რა დაადგინა მოსამართლემ ლუკა კინწურაშვილის საქმეზე

საქალაქო სასამართლოში ლუკა კინწურაშვილის პროცესი დასრულდა. ის პოლიციას ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, შსს-ს კი ამტკიცებდა რომ 30 წლის მოქალაქე მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დაადგინა, რომ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო რაც შეეხება სამართალდამცავების შეურაცხყოფას, სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. საქმის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაგრძელდება, სადაც კინწურაშვილმა ჩვენება უკვე მისცა.
რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციის სარჩელს “გირჩი” ხელს არ აწერს – რას ამბობს იაგო ხვიჩია

ოპოზიციურად განწყობილი ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ყველა პარტია რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს, გარდა გირჩისა. „არ ვაწერთ ხელს, იმიტომ, რომ არ გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელია. მას შემდეგ, რაც კვოტების კანონი გვქონდა გასაჩივრებული და სასაცილო გადაწყვეტილება გამოიტანა საკონსტიტუციომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკონსტიტუციოს ნდობა არ შეიძლება, აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სხვების ოპტიმიზმი უნდა გვიკვირდეს, თორემ ჩვენი პესიმიზმი […]
კულება ჩინეთში ჩავა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთში ხვალ ჩავა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კულება ჩინეთში ოთხი დღის განმავლობაში დარჩება. მედიის ცნობით, კულებას ვიზიტი ჩინელი კოლეგის, ვანგ ის მიწვევით განხორციელდება. საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დაგეგმილ შეხვედრას ადასტურებს უკრაინის მხარეც. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა “რუსული აგრესიის დასრულების გზების ძიება და […]
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასკვნით ფაზაში, თავდაცვითი ოპერაციის რაიონში, „ბრავო“ ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა, საინჟინრო ასეულმა, 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნების ოცეულმა […]
უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან კიდევ 100 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს

უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, კიდევ 100 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. მინისტრის ინფორმაციით, მიწოდება უახლოეს ორ თვეშია მოსალოდნელი. „ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში ჩვენ კიდევ 100 000 საბრძოლო მასალას გავგზავნით. ახლა ვეძებთ თანხებს კიდევ უფრო მეტი საბრძოლო მასალის შესაძენად, რათა ინიციატივის გაგრძელება 2025 […]
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასა და სააქციო საზოგადოებას – „მედიკანა ჰოსფითალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასა და სააქციო საზოგადოებას „მედიკანა ჰოსფითალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, დოკუმენტს ხელი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძემ და სს „მედიკანა ჰოსფითალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ დირექტორმა, მეჰმეტ ფათიჰ თურანმა მოაწერეს. გავრცელებული ინფორმაციით, […]
„სატენდერო გარანტია საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში“ – ინტერვიუ ლიკა თავართქილაძესთან

თანამედროვე ბიზნეს ლანდშაფტს არაერთი ნიუანსი ახასიათებს. ამ სივრცეში ვერ იპოვით ისეთ მოთამაშეს, რომლის მისია გაფართოება, განვითარება და ახალი პროექტების შესრულება არაა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ტენდერები, რომელიც პროდუქტის, სერვისის ან გარკვეული სამუშაოს შესყიდვის სპეციფიკური ფორმაა. ამის მიხედვით, პროექტში მონაწილეობის მსურველმა ბიზნესმა წინასწარ უნდა წარადგინოს საკუთარი წინადადება, ტენდერის გამომცხადებელი ორგანიზაცია კი განაცხადების მიღების შემდეგ ყველაზე ოპტიმალურს […]
ხაშურში იუსტიციის სახლი გაიხსნა

სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ხაშურში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე მომსახურებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის. აქვე სპეციალურად მოწყობილ სარიტუალო სივრცეში ქორწინების მსურველი წყვილები საზეიმო ცერემონიალის დაგეგმვასაც შეძლებენ. იუსტიციის სახლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის […]
პარლამენტთან ჯებირის დაზიანებისთვის ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუდაძემ არ გაიზიარა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა და პატიმრობაში დატოვა 23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი. ადვოკატის, თათია კონიაშვილის მტკიცებით, არ არსებობს ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძველი. „პროკურატურამ დასაბუთება დააყრდნო იმას, რომ რეალურად არსებობსო მოწმეზე ზემოქმედების და მტკიცებულების განადგურების რისკი. ეს, რა თქმა უნდა, არის […]
დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებმა კამალა ჰარისს ერთი დღის განმავლობაში 55 მილიონი დოლარი შესწირეს

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებმა 21 ივლისს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის შემდეგ, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის პლატფორმა Actblue-ს 55 მილიონ დოლარზე მეტი შესწირეს. ბაიდენმა კამალა ჰარისს მხარი დაუჭირა, როგორც კანდიდატს სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე. ამის შესახებ ინფორმაცია Politico-ზე დაყრდნობით გავრცელდა. ActBlue-ს თანახმად, დონორებმა 27,5 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხეს მხოლოდ პირველი ხუთი საათის განმავლობაში მას შემდეგ, […]