აშშ-ს საიდუმლო სამსახურის დირექტორს ორივე პარტიის წარმომადგენლები გადადგომისკენ მოუწოდებენ

როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი კონგრესმენები აშშ-ს საიდუმლო სამსახურის დირექტორს გადადგომისკენ მოუწოდებენ. კონგრესში გამართული მოსმენის ფონზე, წარმომადგენელთა პალატის პასუხისმგებლობის კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა და ამავე ორგანოს უმაღლესმა დემოკრატმა წევრმა, ჯემი რესკინმა გაავრცელეს წერილი, რომელშიც საიდუმლო სამსახურის დირექტორის, კიმბერლი ჩიტლის გადადგომას ითხოვენ. მოსმენა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ჩატარდა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა […]
სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა
სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა, – ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. „2024 წლის 4 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მამულაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (no. 15355/15) […]
მოსკოვში ორბანის ვიზიტის გამო ევროკავშირი უნგრეთში მინისტრების შეხვედრას აუქმებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლისთვისაც უნგრეთს უნდა ემასპინძლა, ბელგიაში გაიმართება. ამის შესახებ განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ღონისძიება არის პროტესტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, რუსეთსა და ჩინეთში გამართული ბოლოდროინდელი ვიზიტების გამო. შეხვედრა აგვისტოში ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო. ამის ნაცვლად, როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება ჟოზეპ ბორელზე დაყრდნობით, ის გაიმართება ბრიუსელში, […]
უკრაინაზე ორბანის პოზიციის გამო EU-ის მინისტრები ბუდაპეშტის ნაცვლად, ბრიუსელში შეხვდებიან

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ აგვისტოში დაგეგმილი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეხვედრა არა EU-ის თავმჯდომარე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, არამედ ბრიუსელში გაიმართება. ეს განცხადება მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. ჯოზეფ ბორელის თანახმად, ამის მიზეზი უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის პოზიციაა. “მე მივხვდი, რომ ჩვენ უნდა გავგზავნოთ […]
ქეთევან წამებულზე სახელმწიფო ქონება ₾6.5 მილიონად „ტიბინი ჯგუფმა“ შეიძინა – რას აპირებს კომპანია?

თბილისში, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირზე, ისნის მეტროსთან ახლოს „ტიბინი ჯგუფი“ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. სწორედ ამ კომპანიამ შეისყიდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონულ აუქციონზე სახელმწიფო გამოტანილი ქონება. 18 ივლისს დასრულებულ აუქციონზე სახელმწიფომ 3 299 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 6.5 მლნ ლარად გაყიდა. აუქციონს თან დამატებითი საინვესტიციო ვალდებულებები არ ახლდა. ქონების […]
ვენსი დემოკრატიულ პარტიას “დემოკრატიისთვის საფრთხეს” უწოდებს

დონალდ ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა დემოკრატიულ პარტიას უწოდა “საფრთხე დემოკრატიისთვის”. “დემოკრატიული პარტიის კანდიდატის შერჩევა, რადგან ჯოჯრ სოროსი, ბარაკ ობამა და რამდენიმე სხვა ელიტური დემოკრატი ბოლით სავსე ოთახში (რედ. ამერიკული ჟარგონი, რომელიც საიდუმლო შეხვედრას გულისხმობს) შეიკრიბა და ჯო ბაიდენის გადაგდება გადაწყვიტეს, თურმე ახლა ასე ხდება. ესაა საფრთხე დემოკრატიისთვის. არა რესპუბლიკური პარტია.” – თქვა ვენსმა. […]
ნენსი პელოსიმ საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი

ნენსი პელოსიმ საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი. „დემოკრატიულ პარტიაში ჩვენი მრავალფეროვნება და ერთობა ჩვენი სიძლიერეა. ახლა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა დონალდ ტრამპი მტკიცედ დავამარცხოთ და ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად კამალა ჰარისი ენთუზიაზმით ავირჩიოთ. წინ გამარჯვებისკენ!“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა აღნიშნა, რომ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურის […]
რუსეთი არაერთხელ ჩარეულა არჩევნებში… მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთი არაერთხელ, პირდაპირ ჩარეულა სხვა ქვეყნის არჩევნებში. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი. 22 ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის ფაქტებს “ყოველთვის ყურადღებით აკვირდება”. “ჩვენ გვინახავს რუსეთის მხრიდან არაერთი, არამხოლოდ მცდელობა, არამედ მისი პირდაპირი […]
რუსეთის სასამართლომ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს 6.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს 6-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის ამერიკისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა და მის მიმართ წაყენებულ ბრალს როგორც, მედია-ორგანიზაცია, ისე – ამერიკის მთავრობა პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. სასამართლომ ალსუ კურმაშევა რუსული ჯარის თაობაზე სიცრუის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო. “ასოშეითედ პრესი”, საინფორმაციო სააგენტო, რომელმაც ამის შესახებ პირველმა დაწერა, თქვა, რომ სასამართლოს დოკუმენტაციისა და ოფიციალური პირების […]
ქვეყანაში საგარეო სავაჭრო ბრუნვის კლების ფონზე, მედიკამენტების ექსპორტ-იმპორტი იზრდება

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში მედიკამენტების იმპორტიც და ექსპორტიც გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, დასახელებულ პერიოდში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იყო მსუბუქი ავტომობილები, რომლის იმპორტმა 1 246.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 631.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 318.8 მლნ. აშშ დოლარით […]