CrowdStrike-ისა და Microsoft-ის ინფორმაციით, გლობალური IT შეფერხება აღმოფხვრილია

CrowdStrike-ის აღმასრულებელი დირექტორისა და Microsoft-ის ცნობით, პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური შეფერხების პრობლემა აღმოფხვრილია. “CrowdStrike აქტიურად მუშაობს მომხმარებლებთან, რომლებსაც ზიანი მიადგათ Window-ის გამშვები მოწყობილობებისთვის შექმნილი კონტენტ-განახლების გამო. ეს არ არის უსაფრთხოების ინციდენტი ან კიბერშეტევა. პრობლემა იდენტიფიცირებულია, იზოლირებულია და ექვემდებარება გამოსწორებას. ჩვენი გუნდი სრულადაა მობილიზებული, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა CrowdStrike-ის მომხმარებლებისთვის”. – წერს CrowdStrike-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ […]
საქართველოში წარმოებული “ჭკვიანი ბეჭდები” ქუვეითსა და საამიროებშიც გაიყიდება – ინტერვიუ CNICK-ის დამფუძნებელთან

“ჭკვიანი ბეჭდების” ქართულმა ბრენდმა, CNICK-მა ოქროს და ვერცხლის ბეჭდის ახალი ვერსია გამოუშვა. ფართოვდება სარეალიზაციო ბაზრებიც. როგორც CNICK-ის დამფუძნებელი, კობა ცერცვაძე BMG-სთან აცხადებს, წლის ბოლომდე, საქართველოში დამზადებული “ჭკვიანი ბეჭდები” უკვე ქუვეითის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარზეც გაიყიდება. CNICK-ი გლობალურ ბაზარზე 2019 წლიდან აქტიურად ოპერირებს და მისი პროდუქტები 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. CNICK-ის სახელს უკავშირდება Tesla Key […]
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა

„კარფურის” ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს გაფართოებას და ამჯერად, ქალაქ თბილისში ახალ ფილიალს ხსნის. ახალი მაღაზია კახეთის გზატკეცილის მე-16 კმ-ზე გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს ყოველდღიურად, დილის 09:00-დან საღამოს 22:00-მდე მოემსახურება და მათ მრავალფეროვან, უახლეს სერვისებს მიაწვდის, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში ყველა საჭირო ნივთის შეძენის შესაძლებლობას. გარდა ამისა, […]
მოტოციკლისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლეინზე გადაადგილების უფლების მიცემას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

მოტოციკლისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლეინზე გადაადგილების უფლების მიცემას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილეს და 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს. საკითხის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, მოტოციკლებსა და მოპედებს ბასლეინზე დაშვება ევროპის ბევრ ქვეყანაში აქვთ. ინიციატორთა ინფორმაციით, ამ მხრივ გასათვალისწინებელია არსებული პრაქტიკა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ესპანეთის ქალაქებში მადრიდსა და ბარსელონაში. […]
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება. “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებელი ცვლილებებით, მოსაწევი თამბაქოს წარმოება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩვა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზირება, დაჭრილი თამბაქოს შერევა, მზა […]
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე უძღვებოდა, 2024 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი 14 ხმით დაამტკიცეს. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა – ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მათი ცნობით, იცვლება საბიუჯეტო ორგანიზაციების ასიგნებების მოცულობა, ასევე საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები […]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 193.3 კილომეტრზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში #22 ონკანი შეიცვლება ახლით. „აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 24 ივლისის 08:00 საათიდან 25 ივლისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება შპს „ყამარი მ“-ს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფელ გლდანსა […]
„როსენერგოატომი“ როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

რუსული კომპანია „როსენერგოატომის“ ინფორმაციით, როსტოვის ატომური ელექტროსადგურის ბლოკები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადგურზე 19 ივლისს ავარია მოხდა, რამაც რადიაციული იზოტოპების გამოყოფა გამოიწვია, სიმართლეს არ შეესაბამება. „ძვირფასო აბონენტებო! ინტერნეტში ვრცელდება „ფეიკი“ როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ. ფრთხილად იყავით!” – ნათქვამია შეტყობინებაში. კომპანიაში აცხადებენ, რომ სადგურის ბლოკები ჩვეულ რეჟიმში […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ზარლაანდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში ორკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველი და მეოთხე კურსის სტუდენტებმა – დავით ჩიტაძემ და მარიამ პატაშურმა ზარლაანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის (გერმანია) საზაფხულო სკოლაში ორკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საზაფხულო სკოლისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ზაარლანდიის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვილჰელმ […]
საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების გადაადგილება დასაშვები გახდა

საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების გადაადგილება დასაშვები გახდა. შესაბამის ცვლილებას მხარი პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მე-3 მოსმენით 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. საკითხის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, მოტოციკლებსა და მოპედებს ბასლაინზე დაშვება ევროპის ბევრ ქვეყანაში აქვთ. ინიციატორთა ინფორმაციით, ამ მხრივ გასათვალისწინებელია არსებული პრაქტიკა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ესპანეთის ქალაქებში მადრიდსა […]