უკრაინის პოლიციამ პოლიტიკოს ირინა ფარიონის მკვლელის ძებნა გამოაცხადა

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ ძებნა გამოაცხადა მამაკაცისა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს პოლიტიკოს ირინა ფარიონის მკვლელობასთან. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ იტყობინება. ეჭვმიტანილის ვინაობა ჯერჯერობით არ დაუდგენიათ, მაგრამ პოლიციამ გამოაქვეყნა მკვლელობის ადგილის მახლობლად გადაღებული ფოტო- და ვიდეომასალა. კადრებზე ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი წითელი მაისურითა და შავი შარვლით. მას პანამური ქუდი ახურავს და მზის სპორტული სათვალე უკეთია. სწორედ ასე აღწერდნენ […]
კობახიძე: ტრამპის მოგების შემთხვევაში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება

ხაშურში იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. კობახიძემ აქცენტი დასვა იმ მოსალოდნელ მოვლენებზე, რომლებიც, მისი აზრით, განვითარდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში […]
პრემიერი: ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ციხეების განტვირთვას უზრუნველყოფს და ასეულობით პატიმარი გათავისუფლებდა

როდესაც ამ ვითარებაში ამნისტიის კანონს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები ამნისტიის კანონის მიღებას თვითონ ითხოვდნენ. „ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ ციხეების განტვირთვას უზრუნველყოფს და პირველივე წელს ასეულობით პატიმარი გათავისუფლებდა. მეორე მხრივ ეს კანონპროექტი დაბალანსებულია და […]
ირაკლი კობახიძე – ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

სურთ, მინიმუმ 40-50 დეპუტატით იყოს წარმოდგენილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში. ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ასე აფასებს პრემიერი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ის „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციაში ხედავენ, რომ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. „იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობამ“რაღაცნაირად მოახერხოს […]
ფინეთის საბაჟომ რუსების მიერ საზღვარზე მიტოვებული ველოსიპედები აუქციონზე გაყიდა

ფინეთის სალას თემში გაიმართა აუქციონი, როელიც რუსეთთთან საზღვარზე თავშესაფრის მაძიებლების მიერ დატოვებული ველოსიპედები გამოიფინა. ინფორმაციას ადგილობრივი მაუწყებელი, Yle ავრცელებს. სულ აუქციონზე 190 ველოსიპედი და ერთი სკუტერი გამოფინეს. ყველაზე დატვირთულ დროს აუქციონს 200-მდე ადამიანი ესწრებოდა. ფინეთის საბაჟოში აცხადებენ, რომ ზოგიერთი ველოსიპედი ახალი აღარ არის, თუმცა ზოგი კარგ მდგომარეობაშია. როგორც წესი, ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებები იმ მდგომარეობაში იყიდება, […]
საქართველოში 3198 განთავსების ობიექტია – რომელ რეგიონებშია ყველაზე დიდი სასტუმროები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში 4 ტიპის განთავსების ობიექტები არსებობს. 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სულ 3198 განთავსების ობიექტია, აქედან 1232 სასტუმროა, 1281 – საოჯახო სასტუმრო, 454 – სასტუმრო სახლი და 231 – სხვა ტიპის განთავსების ობიექტი. აქედან ყველაზე მეტი (37 788) ოთახი აქვს სასტუმროებს, შემდეგ – საოჯახო სასტუმროებს (8164) და სხვა ტიპის განთავსების ობიექტებს […]
გიორგი ვაშაძე – ერთად დგომა მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ჩვენთან კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ – გვინდა, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი

ერთად დგომა მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ჩვენთან კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ – გვინდა, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია მანამდე, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იმყოფება და ამიტომ, მეტი გაერთიანება უფრო გარანტირებულ შანსს იძლევა იმისა, რომ „ქართული ოცნება“, ხელისუფლებას […]
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი (SANGU) მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე მიღებას აცხადებს

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი (SANGU) მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე მიღებას აცხადებს. პროგრამა ერთწლიანია, რომლის ფარგლებში მასწავლებლობის ნებისმიერ მსურველს ასაკის შეუზღუდავად ეძლევა შესაძლებლობა, სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით მიიღოს უფროსი მასწავლებლის კვალიფიკაცია. პროგრამის კურსდამთავრებული სერტიფიკატს და სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით დასაქმების უფლებას მიიღებს. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, მასწავლებლის მომზადების პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდის იყო. ეპიცენტრი დედოფლისწყაროს ჩრდილო დასავლეთით, სოფელ ლენინოვკასთან. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან ჩრდილო დასავლეთით 5 კილომეტრში, სოფელ ლენინოვკაში იყო და ბიძგების სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.