Transporter-ის ინიციატივითა და Transporter Bikers Club-ის ორგანიზებით ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპის შედეგები

Transporter-ის ინიციატივითა და Transporter Bikers Club-ის ორგანიზებით, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი წარმატებით ჩატარდა. 14 ივლისს გაიმართა წრიული რბოლის მეორე ეტაპი, რომელშიც 20-მდე მოტო-მრბოლელი მონაწილეობდა და თავდაუზოგავად იბრძოდა პირველობისთვის. კონკურსი ჩატარდა 3 კლასში, როგორც მოყვარულებისთვის, ასევე პროფესიონალთა 600 და 1000 კლასებში. საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა 29 სექტემბერს, წრიული რბოლის III ეტაპით განახლდება, ხოლო ფინალური […]
სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იქნება

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე პოლიტიკური ურთიერთობებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში, ხავიერ კოლომინა NATO-ს სამხრეთ სამეზობლოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. იგი აქამდე NATO-ს გენერალური მდივნის, იენ სტოლტენბერგის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თანამდებობას იკავებდა. კოლომინას დანიშვნის შესახებ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა და თქვა, რომ ალიანსისთვის ისეთ მნიშვნელოვან რეგიონებში, როგორებიცაა ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და საჰელი, გამოცდილი […]
ომის დაწყებიდან პირველად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში ჩავიდა

23 ივლისს, რუსეთის უკრაინაში 2022 წელს შეჭრის შემდეგ პირველად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთში დიპლომატიური ვიზიტით ჩავიდა. კულება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდება. ვიზიტის მთავარი საკითხი ჩინეთის როლია მიმდინარე ომის მშვიდობიან დასრულებაში. ოფიციალური კიევის თქმით, კულება პეკინში რუსული აგრესიის შეჩერების გზებისა და ჩინეთის შესაძლო როლის განსახილველად ჩადის. ჩინეთი მიმდინარე […]
WSJ: რუსეთმა ჰუსიტებს შესაძლოა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდოს

The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების ცნობით, რუსეთი შესაძლოა იემენელი ჰუსიტების თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით მომარაგებას გეგმავდეს, რაც იქნება კრემლის პასუხი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისადმი, რომელმაც უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენებას გარკვეული დათქმებით მხარი დაუჭირა. ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა WSJ-ს უთხრეს, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ძალების, ცენტრალური სარდლობის მეთაურმა თავდაცვის მდივან ლოიდ […]
ვერბალური მკვლელობის მცდელობაა, როცა გიორგი გველესიანზე ასეთი შეტევა მიაქვთ

ვერბალური მკვლელობის მცდელობაა, როცა გიორგი გველესიანზე ასეთი შეტევა მიაქვთ ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი მტერია – ამ პოზიციით გამოდიან ჩვენი ოპონენტები და გადაუვლიან ისინი თავისი ფსევდოლიბერალური ფაშიზმის ხერხებით ყველას, ვინც მათ აზრებს არ იწონებს. გიორგი გველესიანი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი, ამ ადამიანებს დავანებოთ თავი, იმიტომ, რომ ვიღაცას ასეთი წარმოდგენა აქვს, ვიღაცას ისეთი პოლიტიკური აზრი […]
ვახტანგ ხმალაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა. – ბატონო ვახტანგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ შერჩეული და წარდგენილი კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება შეაჩერა. მომხდარზე რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს. მან სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად“ შეაფასა. თქვენი აზრით, სამართლებრივად რას შეიძლება ნიშნავდეს […]
ესტონეთის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო

ესტონეთის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს. ფიცის დადების შემდეგ ესტონეთის ახალმა მთავრობამ, კრისტენ მიხალის ხელმძღვანელობით, მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის მთავრობიდან 8 მინისტრი, მათ შორის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური და საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა დაკავებულ თანამდებობებზე მუშაობას გააგრძელებენ. კრისტენ მიხალმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კაია კალასი შეცვალა, […]
რა სახის კომპენსაციის მოთხოვნა შეგვიძლია თუ ავიარეისის გაუქმება მოხდა უშუალოდ ფრენის წინ? – იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის განმარტება

გასული კვირის ბოლოს გლობალური IT-შეფერხების შედეგად 8.5 მილიონი კომპიუტერი დაზარალდა, რაც Windows-ის მოწყობილობების დაახლოებით 1%-ია, თუმცა ამის მიუხედავად ეკონომიკური და სოციალური ეფექტი საკმაოდ დიდი იყო. შეფერხების შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ავიარეისი გაუქმდა. BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ აშშ-ში 512, გერმანიის მასშტაბით – 92, ინდოეთის – 56, იტალიის – 45, ხოლო კანადის მასშტაბით 21 ფრენა გადაიდო. მაგალითად Turkish […]
6 თვეში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 8,2 მლნ ლარის ჯარიმები გამოიწერა

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 8,2 მლნ ლარის ჯარიმები გამოიწერა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით %%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, გასულ წელს დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ბიუჯეტში 7 835 964.91 ლარი შევიდა. 2023 წლის 6 თვის მაჩვენებელი კი 2022 […]
Emirates მგზავრებს ყოველწლიურად 45 მილიონზე მეტ შოკოლადს სთავაზობს

Emirates-მა თვითმფრინავების ბორტზე მირთმეული კერძების რაოდენობა დათვალა. ირკვევა, რომ ავიაკომპანიამ საკუთარ მგზავრებს წლის განმავლობაში 45 მილიონი შოკოლადის პროდუქტი, ასევე მრავალი დესერტი მიაწოდა. Emirates-ით ფრენის გამოცდილების გასაუმჯობესებლად ავიაკომპანია ყველა კლასში მსოფლიოს 140 მიმართულებაზე მგზავრებს ხელნაკეთ შოკოლადებს სთავაზობს. გასული წლის განმავლობაში ეკონომ კლასის მგზავრებმა 36,3 მილიონი შოკოლადი მიიღეს, ხოლო პრემიუმ ეკონომ კლასის მგზავრებმა 322 000 შოკოლადი. ბიზნეს […]