დაუვიწყარი ზაფხული ზუგდიდი მოლში! – ექსკლუზიური ფასდაკლებები და ყოველკვირეული ღონისძიებები

ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
ზაფხულის დღეებში ზუგდიდი მოლი არაერთ განსაკუთრებულ შეთავაზებასა და აქტივობას უმზადებს მომხმარებელს. მოლის კვირეულების ფარგლებში ივლისი-აგვისტოს პერიოდში სტუმრები ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასდაკლებებით კვირეულის თემის შესაბამისი ბრენდებისაგან. აღნიშნული შეთავაზებები 70%-მდე ფასდაკლებას მოიცავს სხვადასხვა პროდუქციაზე.
გარდა ამისა, მოლი მომხმარებლებს ყოველკვირეულად შესთავაზებს სხვადასხვა სახის მასტერკლასს, შემეცნებით შეხვედრებსა და გასართობ ღონისძიებებს. ამასთანავე, ყოველ შაბათ დღეს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისიამოვნონ მუსიკალური საღამოებით.
ზუგდიდი მოლის კვირეულების აჯენდა:
· სილამაზის კვირეული: 22 ივლისი – 28 ივლისი
· ტექნოლოგიური კვირეული: 29 ივლისი – 4 აგვისტო
· მოდის კვირეული: 5 აგვისტო – 11 აგვისტო
· კულინარიული კვირეული: 12 აგვისტო – 18 აგვისტო
· საბავშვო კვირეული: 19 აგვისტო – 25 აგვისტო
გამორჩეული არქიტექტურის მქონე სავაჭრო ცენტრი ზუგდიდის ცენტრალურ უბანში, კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. ერთსართულიანი შენობის ცენტრალურ სივრცეში 850 კვ.მ. რეკრეაციული ზონაა მოწყობილი, სადაც სავაჭრო ცენტრის სტუმრები შეძლებენ განტვირთვას.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”