სალომე სამადაშვილი – „ლელო“ განიხილავს მოკავშირედ ყველას, ვისაც სჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი, ევროპული ქვეყანა, ამის დემონსტრირება მოხდა დღეს და ვფიქრობ, კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი

ჩვენ განვიხილავთ მოკავშირედ ყველას, ვისაც სჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი, ევროპული ქვეყანა, ვფიქრობ, რომ ამის დემონსტრირება მოხდა დღეს კიდევ ერთხელ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებასთან შეერთებას. როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, საკითხი ისე დგას, […]

ალექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინას ნატოში არავინ მიიღებს და ქვეყანას სჭირდება ნეიტრალიტეტი

ალექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინას ნატოში არავინ მიიღებს და ქვეყანას სჭირდება ნეიტრალიტეტი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში არავინ მიიღებს და ქვეყანას სჭირდება ნეიტრალიტეტი. „მე მაწყობს სიტუაცია, როცა უკრაინა თავად წყვეტს საკუთარ ბედს. ეს პრაქტიკულად შესაძლებელია მხოლოდ ნეიტრალიტეტის პირობებში. ჩვენ შეიძლება უამრავი რამ გვინდოდეს, შეგვიძლია შევქმნათ 250-გვერდიანი კონსტიტუცია, სადაც მხოლოდ ნატო […]

რუსული მედია – “ჩინეთის ბანკმა” მოსკოვის საფონდო ბირჟასთან მუშაობა შეწყვიტა

“ჩინეთის ბანკმა” მოსკოვის საფონდო ბირჟასთან მუშაობა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “კომერსანტი” წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, “ჩინეთის ბანკმა” (Bank of China), ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სახელმწიფო ბანკმა, რომელსაც რუსეთში შვილობილი განყოფილებები გააჩნდა, მუშაობა შეწყვიტა მოსკოვის საფონდო ბირჟასთან, რომელიც სანქციების ქვეშ მოხვდა. “ჩინური საკრედიტო კომპანიის – “ჩინეთის ბანკის” – შვილობილი [განყოფილება] ბირჟაზე იუანებზე საკლირინგო […]

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 12 სექტემბერს ჩაინიშნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 120-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. […]

კამალა ჰარისმა კანდიდატობისთვის საჭირო რაოდენობის დელეგატების მხარდაჭერა მოიპოვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დემოკრატების ეროვნული კონვენციის კანდიდატობისათვის საჭირო რაოდენობის დელეგატების მხარდაჭერა მოიპოვა. აღნიშნულმა კი კიდევ ერთხელ განამტკიცა საზოგადოებრივი აზრი, რომ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ის იქნება. ჰარისს მხარი პრეზიდენტმა ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნიდან მალევე დაუჭირა. გუშინ კი მის მხარდამჭერთა რიგებს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დემოკრატი, წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსიც შეუერთდა. Associated Press-ის ინფორმაციით, კამალა […]

კახა წიქარიშვილი – ვიცით, „კლანი“ როგორ კეტავს სასამართლოში შესასვლელ გზებს, მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია და ორჯერ მეტს მოვიპოვებდი იუსტიციის საბჭოს წევრობის მეშვეობით – ჩაკეტეს ყველაფერი

მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია და ორჯერ მეტს კიდევ მოვიპოვებდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მეშვეობით, ისეთ ინფორმაციას, რომელიც რიგითი მოქალაქისთვის მიუწვდომელია, – ამის შესახებ კახა წიქარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. წიქარიშვილის შეფასებით, სასამართლო „კლანი“ არ დაუშვებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისეთ წევრს, რომელიც სწორედ მას ებრძვის და საბჭოში მისი დანიშვნის პროცესიც სწორედ ამიტომ შეაჩერეს. „ჩვენ ვიცით, კლანი […]

ევროკავშირი ამბობს, რომ სომხეთთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს

ევროკავშირმა ორშაბათს განაცხადა, რომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დიალოგის დაწყება გადაწყვიტა. ტრადიციულად რუსეთის მოკავშირე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამას ევროპულ ბლოკთან კავშირის „ნიშანსვეტი“ უწოდა. ევროსაბჭომ თავის ვებგვერდზე თქვა, რომ ბლოკმა ერევანთან ვიზებზე მოლაპარაკების დაწყება გადაწყვიტა. ამასთან ერთად, სომხეთის სამხედრო ძალების დასახმარებლად 10 მილიონ ევროს სთავაზობს. ბოლო თვეებში, წარსულში თავის მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებასთან ერთად, რომელსაც სომეხი […]

ჩინეთის შუამდგომლობით ჰამასი და ფატა დროებითი მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ

ჩინეთის შუამდგომლობით დაპირისპირებული პალესტინური პოლიტიკური ჯგუფების, ჰამასის და ფატას და კიდევ 12 პალესტინური ჯგუფის წარმომადგენლებმა დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების მზაობაზე დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ინფორმაცია დეკლარაციის მიღების შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ჰამასის მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა გაავრცელეს. “ჩინეთი და პალესტინა ერთგული ძმები და კარგი პარტნიორები არიან” – თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა. […]

რომელი სახელმწიფო ქონება გაიყიდა ყველაზე ძვირად 2024 წლის პირველ ნახევარში?

2024 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პრივატიზაციიდან 142 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში 97 მილიონი ლარის შენატანი განახორციელა. BMG-მ სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე წელს ყველაზე ძვირად ღირებული ქონებების შესახებ, რომლებიც აუქციონების გზით გაიყიდა. მათ შორის #1 ადგილზეა თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე არსებული 65 402 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც დეველოპერულმა კომპანია შპს იონფაშ […]

„არასდროს დავუცვივარ სათანადოდ, საბოლოოდ კი დემოკრატიისთვის ტყვია მივიღე“ – ტრამპი საიდუმლო სამსახურის დირექტორის გადადგომაზე –

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი საიდუმლო სამსახურის დირექტორის, კიმბერლი ჩიტლისა თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება. „არასდროს დავუცვივარ სათანადოდ, საბოლოოდ კი დემოკრატიისთვის ტყვია მივიღე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა