ცნობილი ექიმი დავით თელია გარდაიცვალა

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ცნობილი ექიმი დავით თელია გარდაიცვალა. სოციალური ქსელით ინფორმაციას მისი შვილი, დერმატოლოგი ზაზა თელია ავრცელებს. „გარდაიცვალა მამა – დავით თელია პანაშვიდი – კვირა, ორშაბათი გასვენება – სამშაბათი მისამართი: ა. ანტონოვსკაიას N9ბ“, – წერს ზაზა თელია. ცნობისათვის, 1994 წლიდან 1996 წლამდე დავით თელია მუშაობდა ალერგოლოგიის კათედრის დოცენტის, 1996 […]

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივლისს, 10:00 საათზე, დაიწყება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვები, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად. „იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს და ჩაეწეროს სარეზერვო სიაში“, – აცხადებენ სააგენტოში.

რატი იონათამიშვილი: ამნისტიის პროექტი შეეხება 5000-მდე პატიმარს, მათგან 1000 დაუყოვნებლივ დატოვებს სასჯელაღსრულების სისტემას

ჩვენ დავიცავით, რომ, ერთი მხრივ, ყოფილიყო ჰუმანური პრინციპების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ამნისტიის პროექტზე საუბრისას. რატი იონათამიშვილის თქმით, პროექტის მიხედვით, ამნისტია 5 000-მდე პატიმარს შეეხება, აქედან 1000 დაუყოვნებლივ გათავისუფლდება. “ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ დაბალანსებული ამნისტიის პროექტი, რომელიც, ამ რედაქციით, შეეხება […]

ბანგლადეშში პოლიტიკური არეულობის გამო ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 105 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში ქვეყნის მასშტაბით მასობრივი არეულობის გამო ხელისუფლებამ კომენდანტის საათი შემოიღო. ქვეყანაში სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც ხელისუფლებამ სახელმწიფო სამსახურებზე კვოტები დააწესა. აღნიშნული კანონი სახელმწიფო სამსახურის 30%-ს გამოყოფს მათი ოჯახის წევრებისთვის, ვინც პაკისტანის წინააღდეგ ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა 1971 წელს. დემონსტრანტების მიხედვით, აღნიშნული სისტემა დისკრიმინაციულია და ბანგლადეშის პრემიერმინისტრის, შეიხ ჰასინას მხარდამჭერებზეა მორგებული, რადგან მისი პარტია ერთ-ერთი მთავარი […]

ჯორჯია მელონი ურსულა ფონ დერ ლაიენზე – ჩვენ აქამდე ვთანამშრომლობდით და თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ

ჯორჯია მელონის განცხადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენთან თანამშრომლობას გააგრძელებს. „ჩვენ აქამდე ვთანამშრომლობდით და თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობა აქვთ და მისი მნიშვნელობა გვესმის“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. ასევე, ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი ნოემბერში, იგი ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. „იტალიის წონასა და როლს ყველა აღიარებს. ჩემთვის […]

ამერიკელ ჟურნალისტს რუსეთში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ The Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს თანამშრომელს, აშშ-ის მოქალაქე ევან გერშკოვიჩს. მან ეს ვადა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს. პროკურატურა 18-წლიან პატიმრობას ითხოვდა. მხარეებს შეუძლიათ გადაწყვეტილება 15 დღის ვადაში გაასაჩივრონ. გერშკოვიჩი ბრალს არ აღიარებს. სასამართლომ გადაწყვეტილება დახურულ სხდომაზე გამოაცხადა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა The Wall Street Journal-ის რუსული […]

მაღალი მოდის ბრენდების ფინანსური მაჩვენებლები დაღმავალია

2024 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული ცუდი ფინანსური შედეგების ფონზე, ბრიტანული მოდის სახლმა Burberry-მ მისი ღირებულების მეხუთედი დაკარგა. გამოწვევები, რომელთა წინაშე 168-წლიანი ისტორიის მქონე მაღალი მოდის ბრიტანული გიგანტი აღმოჩნდა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, კომპანიამ, შესაძლოა, საოპერაციო მოგებაც კი ვერ დააფიქსიროს. თავად ეს ფაქტი კი იმით აიხსნება, რომ Burberry-ის ტანსაცმელზე და აქსესუარებზე მოთხოვნა იკლებს […]

თავდაცვის კუთხით ევროპამ გამოიღვიძა – აშშ-ს ევროპის სარდლობის მეთაური

აშშ-ს ევროპის სარდლობის მეთაური და NATO-ს ევროპის მოკავშირეთა უმაღლესი მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი თვლის, რომ ევროპამ თავდაცვის სფეროში “გამოიღვიძა”. გენერალმა ამის შესახებ ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა. კავოლიმ ღონისძიებაზე ისაუბრა როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის მზარდ საფრთხეზეც. მისი თქმით, NATO-ს ქვეყნების მიერ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ახლოვდება დიდი ცვლილებები, რომელთაგან ზოგიერთი უკვე ხდება. კავოლის თქმით, რუსეთის მიერ […]

რა შედეგი აქვს ტურისტულ გადასახადს ვენეციაში

ვენეციაში ტურისტებისთვის დაწესებულმა ექსპერიმენტული გადასახადის სისტემამ მხოლოდ უმნიშვნელო გავლენა მოახდინა ქალაქში ხალხმრავლობის შემცირებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს ფასები გაიზრდება. ამის შესახებ Reuters იტყობინება. პირველად მსოფლიოში, ცნობილმა იტალიურმა დანიშნულებამ აპრილში დააწესა ქალაქში შესვლის გადასახადი (5 ევრო – 5,44 აშშ დოლარი) ერთი დღით ჩასული (ვიზიტორები, რომლებიც ღამით არ რჩებიან) ტურისტებისთვის, იმ მიზნით, რომ პიკურ დღეებში […]

ჩინეთში ლითიუმის კარბონატის ფასი 3-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ჩინეთში, ელექტრო მანქანების ბატარეების წარმოებისთვის ნედლეულის ჭარბი მიწოდების გამო, ლითიუმის კარბონატის ფასი ივლისში ტონაზე 85 ათას იუანამდე დაეცა, იტყობინება Trading Economics. ეს არის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ლითიუმის მწარმოებლები აგრძელებენ სიმძლავრის დამატებას, რაც აძლიერებს ჭარბი მიწოდების მოლოდინს ბაზრის გადაჭარბების ფონზე, მთავრობის სუბსიდიების გამო მთელი მიწოდების ჯაჭვში. ამრიგად, ჩილეს ხელისუფლებამ გამოაცხადა […]