[მედიკამენტების დეფიციტი] ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული – ბიზნესის პასუხი ჯანდაცვის მინისტრს

“ყველა შეფერხება, რომელიც მედიკამენტების დეფიციტს უკავშირდება, აბსოლუტურად ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული”, – ასე პასუხობს “ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია” ჯანდაცვის მინისტრს. ილონა კოკიაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში არა მხოლოდ ონკოლოგიური მედიკამენტების, არამედ სხვა სახის წამლების დეფიციტია. მთავარ მიზეზად თურქეთიდან წამლების იმპორტის შეფერხება სახელდება.

ახალი ინდური ლოუქოსთერი Air Kerala შიდა ფრენებს მომავალ წელს დაიწყებს

ახალი ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Kerala შიდა ფრენებს მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყებს. ავიაკომპანიამ ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს სერტიფიკატი (no-objection certificate, NOC) უკვე მიიღო. განმარტებულია, რომ Air Kerala-ს დაფუძნების ინიციატორი იყო Zettfly Aviation, რომლის გამგეობის თავმჯდომარე არის აფი აჰმედი, ტუროპერატორი Smart Travels-ის მფლობელი UAE-ში. ბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მთავარი მიზანია შესთავაზოს იაფი ფრენები კერალასა და […]

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი, კიმბერლი ჩიტლი თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი, კიმბერლი ჩიტლი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. კიმბერლი ჩიტლიმ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ორშაბათს განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა იყო ათწლეულების განმავლობაში. დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა 13 ივლისს, პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში მოხდა. ტრამპს […]

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 2 პირი. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

,,ელისაშვილის ლელოსთან შეერთებით ეს გაერთიანება გახდა თვითკმარი” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ალეკო ელისაშვილის ,,ლელოსთან” შეერთებას ეხმაურება: ,,ელისაშვილის ლელოსთან შეერთებით ეს გაერთიანება გახდა თვითკმარი, რომელსაც არა თუ ბარიერის გადალახვის, არამედ ბევრად უფრო სერიოზული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია…”

„ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას ალეკო ელისაშვილი შეუერთდა

„ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეუერთდა. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ელისაშვილთან გადაღებული ფოტო განათავსა, წარწერით „ძლიერი საქართველოსთვის“. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, „ძლიერი საქართველოსთვის“ იქნება გაერთიანების სახელწოდებაც. შეგახსენებთ, „ლელომ“ წინასაარჩევნო გაერთიანების პრეზენტაცია წინა კვირას გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ის უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.

ელისაშვილის პარტია მოქალაქეები საარჩევნოდ ლელოსთან ერთიანდება

ალეკო ელისაშვილის პარტია მოქალაქეები ლელოს, ანა დოლიძის ხალხისთვისა და ლევან ცუცქირიძის საზოგადოებრივი მოძრაობა თავისუფლების მოედნის საარჩევნო ერთობას უერთდება. შესაბამის ფოტოს ლელოს თავმჯდომარე Facebook-ზე ავრცელებს წარწერით – “ძლიერი საქართველოსთვის”. ინფორმაციას ტაბულას პარტიის პრესსამსახურიც უდასტურებს. ლელო, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და ლევან ცუცქირიძის საზოგადოებრივი მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ 17 ივლისს გაერთიანდნენ.

„ზამთრის სეზონზე ძალიან მაღალი მოლოდინები გვაქვს“

ზამთრის სეზონისგან განსხვავებით, ზაფხულის სეზონზე გუდაურს უცხოელები უფრო მეტად სტუმრობენ, ვიდრე ქართველები. შესაბამისად, ზაფხულის სეზონზე Marco Polo Hotel Gudauri-ს დამსვენებლების 70% უცხოელია, ხოლო 30% ქართველი, – ამის შესახებ კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორმა მაკო ჩიკოიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით, 30%-ით არის გაზრდილი. შედეგად, მიმდინარე სეზონზე, სასტუმრო დაახლოებით, 65%-იანი დატვირთვით მუშაობს. “ძირითადი […]

იანვარ–ივნისში, ექსპორტშიც და იმპორტშიც პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია

2024 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 933.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.8 პროცენტს შეადგენს. წინასწარი მონაცემები „საქსტატმა“ გამოაქვეყნა. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 156.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 143.0 მლნ. აშშ დოლარით (5.0 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 […]

რუსულმა თავდასხმამ უკრაინის სუმის რეგიონში ენერგო ობიექტი დააზიანა

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ღამის განმავლობაში რუსულმა საჰაერო თავდასხმამ, უკრაინის ჩრდილოეთ სუმის რეგიონში ენერგო ობიექტი დააზიანა. 50,400 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უკრაინის საჰაერო ძალებმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, რომ რუსეთის მიერ გაშვებული რვა დრონიდან შვიდი გაანადგურა. საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა X-69 ფრთოსანი რაკეტაც გაუშვა და იქვე დაამატა, რომ საჰაერო ძალების კონტრ-ღონისძიებების შედეგად რაკეტამ „სამიზნეს ვერ მიაღწია“. […]