ურთულესი ოპერაცია და სამ თვეში ცხოვრების აქტიურ წესს დაბრუნებული პაციენტი – “”ამას ყველაზე ოპტიმისტურ სცენარშიც ვერ წარმოვიდგენდი”

“ალიას“ ესაუბრება მზიული ქარქაშაძე, რომლის მამასაც ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ოპერაციიდან 3 თვეში, უკვე აქტიური ცხოვრების წესს დაუბრუნდა. მზიული გვიყვება, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის, ექიმის პროფესონალიზმთან ერთად, გადამწყვეტი აღმოჩნდა, კლინიკის დამოკიდებულება პაციენტისათვის. -მამაჩემს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა შარშან ერთ–ერთ კლინიკაში, ანუსპრეტერნატურალი (ნაწლავის გარეთ გამოტანა) გახდა საჭირო, მოულოდნელად გახდა შეუძლოდ და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაგვიყვანა კლინიკაში. […]
„სატენდერო გარანტია საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში“ – ინტერვიუ ლიკა თავართქილაძესთან

თანამედროვე ბიზნეს ლანდშაფტს არაერთი ნიუანსი ახასიათებს. ამ სივრცეში ვერ იპოვით ისეთ მოთამაშეს, რომლის მისია გაფართოება, განვითარება და ახალი პროექტების შესრულება არაა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ტენდერები, რომელიც პროდუქტის, სერვისის ან გარკვეული სამუშაოს შესყიდვის სპეციფიკური ფორმაა. ამის მიხედვით, პროექტში მონაწილეობის მსურველმა ბიზნესმა წინასწარ უნდა წარადგინოს საკუთარი წინადადება, ტენდერის გამომცხადებელი ორგანიზაცია კი განაცხადების მიღების შემდეგ ყველაზე ოპტიმალურს […]
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ნავალნის 19-წლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა

რუსული გამოცემა Interfax-ის ინფორმაციით, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის თებერვალში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის 2023 წლის 4 აგვისტოს გამოტანილი 19-წლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა. “მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ 2023 წლის 4 აგვისტოს ვერდიქტი და გენერალური იურისდიქციის პირველი სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 სექტემბრის სააპელაციო განჩინება უცვლელი რჩება”. – უთხრა Interfax-ს სასამართლოს პრესსამსახურმა. შესაბამისად, სასამართლომ […]
emguide.ge – ბაჩანა შენგელიამ არჩევნებზე ემიგრანტების ჩართულობის გასაზრდელად საიტი წარადგინა

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის გასაზრდელად იურისტმა ბაჩანა შენგელიამ ახალი პლატფომა emguide.ge წარადგინა. შენგელიას თქმით, პლატფორმა არც პირდაპირ და არც ირიბად, არ იქნება არცერთი პარტიის კუთვნილება და ემიგრანტებისთვის იქნება გზამკვლევი 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის. “წლების განმავლობაში ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური თუ პოლიტიკური მძიმე ვითარების გამო, საქართველოდან ძალიან ბევრ მოქალაქეს მოუწია წასვლა. მე არ მეგულება ადამიანი, რომლის […]
მეთ მიდვორსი – საქართველოსთვის National Geographic-ის ფესტივალში მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა ვიზიტორების მოსაზიდად

საქართველოსთვის National Geographic-ის ფესტივალში მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა ვიზიტორების მოსაზიდად, – ამის შესახებ National Geographic Traveller-ის კომერციულმა დირექტორმა მეთ მიდვორსმა განაცხადა. მეთ მივდვორსის განცხადებით, საქართველომ ფესტივალში მონაწილეობით დიდი წარმატებას მიაღწია. „საქართველოსთვის National Geographic-ის გასტრონომიულ ფესტივალში მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის. საქართველოს შეუძლია შთააგონოს და მოიზიდოს ვიზიტორები თავისი კვებისა და ღვინის მდიდარი კულტურით. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ […]
ირაკლი ზარქუა – ტრამპის მოსვლა რეგიონში ომის დამთავრებას ნიშნავს

აშშ-ს პრეზიდენტად ტრამპის მოსვლა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს რეგიონში ომის გაჩერებას ნიშნავს – ეს გამოიწვევს მეორე ფრონტის გახსნაზე ჩვენს მიმართ მოთხოვნის მოხსნას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება შეწყდება, რაც მშვიდობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია! ტრამპმა სწორედ ამიტომ უნდა გაიმარჯვოს! – ასეთია “ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლი ზარქუას მოლოდინი ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. ზარქუას აზრით, არჩევნებში ტრამპის გამარჯვება […]
დიმიტრი პესკოვი – კამალა ჰარისის განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ არამეგობრული რიტორიკით იყო სავსე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული იყო, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „იყო განცხადებები, რომლებიც სავსე იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ არამეგობრული რიტორიკით. ორმხრივ ურთიერთობებში მისი სხვა ქმედება, არც პლუსის, არც მინუსის ნიშნით, ჯერჯერობით არ დაგვიფიქსირებია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, როგორ აფასებს კრემლი ჰარისის კანდიდატურას […]
„World Vision საქართველო“ – კვალიფიკაციის ამაღლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით, ოჯახის ექიმები და სოციალური მუშაკები გადამზადდნენ

კვალიფიკაციის ამაღლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით, ოჯახის ექიმები და სოციალური მუშაკები გადამზადდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „World Vision საქართველო“ ავრცელებს. მათივე განმარტებით, თითოეული ბავშვის კეთილდღეობისთვის აუცილებელია, რომ ის ცხოვრობდეს ჯანსაღ და მზრუნველ გარემოში და მისი ფუნდამენტური უფლებები იყოს რეალიზებული, მათ შორის ჯანმრთელობის უფლება, რაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, იმისთვის, რომ ქვეყანაში ბავშვს […]
გლდანში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა

გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა. სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი, ფიტნეს და მოსასვენებელი ზონები ეწყობა; მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის […]
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილება ღონისძიებით აღნიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა არქიტექტურის, მოდის დიზაინის ტექნოლოგიების და არქიტექტურათმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს გაცილების ღონისძიება მოუწყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, 2023-2024 სასწავლო წელს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ბაკალავრიატის 123-მა, მაგისტრატურის 50-მა და დოქტორანტურის 6-მა სტუდენტმა დაასრულა. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის […]