გორში ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრები გაიმართა

ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის მორიგი, გასვლითი სამუშაო შეხვედრა, გორში გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებული 107 პირის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დასადგენად, კომისიამ, მუშაობა, 16 ივლისს დაიწყო და 3 დღე გაგრძელდა. „შეხვედრას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი […]

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის ახალგაზრდული საბჭოების წევრებს შეხვდნენ

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი და პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. დეპუტატებმა ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციები და საქმიანობა გააცნეს. ყურადღება გამახვილდა განათლებაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. „შეხვედრაზე ძალიან ბევრ თემებს შევეხეთ, მათ შორის, განათლების საკითხებს. ვისაუბრეთ სასკოლო, პროფესიულ და […]

სამიტზე კოლეგებთან კომუნიკაციისას საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება ევროკავშირის გაფართოება – ირაკლი კობახიძე

ვმონაწილეობ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმართება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წერს. „50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში მასპინძლობს. სამიტის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მივიღებ მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაა ენერგეტიკა და დაკავშირებადობა. ყურადღებას გავამახვილებ განსაკუთრებულ როლზე, რომლის შესრულება […]

ბათუმში ახალაშენებული ბინების ფასი კვ.მ-ზე $1098-მდე, ძველი ბინების კი $1037-მდე გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 17%-ით, 6,915 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 11%-ით შემცირდა და 350 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას colliers ავრცელებს. ბათუმში 2024 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,082 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი […]

„თქვენი მტკიცე ლიდერობა აძლიერებს ევროპას”- ზურაბიშვილი ურსულა ფონ ლაიენს ხელახლა არჩევას ულოცავს

„თქვენი მტკიცე ლიდერობა აძლიერებს ევროპას”- წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე და ურსულა ფონ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს. „გულითადად ვულოცავ, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! თქვენი მტკიცე ლიდერობა აძლიერებს ევროპას. მოუთმენლად ველი ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რადგან საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ განაგრძობს ევროპისკენ სვლას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია

ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. ფონ დერ ლაიენს 720 ევროდეპუტატიდან 401 დაუჭირა მხარი, 284 წინააღმდეგი იყო. ის ევროკომისიის პრეზიდენტად ხუთი წლის განმავლობაში იმუშავებს. ფონ დერ ლაიენი 1958 წლის 8 ოქტომბერს ბელგიაში დაიბადა. 2013 […]

გურამ მაჭარაშვილი გენპროკურორობის კანდიდატს: სამართლიანობის აღდგენის კუთხით, 2012 წლიდან დღემდე, რა რაოდენობის ქონება დაუბრუნდათ დაზარალებულებს?

გურამ მაჭარაშვილი გენპროკურორობის კანდიდატს: სამართლიანობის აღდგენის კუთხით, 2012 წლიდან დღემდე, რა რაოდენობის ქონება დაუბრუნდათ დაზარალებულებს? „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კითხვები დაუსვა. გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, თუ რა რაოდენობის ქონება დაბრუნდა 2012 წლის შემდეგ, სამართლიანობის აღდგენის კუთხით. „ძალიან ამომწურავად ისაუბრეთ იმაზე, რომ გენერალური პროკურორის […]

რუსულ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციომ წარმოებაში მიიღო

რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. სარჩელში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კანონით, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები რეგისტრაციის ვალდებულების ფარგლებში ფაქტობრივად ექცევიან „უცხოური ძალის“ და „უცხო ქვეყნის აგენტის“ სტიგმისა და იარლიყის ქვეშ. ამასთან, სარჩელში აღნიშნულია, რომ კანონით ხდება ჩარევა პირადი ცხოვრების ძირითად უფლებაში და განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ჩარევის ფარგლებში ექცევა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებიც: […]

პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს – მოუთმენლად ველი შემდგომ თანამშრომლობას, მაშინ, როცა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ დგას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს. „გულწრფელად ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახალ არჩევას! თქვენი მტკიცე ხელმძღვანელობა ევროკავშირს აძლიერებს. მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, მაშინ როცა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ დგას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე. შეგახსენებთ, დღეს 401 ხმით […]

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლო აქვეყნებს. მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილია. საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. რა ვადაში განიხილავს სარჩელს პლენუმი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სარჩელში მოითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.