საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

პრეზიდენტის განკარგულებით, დღეს საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის 9-კაციანი შემადგენლობა დამტკიცდა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფილოლოგი და ენათმეცნიერი ნინო დობორჯგინიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ეროვნული პრემიის ლაურეატები. „საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შექმნილმა საქართველოს ეროვნული პრემიის […]
რუმინეთი, კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის პროექტზე შეხვედრის ორგანიზებას, სექტემბრისთვის გეგმავს – მედია

2024 წლის სექტემბერში, რუმინეთი, ბუქარესტში, აზერბაიჯანის, რუმინეთის, საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ტრანსპორტის მინისტრებს შორის შეხვედრას უმასპინძლებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. შეკრება კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ახალ პროექტს უკავშირდება. ვრცლად europetime.eu
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩიტლმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩიტლმა თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. მან თანამდებობა 13 ივლისს ექს-პრეზიდენტსა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის გამო დატოვა. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთებამდე, საიდუმლო სამსახურის დირექტორი კონგრესმენთა კრიტიკის ქვეშ მოექცა. 22 ივლისს კონგრესმენებმა მას დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით მწვავე შეკითხვები დაუსვეს.
ლელოს, დოლიძის პარტიისა და ცუცქირიძის მოძრაობას პარტია მოქალაქეებიც შეუერთდა

ლელოს, ანა დოლიძის პარტიისა და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობის გაერთიანებას პარტია მოქალაქეებიც შეუერთდა. ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის ფოტო ხაზარაძის Facebook გვერდზე გავრცელდა. “ძლიერი საქართველოსთვის”, – წერს ხაზარაძე.
დუმა შესაძლებელს ხდის რუსეთში ნებისმიერი ორგანიზაციის გამოცხადებას არასასურველად

რუსეთის სახელმწიფო დუმამ სამშაბათს მეორე და მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო კანონპროექტები, რომლებიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, რუსეთში არასასურველად აღიაროს ნებისმიერი უცხოური ორგანიზაცია. კერძოდ, ახლა არასასურველი ორგანიზაციების რეესტრში შესაძლებელია იმ ორგანიზაციების შეტანა, რომელთა დამფუძნებლები არიან მესამე ქვეყნების სამთავრობო უწყებები. კანონპროექტები თებერვალში შევიდა დუმაში. ავტორია სათათბიროს კომისია, რომელიც იკვლევს რუსეთის საქმეებში უცხო სახელმწიფოების ჩარევას. სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, […]
აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რუბლით, დოლარით თუ სხვა ვალუტით დაფინანსებული აგენტი, რას დამიძახებს, თუ ჩემს თავთან მართალი ვარ

აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რუბლით, დოლარით თუ სხვა ვალუტით დაფინანსებული აგენტი, რას დამიძახებს, თუ ჩემს თავთან მართალი ვარ ჩარევა [საპარლამენტო არჩევნებში] შეიძლება ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც, ყველას თავისი ინტერესი აქვს, თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი […]
,, მე მაწყობს სიტუაცია, როცა უკრაინა თავად წყვეტს თავის ბედს და ეს მხოლოდ ნეიტრალიტეტის შემთხვევაშია შესაძლებელი” – არესტოვიჩი

“მე მაწყობს სიტუაცია, როცა უკრაინა თავად წყვეტს თავის ბედს და ეს მხოლოდ ნეიტრალიტეტის შემთხვევაშია შესაძლებელი”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ოლექს არესტოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა. “მე ძალიან მინდა ნატოში, მაგრამ იქ ჩვენ არ მიგვიღებენ. ნატოში მიღების ფასი რუსეთთან ომია, რომელშიც ნატოს გარეშე ჩვენ ვერ “გავქაჩავთ“, მაგრამ ნატოს არ სურს ჩვენი მიღება, და ის […]
,, ვიღაცეებმა რეიტინგი მოიმატეს და ამ ბიჭს ნახევარი ქვეყანა ლანძღავს… მეტი კი არაფერი დამართნია ბუდუ ზივზივაძეს…” – სანდრო ელოშვილი გიორგი გველესიანზე

რეჟისორი სანდრო ელოშვილი: ,,გიორგი გველესიანის ჩემგან დამცველებს…
უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი 339-მა დეპუტატმა დაუჭირა. საომარი მდგომარეობა 12 აგვისტოდან 90 დღით, 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. ახლა კანონს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს. ipn.ge
გამოკითხულთა 97% ინტერნეტს ონლაინ შოპინგისთვის არ იყენებს – CRRC
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ყოველ დღე ინტერნეტს გამოკითხულთა 76% იყენებს, კვირაში ერთხელ მაინც – 5%, 14% საერთოდ არ სარგებლობს ინტერნეტით. ინტერნეტს ინფორმაციის საძიებოდ იყენებს (Google, Wikipedia) გამოკითხულთა 31%, არ იყენებს – 68%, ონლაინ შოპინგისთვის – 2% (97% არ სარგებლობს ონლაინ შოპინგით). ონლაინ თამაშებისთვის ინტერნეტს იყენებს […]