ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს გავრცელებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური რეკვიზიტების უნებართვო გამოყენების აღკვეთის შესახებ საგანგებო განცხადებას აზუსტებს და განმარტებას კომიტეტი Facebook-გვერდზე აქვეყნებს. სეოკ-ის ოფიციალური სოციალური ქსელის გვერდიდან პირველად გავრცელებული საგანგებო განცხადება, რომელსაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა წაიშალა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ შეზღუდვა არ ეხება ქომაგების, ანუ პირადი მიზნებისთვის და ასევე მედიის მხრიდან საინფორმაციო მიზნებისთვის ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენებას. „საქართველოს ოლიმპიური […]

პაპუაშვილი აუცილებლად იქნება შემდეგ მოწვევაში პარლამენტის თავმჯდომარე – კობახიძე

ირაკლი კობიახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შემდეგი მოწვევის პარლამეტში ისევ შალვა პაპუაშვილი იქნება: ,,რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არის შალვა პაპუაშვილი და არავითარი საფუძველი, რომ ეს პოზიცია გადაიხედოს, არ არსებობს. ამაზეც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, პაპუაშვილი აუცილებლად იქნება შემდეგ მოწვევაში პარლამენტის თავმჯდომარე”

არვიცი უხეიროა, თუ როგორია ივანიშვილი როგორც დიქტატორი, მაგრამ როგორც ოლიგარქი ბევრ ფულს შოულობს – ნიკა გვარამია

არვიცი უხეიროა, თუ როგორია ივანიშვილი როგორც დიქტატორი, მაგრამ როგორც ოლიგარქი ბევრ ფულს შოულობს – ასე გამოეხმაურა სენატში გაკეთებულ განცხადებას “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია. მე არვიცი უხეიროა, თუ როგორია ივანიშვილი როგორც დიქტატორი, მაგრამ როგორც ოლიგარქი ძალიანაც ხეირობს და ბევრ ფულს შოულობს. ქართველების და საქართველოს ხარჯზე მდიდრდება. იგი მოვიდა მდიდარი, მაგრამ დღეს სამჯერ უფრო მდიდარია”, – ამბობს […]

ნოვოჩერკასკში რუსეთის არმიის ახალი ბაზა აშენდა – ჟურნალისტური გამოძიება

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტ “სქემების” ჯგუფმა გამოაქვეყნა გამოძიება რუსული არმიის ახალი ბაზის შესახებ როსტოვის რაიონში, ნოვოჩერკასკში. 2023 წლის აგვისტოში დაწყებულ მშენებლობაზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა სატელიტური სურათების გამოყენებით. სამხედრო ბაზა განლაგებულია სასჯელაღსრულების კოლონიასა და ორ დაუმთავრებელ სკოლას შორის (ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ზუსტი კოორდინატები), ბაზა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მე-100 ლოგისტიკურ პოლკს ეკუთვნის. ახალი ბაზა მდებარეობს […]

კობახიძის ვარაუდით, აშშ-ში რესპუბლიკელების გამარჯვებით უკრაინის ომი უფრო მალე დასრულდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ აშშ-სთან ურთიერთობები მომავალი წლიდან გაუმჯობესდება. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ურთიერთობების გაუმჯობესება დამოკიდებულია არა აპრიორი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებაზე, არამედ უკრაინაში ომის დასრულებაზე. უკრაინაში ომი კი, კობახიძის აზრით, რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში უფრო ადრე დასრულდება. „ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება. თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ვფიქრობთ, რომ შეიძლება ომი […]

„საქართველო ჰგავს შვეიცარიას და ისლანდიას“ – Earthpix-ის დამფუძნებელი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სამოგზაურო მედია პლატფორმის Earthpix-ის გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. ინფორმაციას ტურიმზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. Earthpix-ის მედია პლატფორმას Instagram გვერდზე 24 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ატვირთულ ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. Earthpix-ის გადამღები ჯგუფის წევრებს დაშბაშის კანიონზე შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ეწვია მსოფლიოში […]

ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება – პრემიერი

ივნისში გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ჩვენ წელს გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მონაცემები. ეკონომიკური ზრდის 5 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 9.3%, ივნისშიც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ საშუალო მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს“, – განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, კარგი ტენდენციები […]

„როიტერის“ და „იფსოსის“ გამოკითხვებით, კამალა ჰარისს ამომრჩევლების 44% უჭერს მხარს, დონალდ ტრამპს კი – 42%

„როიტერის“ და „იფსოსის“ სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისს დონალდ ტრამპზე მცირე უპირატესობა აქვს. გამოკითხვების მიხედვით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ამომრჩევლების 44 პროცენტი უჭერს მხარს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კი – 42 პროცენტი. „როიტერი“ წერს, რომ გასულ კვირაში, საპრეზიდენტო კამპანიიდან გასვლამდე ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ორი პროცენტით ჩამორჩებოდა. ახალი გამოკითხვა 22 და 23 ივლისს ჩატარდა. ჰარისი და ტრამპი 15-16 […]

NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისიას იწყებს

NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისიას იწყებს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისია დაიწყო. ინფორმაციას NDI ავრცელებს. „NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი ხუთი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი თანაშემწეებისგან შედგება. გრძელვადიანი ანალიტიკოსები თბილისში 22 ივლისის კვირაში ჩამოვიდნენ და საქართველოში ნოემბრის ჩათვლით დარჩებიან. გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატურ […]

„პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, მათი გამოყენება და ბიზნესის ანგარიშვალდებულება იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ ღია დისკუსიის თემა

„პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, მათი გამოყენება და ბიზნესის ანგარიშვალდებულება იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ ღია დისკუსიის თემა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ინიციატივითა და იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მხარდაჭერით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ განახლებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო სიახლეების გაცნობის […]