოლის ველზე შეუძლებელია. გამოსავალი ბრძოლის ველზე არ არის”.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად