6 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის 1,7 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის 1,735,471 ლარის ჯარიმა გამოიწერა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2.1 მლნ ლარი) თითქმის 20%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 183.472 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია (2023 წლის იანვარ-ივნისში ბიუჯეტში ჯარიმებიდან და […]
ესპანეთში ისევ გააპროტესტეს მასობრივი ტურიზმის შედეგები

ესპანეთის კუნძულ მაიორკაზე ათასობით ადამიანი მონაწილეობდა მასობრივი ტურიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში. საპროტესტო მსვლელობა კუნძულის მთავარ ქალაქში, პალმა დე მაიორკაში, 21 ივლისს გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მასობრივი ტურიზმი მკვიდრ მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მათ შორის, იზრდება ბინის და სხვა ფასები, ზაფხულობით პლაჟების გადატვირთულობა კი მუნიციპალური სამსახურებისთვის დამატებითი ტვირთია, რომელსაც ვერ უმკლავდებიან. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აქციაში 20 000-მდე […]
კობახიძე ე.წ. აგენტების კანონზე: საკონსტიტუციო სარჩელს ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის შესახებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი შეფასებით, სარჩელი უპერსპექტივოა. „მე მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ერთი დადებითი მხარე, რაც აქვს ამ სარჩელს, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა […]
Geely Sakartvelo მომხმარებელს ერთწლიან შიდა უპროცენტო ლიზინგს სთავაზობს

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის, Geely Sakartvelo-ს, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგით ისარგებლონ. კომპანიებზე კი განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს, მათ შორის საოპერაციო ლიზინგი დაბალი პროცენტით, ანუ მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, კონკრეტული პერიოდის შემდეგ, ავტომობილს Geely Sakartvelo თავად შეისყიდის.
სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე

საქართველოს უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ლირი კოპაჩი-დი-მიკელემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო […]
ოლაფ შოლცი – ჩემმა მეგობარმა ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია თავისი ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის – მისი გადაწყვეტილება, არ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა, აღიარებას იმსახურებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ, გვერდზე გამდგარიყო, აჩვენა, რომ მზადაა თავისი ქვეყნის ინტერესები საკუთარზე მაღლა დააყენოს. „დიდ პატივს ვცემ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ბაიდენმა ასევე წარმოუდგენლად ბევრი გააკეთა ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის და არა მხოლოდ მისი პრეზიდენტობის პერიოდში“, – აღნიშნა ბერბოკმა. მანამდე, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ […]
გურამ ბაღდოშვილი – National Geographic Traveller Food Fest-ზე საქართველო სტუმრის სტატუსით ჩამოვიდა და მასპინძელი აღმოჩნდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, პირველად მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. შეფ გურამ ბაღდოშვილის თქმით, საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია და ფიქრობს, რომ ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები, საქართველოს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზრდის. „საქართველო ჩამოვიდა სტუმრის სტატუსით და […]
Geely Sakartvelo მომხმარებელს ერთწლიან შიდა უპროცენტო ლიზინგს სთავაზობს

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის, Geely Sakartvelo-ს, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგით ისარგებლონ. კომპანიებზე კი განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს, მათ შორის საოპერაციო ლიზინგი დაბალი პროცენტით, ანუ მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, კონკრეტული პერიოდის შემდეგ, ავტომობილს Geely Sakartvelo თავად შეისყიდის. Geely Sakartvelo Tegeta Cars-ში შემავალი კომპანიაა, რომელმაც ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, Geely Auto, […]
გარემოს ეროვნულ სააგენტოში სომხეთის ჰიდრომეტეოროლოგიის და მონიტორინგის ცენტრის დელეგაცია იმყოფებოდა

გარემოს ეროვნული სააგენტოში სამუშაო ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიის და მონიტორინგის ცენტრის დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ადგილობრივი ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის საქმიანობას გაეცნენ, ასევე, მდ. დევდორაკის ხეობაში არსებული განგაშის სისტემა, კიკეთის მეტეოროლოგიური რადარი, ჰიდრომეტეოროლოგიური საკალიბრაციო და ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიები მოინახულეს. სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სომხეთის ჰიდრომეტეოროლოგიის და მონიტორინგის ცენტრს შორის […]
„სია შევა იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა, მანამდე სიის გარკვეული ნაწილი ალბათ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“ – ირაკლი კობახიძე
„სია შევა იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა, მანამდე სიის გარკვეული ნაწილი ალბათ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“ – ირაკლი კობახიძე სიის წარდგენამდე დარჩენილია ორი თვე და ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში – ჩვენც ასე ვიმოქმედებთ – სია შევა იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, – ამის შესახებ […]