პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით, 77 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, ენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს. „ეს მადრიდში, ბარსელონაში, ვენაში არსებული პრაქტიკაა, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივლისს 08:00-იდან 08:10 საათამდე დუშეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ჭოპორტი, ცხვარიჭამია, გრიგოლიანთკარი და მიმდებარე სოფლებში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, 11:00-იდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ნეძიხი, გუდრუხი, ხარტიშო და მიმდებარე სოფლებში. „ელექტროენერგიის მიწოდება ამასთან, შეეზღუდებათ: 11:00-იდან 15:00 […]
მოსამართლის ცოლის რუსული კავშირები – რა წერია ვასილ როინიშვილის დეკლარაციაში

საკონსტიტუციოს მოსამართლე როინიშვილის ცოლი რუსეთის ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ვასილ როინიშვილმა თავად მიუთითა დეკლარაცაში და დაწერა, რომ მისი მეუღლე, დიანა ცინდელიანი რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის მაღალ თანამდებობაზე ინიშნებოდა და ხელფასსაც რუსულ რუბლებში იღებდა. · სოციალურ ქსელ LinkedIn-ის მიხედვით, დიანა ცინდელიანი რუსეთში 2008 წლიდან მუშაობს, ვაჭრობის სამინისტროში კი […]
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი რუსულ კანონზე წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სარჩელი რუსულ კანონზე წარმოებაში მიიღო – ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქმე განსახილველად პლენუმს გადაეცა. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი არსობრივად და ფუნქციონალურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით დადგენილია, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირების მნიშვნელოვანი […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 19 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 19 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), ფონიჭალის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 18 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.22 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.16 თეთრით. 18 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6953 ლარია, ერთი ევროსი – 2.9476 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.74 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.70 ლარია, ევროსი – 2.96 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]
სკოლებში სავალდებულო საბაზო განათლების საფეხური მე-10 კლასამდე გაიზრდება

პარლამენტმა 18 ივლისს რიგგარეშე სესიის სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესწორება. ცვლილების თანახმად, სავალდებულო საბაზო განათლების საფეხური ერთი წლით, მე-10 კლასამდე გაიზრდება. კანონში ჩაიწერა, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (ექვსი წელი – I-VI კლასები), საბაზო (ოთხი წელი – VII-X კლასები) და საშუალო (ორი წელი – XI-XII კლასები). […]
დიახ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ეროვნული ბანკის საქმიანობა პოზიტიურადაა შეფასებული

დიახ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ეროვნული ბანკის საქმიანობა პოზიტიურადაა შეფასებული დიახ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ეროვნული ბანკის საქმიანობა პოზიტიურადაა შეფასებული. იგი მიმოიხილავს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და გატარებულ მონეტარულ თუ ფისკალურ პოლიტიკას. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა […]
ევან გერშკოვიჩის სასამართლო სხდომა განახლდა

რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტის სასამართლო პროცესი გრძელდება. სააგენტო “ინტერფაქს ნიუსის” ცნობით, ხუთშაბათს დახურულ კარს მიღმა ჯაშუშობის საქმეზე სხდომა განახლდა. ამ ინფორმაციას გამოცემა სასამართლოს პრეს-სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ მოსამართლემ მოწმეთა ჩვენებები მოისმინა. 32 წლის გერსკოვიჩი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ყველა ბრალდებას უარყოფს. ის სასამართლოს წინაშე გასულ თვეში, ქალაქ ეკატერინბურგში წარდგა. მას ბრალი ჯაშუშობაში ედება და 20 […]
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული ინფორმაცია მკაფიო სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო შეიძლება იყოს ხანგრძლივ პერიოდში საიმედო პარტნიორი – ლევან დავითაშვილი

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული ინფორმაცია მკაფიო სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო შეიძლება იყოს ხანგრძლივ პერიოდში საიმედო პარტნიორი – ლევან დავითაშვილი „აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აფასებს, საკმაოდ ობიექტურია. დადებითია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და კლიმატის შესახებ შეფასება. ანგარიშში აღნიშნულია ის ძირითადი ეკონომიკური რეფორმები, რომელთაც ქვეყანა ბოლო წლებში წარმატებით ახორციელებს, რის შედეგადაც ქვეყანას […]