ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ევროპის მასშტაბით მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ ტყის ხანძრებს კვლავ ებრძვიან – ცეცხლის კერები პორტუგალიაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბულგარეთშიც გაჩნდა. პორტუგალიური მედიის თანახმად, ლისაბონის მახლობლად გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის 11 მეხანძრე, სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. Euronews-ის ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივმა უწყებამ 300-მდე მეხანძრე, 93 სახანძრო მანქანა და 8 ვერტმფრენი გამოყო. განსხვავებით […]
ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 12 სექტემბერს ჩაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 120-ე შეხვედრა დასრულდა. როგორც სამსახური წერს, შეხვედრაზე წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. “ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული […]
აშშ-ს საიდუმლო სამსახურის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ს საიდუმლო სამსახურის დირექტორი კიმბერლი ჩიტლი თანამდებობიდან გადადგა. ჩიტლიმ ამ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების სამსახურის შეცდომები დაასახელა, რის გამოც პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა განხორციელდა. კიმბერლი ჩიტლი ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2022 წელს წარადგინა. ბაიდენმა ჩიტლის წარდგენაზე თქვა, რომ ის და მისი ოჯახი მის განსჯას და რჩევებს სრულად ენდობა. კიმბერლი ჩიტლი უსაფრთხოების სამსახურში სამი ათწლეულის […]
ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, ანა დოლიძის და „თავისუფლების მოედნის“ ერთობას შეუერთდა

პარტია „მოქალაქეები“ „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თაივსუფლების მოედნის“ ერთობას შეუერთდა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ „ლელოს“ პრესსამსახურში დაუდასტურეს. ჩამოთვლილი საარჩევნო სუბიექტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანდებიან. „ძლიერი საქართველოსთვის“ — ამ სათაურით გამოაქვეყნა „ლელოს“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო პირად „ფეისბუკ“ გვერდზე. პარტიების ლიდერებს გაერთიანებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარები ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის საფრანგეთში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მიგრანტები შეამოწმეს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, მიგრანტთა საზოგადოებებს იკვლევდნენ. კვლევის მიზანი, ISIS-K ჯგუფის მებრძოლებისან, ოლიმპიადის დროს უსაფღხოების დაცვაა. ჟერალდ დარმანენმა, გამოეცმა Le Parisien-ისთვის მიცემულ უნტერვიუში თქვა, რომ ISIS-K “უდავოდ ყველაზე საშიში მოძრაობა“ იყო, თუმცა რაიმე კონკრეტული საფრთხე არ გამოვლენილა. ISIS-K, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ფრთაა, რომლის სახელი ისტორიული ხორასანის რეგიონიდან […]
იტალიის წინააღმდეგობის მიხედავად ხავიერ კოლომინა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლად დაინიშნა

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) აცხადებს, რომ ხავიერ კოლომინა, სამხრეთ სამეზობლოში ალიანსის გენერალური მდივნის წარმომადგენლად დაინიშნა. კოლომინა კოორდინაციას გაუწევს ნატოს მოქმედებებს სამხრეთის ფლანგზე. ამან ნატოს წევრი იტალიის პროტესტი გამოიწვია. „ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსისთვის“,- წერია იენს სტოლტენბერგის განცხადებაში. წინააღმდეგობის მიზეზი კოლომინას წარმომავლობაა, ის ესპანელია. იტალიის ხელისუფლებას კი მოლოდინი ჰქონდა, რომ ამ თანამდებობას იტალიელი დაიკავებდა. […]
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოლაპარაკების მოლოდინის ფონზე, ისრაელის ტანკები ღაზაში წინ მიიწევენ

ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ხან იუნისის აღმოსავლეთ უბნებში დასახლებულმა პალესტინელებმა სამშაბათს, 23 ივლისს, თავიანთი სახლები დატოვეს. ისრაელმა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოიწოდა, რადგან მისი ტანკები კიდევ უფრო ღრმად შევიდნენ დასახლებულ რაიონში. ტანკები ხან იუნისის ქალაქ ბანი სუჰაილაში განლაგდნენ. უკვე მეორე დღეა, რაც მიმდებარე რამდენიმე უბანს ისრაელის ძალები ბობმავს, რის გამოც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა თავშესაფარი სხვაგან […]
კრემლი ევროკავშირს სამართლებრივი შურისძიებით ემუქრება

კრემლი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ გაყინულ რუსულ აქტივებზე დარიცხული სარგებლის უკრაინის დასახმარებლად გამოყენება “ქურდობაა” და ის ევროკავშირს სამართლებრივი ზომების მიღებით ემუქრება. ევროკავშირის პირველმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა ორშაბათს თქვა, რომ უკრაინა გაყინულ რუსულ აქტივებზე დარიცხული პროცენტის ოდენობას – 1.4 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარების სახით აგვისტოს დასაწყისში მიიღებს. “ასეთი ქურდული ქმედებები არ შეიძლება საპასუხო ქმედების გარეშე დარჩეს”, […]
დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა

დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა, სადაც ჩინელ კოლეგა ვან ისთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ კულება “ინსტაგრამის” პირად გვერდზე წერს. “გამარჯობა ჩინეთიდან. უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის კონტაქტების განვითარებისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინელი მაღალჩინოსნის ჩინეთში პირველ ვიზიტს ვახორციელებ. ეს ასევე 2012 წლიდან ჩინეთში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ორმხრივი ვიზიტია”, […]
თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად […]