ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი ოფიციალურად პირველად გამოთქვა
ეს კვირა ორი ამბით დაიწყო: 1. როგორც იქნა ბაიდენმა მოხსნა თავის კანდიდატურა საპრეზიდენტო მარათონიდან, ამით ფსევდო ლიბერალიზმის აღზევების დასარულის დასაწყისი ოფიციალურად დაიწყო. 2. ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდე ომის ცხელი ფაზა დასრულდება. სხვათა შორის რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილიც ოფიციალურად(!) პირველად გამოთქვა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი. ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ მაშინ როცა საქართველოში […]
უკრაინაში “გლობალური ომის პარტიის” მასშტაბური სისხლიანი აფერა დასასრულს უახლოვდება
უკრაინაში “გლობალური ომის პარტიის” მასშტაბური სისხლიანი აფერა დასასრულს უახლოვდება, მათი ორგროშიანი ნაცკონგლომერატი საქართველოში მათთვისვე გამოუსადეგარი ხდება. თუმცა, საარჩევნო ფართხალი მაინც ექნებათ,- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ BBC-სთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ უკრაინაში ომის ცხელი ეტაპი, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს. ანალიტიკოსის თქმით, საქართველო აგრძელებს გლობალურ “დანაღმულ ველზე” სვლას მშვიდობის კიდევ უფრო დაფასებით […]
იუსტიციის სახლი არის თითოეული ადამიანისთვის ის ადგილია, სადაც მან უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მისი სახლია – რატი ბრეგაძე

ყოველი ახალი იუსტიციის სახლი, ეს არის მეტი ადამიანის განხორციელებული უფლება და მეტი დასაქმების ადგილი, რაც მეტ განვითარებას გულისხმობს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხაშურში იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „იუსტიციის სახლი არის თითოეული ადამიანისთვის ის ადგილია, სადაც მან უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მისი სახლია და შეუძლია […]
ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატობიდან ძალით ჩახსნეს, რომ დემოკრატების რეპუტაცია და ნეოლიბერალური აბსურდი სულ მთლად არ ჩაიყოლოს პოლიტიკურ სამარეში
“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის. ქადაგიძის შეფასებით ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატობიდან ძალით ჩახსნეს . მისივე თქმით, ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით, პოლიტიკური მოუსავლეთისკენ დაიძრა! იმედია მალე მოეგებიან გონს და ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვრილ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს დროულად გადატვირთავენ. “• საგარეო პოლიტიკა აუფეთქდა… ორთოდოქსი […]
ხაშურელებისთვის დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, გაიხსნა ხაშურის იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლში ხაშურელებს მიეწოდებათ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაშურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის 121-ე იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულად რეგიონში ეს არის მე-9 ფილიალი. „ხაშურელებისთვის დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, გაიხსნა ხაშურის იუსტიციის სახლი, რომელიც, ტრადიციულად, გამოირჩევა არაჩვეულებრივი არქიტექტურით, დიზაინით. ეს შენობა […]
სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა – პრემიერი

სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა. პრემიერის თქმით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს სამართლებრივი თვალსაზრისით პერსპექტივა ვერ ექნება. „მე მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი აშშ-ის უმტკიცესი მოკავშირე იქნება, მიუხედავად იმისა, ვის აირჩევენ პრეზიდენტად

ისრაელი იქნება შეერთებული შტატების უმტკიცესი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ აირჩევა პრეზიდენტად ნოემბერში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. Reuters-ის ცნობით, ნეთანიაჰუმ, ვაშინგტონში გაფრენამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ მადლობას გადაუხდის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ყველაფრისთვის, რაც მან ისრაელისთვის გააკეთა. შეგახსენებთ, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენს შეხვდება და კონგრესში სიტყვით გამოვა.
დაუვიწყარი ზაფხული ზუგდიდი მოლში! – ექსკლუზიური ფასდაკლებები და ყოველკვირეული ღონისძიებები

ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები. ზაფხულის დღეებში ზუგდიდი მოლი არაერთ განსაკუთრებულ შეთავაზებასა და აქტივობას უმზადებს მომხმარებელს. მოლის კვირეულების ფარგლებში ივლისი-აგვისტოს პერიოდში სტუმრები ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასდაკლებებით კვირეულის თემის შესაბამისი ბრენდებისაგან. აღნიშნული შეთავაზებები 70%-მდე ფასდაკლებას მოიცავს სხვადასხვა პროდუქციაზე. გარდა ამისა, მოლი მომხმარებლებს ყოველკვირეულად […]
თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენას შეძლებს, მტკნარი სიცრუეა – სანქციების დაწესების ინიციატივა კონგრესში, ტრამპის მხარდამჭერ კონგრესმენს ეკუთვნის

ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენას შეძლებს, მტკნარი სიცრუეა – ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა კონგრესში, სწორედ ტრამპის მხარდამჭერ კონგრესმენს ეკუთვნის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ურთიერთობის აღდგენა არა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ცვლილების, არამედ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების […]
პრემიერ-მინისტრი – NGO-ებსა და პარტიებს შორის აღრევა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს „შავი ფული“, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს

აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს „შავი ფული“, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ქართული საზოგადოებისთვის, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ლელოს“ გასვლითი შეხვედრა რეგიონში, რომელშიც ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც მონაწილეობდა. კობახიძის თქმით, ის ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტიები და NGO-ები ერთმანეთთან არიან შერწყმულები, კიდევ ერთხელ […]