შსს-ს ინფორმაციით, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის დასახელდა

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ – მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველომ შეფასების 4 – ბალიანი სისტემით 3,5 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში 50-ე ადგილზე გავიდა. 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. „საქართველოს 2012 […]

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის 1-ელი, მე-5 და მე-8 პრინციპი

ეთიკის ქარტიის საბჭომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადება განიხილა. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-8 პრინციპები, – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს. „9 ივნისს, ქარტიის საბჭომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის […]

მანუჩარ კაკოჩაშვილი – დაველოდები სასამართლო პროცესს და დავასაბუთებ, რომ უსამართლოდ დავიჩაგრე მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების, შემდგომ პრეზიდენტის მიერ და არსებითად დაირღვა ჩემი უფლებები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, მანუჩარ კაკოჩაშვილი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო საჩივრით მიმართა აცხადებს, რომ მისი უფლება როგორც კონკურსის შესარჩევმა კომისიამ, ასევე სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია. როგორც კაკოჩაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის დაელოდება სასამართლო პროცესს და დაასაბუთებს, რომ უსამართლოდ დაიჩაგრა. „ინტერპრესნიუსი“ მანუჩარ კაკოჩაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მსურს გამოვეხმაურო ჩემს წინააღმდეგ დაწყებულ […]

ხობის სპორტული კომპლექსი ახალი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის, მკლავჭიდის და ტაეკვონდოს ჯგუფებისთვის შეძენილი ინვენტარი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ დაათვალიერეს. „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ცენტრმა 141 000 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი ადგილობრივი […]

იტალიაში ეტნადან ამოფრქვეული ვულკანური ფერფლის გამო კატანიას აეროპორტი დაიხურა

იტალიაში ეტნადან ამოფრქვეული ვულკანური ფერფლის გამო კატანიას აეროპორტი დაიხურა. სიცილიის ქალაქ კატანიაში აეროპორტი იგივე მიზეზით 2024 ივლისის დასაწყისშიც დაიკეტა. აეროპორტის დახურვის გამო ფრენების ნაწილი გაუქმდა ან სხვა ახლომდებარე აეროპორტში გადამისამართდა. კატანიას აეროპორტი სიცილიის და სამხრეთ იტალიის საჰაერო ჰაბის ფუნქციას ასრულებს და უფრო მეტ დამსვენებელს იღებს ვიდრე სიცილიაში პალერმოს აეროპორტი. ვულკანი ეტნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური […]

პრემიერმა KIU-ს ახალ რექტორს, გიორგი ხუბუას მხარდაჭერა აღუთქვა – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ახლადდანიშნულ რექტორს, გიორგი ხუბუას შეხვდა. “შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით. პრემიერმა უნივერსიტეტის ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ხუბუას აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა […]

,, მაშინ მივხვდი, რამხელა სითბო და სიყვარული იმალებოდა ამ მკაცრი სახის მიღმა, როცა ბავშვით ხელში კაბინეტში შემოგივარდით” – ხატია სიჭინავა

,, მაშინ მივხვდი, რამხელა სითბო და სიყვარული იმალებოდა ამ მკაცრი სახის მიღმა, როცა ბავშვით ხელში კაბინეტში შემოგივარდით” – ხატია სიჭინავა ჟურნალისტი ხატია სიჭინავა ექიმ დავით თელიას ემოცოური წერილით ემშვიდობება: ,,ერთი დღით დავბრუნდი ფბზე, რომ დაგემშვიდობოთ ბატონო დავით 🙏🏼 13 წელი ვიყავი მშვიდად, რადგან რა დროც არ უნდა ყოფილიყო, თუ მიჭირდა, გირეკავდით და თქვენი მშვიდი და […]

მამუკა მდინარაძე – ყველა საქმის კურსში იყო, რომ თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას

ყველა საქმის კურსში იყო, რომ თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ტერორიზმის მომზადებისა და ამბოხის საქმეზე სუს-ში მიმდინარე გამოძიებას. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გამოკითხვაზე მისული პირები მალავდნენ იმას, რომ სუს-ში გამოძიება ტერორიზმის მუხლით იყო […]

მამუკა მდინარაძე – ვერბალური მკვლელობის მცდელობაა, როცა გიორგი გველესიანზე ასეთი შეტევა მიაქვთ – ფსევდოლიბერალური ფაშიზმი სწორედ ამას მოიცავს, ვინც არ დაეთანხმება მათ ყველა უნდა აბულინგონ

„ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი მტერია“ – ამ პოზიციით გამოდიან ჩვენი ოპონენტები და გადაუვლიან ისინი თავისი ფსევდოლიბერალური ფაშიზმის ხერხებით ყველას, ვინც მათ აზრებს არ იწონებს. გიორგი გველესიანი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი, ამ ადამიანებს დავანებოთ თავი, იმიტომ, რომ ვიღაცას ასეთი წარმოდგენა აქვს, ვიღაცას ისეთი პოლიტიკური აზრი აქვს და გამოთქვამენ ამ აზრს და ვიღაცის აზრს ხან […]

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ განცხადებას ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ „ტელეგრამ“ არხი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებზე დარტყმებს ახორციელებდნენ. „პოკროვსკის სამკუთხედის ზონაში კიდევ ერთი მტრის „სუ-25“ გაუჩინარდა. ორ რუს პილოტს ეყო სიგიჟე იმისთვის, რომ ჩვენს პოზიციებთან ახლოს შემოფრენილიყო. ერთ-ერთი მათგანი […]