ფიქსირებულ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან კონკურენტული გარემო მხოლოდ 9-შია – ევროკავშირის ექსპერტები

კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგების შესახებ საჯარო პრეზენტაცია ჩაატარა, რომელსაც კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სიჭინავა გაუძღვნენ. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. პრეზენტაციაზე კომისიის წევრმა აუდიტორიას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიის, გამოკვლეული გარემოებებისა და ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების შესახებ, რომლის მიხედვით, ქართული ფიქსირებული ინტერნეტ ბაზარი არაკონკურენტულია, საჭიროებს წინასწარ […]

რუსული ბანკები კიბერშეტევის მსხვერპლი გახდნენ

დღეს დილით, ВТБ-ის, Росбанк-ის, Альфа-банк-ისა და Газпромбанк-ის მობილური აპლიკაციები ხარვეზით მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. VTB-ის განცხადებით, რუსეთის საბანკო სექტორი საზღვარგარეთის მხრიდან კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა, მაგრამ პრობლემა უკვე აღმოიფხვრა და ამჟამად ბანკის სერვისები ნორმალურად მუშაობს. ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობს Альфа-банк-იც. ბანკი მომხმარებლებს ურჩევს, რომ მოგვიანებით სცადოს ონლაინ ბანკში შესვლა. რუსული მედია წერს, რომ 23 […]

,,წინა არჩევნების ლოზუნგით იყო, გარეჯს გვართმევენო, ამ არჩევნების-ბიძინას გვიკლავენო“ – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე: ,,წინა არჩევნების ლოზუნგით იყო, გარეჯს გვართმევენო, ამ არჩევნების-ბიძინას გვიკლავენო. “ოცნების” ვერსიით, თურმე მსოფლიოში არნახული ტერორისტული აქტი მზადდება. გახსოვთ, ხომ ბიძინა ივანიშვილის ხოხბები და მის თავზე შემოსკუპებული საყვარელი ჩიტები? აი, იმ ჩიტების მოწამვლას აპირებს თურმე ოპოზიცია და მორიგ ჯერზე თავზე რომ დაახტებიან, ის ბრძენი კაციც მოიწამლება. სუსმა დროზე შეატყობინა თურმე და ჩიტების […]

,, ხაზარაძეს რომ ჭკუა ყოფნოდა და გახარიასთანაც შეეკრა ალიანსი იდეალური იქნებოდა თემატურად” – ჩერგოლეიშვილი

,,ევროპული საქართევლოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,დამავიწყდა, რომ მივსალმებოდი ანა დოლიძის და ალეკო ელისაშვილის, ანუ მემარცხენე ფლანგის (მინიმალური ხელფასი, სამართლიანი საპროცენტო განაკვეთი და ა. შ.) ლელოში დაბინავებას. ხაზარაძეს რომ ჭკუა ყოფნოდა და გახარიასთანაც შეეკრა ალიანსი იდეალური იქნებოდა თემატურად, მაგრამ გახარიას უფროსად ალბათ თავს ვერ იგრძნობს და ეს აბრკოლებს. ასეც კარგია. თემატურად წესრიგდება ველი. ერთადერთი აჰალი რევს […]

კულებამ ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზე ისაუბრა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების შესაძლებლობაზე ისაუბრა. თუმცა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მცირედით განსხვავებული ინტერპრეტაციებით გაავრცელეს მხარეებმა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 24 ივლისს ეწვია და ჩინელ კოლეგასთან, ვან უისთან, რომელიც ასევე ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრიცაა, ხანგრძლივი შეხვედრა გამართა. კულება არის უკრაინის ყველაზე […]

დონალდ ტრამპი – კამალა ჰარისთან დებატები მსურს

დონალდ ტრამპის განცხადებით, მას კამალა ჰარისთან დებატები სურს. „მე ჯო ბაიდენთან დებატებს დავთანხმდი, მაგრამ მე მასთან (კამალა ჰარისი) დებატები მსურს. მათ მსგავსი პოლიტიკა აქვთ. ვფიქრობ, დებატები საპრეზიდენტო რბოლისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ დებატების ABC-ის ეთერში გამართვის იდეა არ მოსწონს და ერთზე მეტ დებატში მონაწილეობის მზადყოფნაც გამოთქვა.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ განახლებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ინიციატივითა და იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მხარდაჭერით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ განახლებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო სიახლეების გაცნობის პარალელურად, დარგის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად პერსონალური მონაცემების […]

უფრო შეთქმულების თეორიებისკენ ვიხრები, ვიდრე რეალობისკენ – იაგო ხვიჩია სუს-ის განცხადებაზე

სუს-ის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება პარლამენტის წევრი, იაგო ხვიჩია: „არ ვიცი, რა მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი სუს-ის მხრიდან, მაგრამ გლობალური ომის პარტიის ვერსიის შემდეგ ვალდებულები ვართ, ყველა ვერსია, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს, ეჭვქვეშ დავაყენოთ. უფრო შეთქმულების თეორიებისკენ ვიხრები, ვიდრე რეალობისკენ. ჩვენი პოლიტიკოსების აზრით, ხალხის შეშინება მადლიანი საქმეა – რაც უფრო შეაშინებენ ხალხს საარჩევნოდ, მით უფრო შეუყვარდებათ – […]

ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს გავრცელებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური რეკვიზიტების უნებართვო გამოყენების აღკვეთის შესახებ საგანგებო განცხადებას აზუსტებს და განმარტებას კომიტეტი Facebook-გვერდზე აქვეყნებს. სეოკ-ის ოფიციალური სოციალური ქსელის გვერდიდან პირველად გავრცელებული საგანგებო განცხადება, რომელსაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა წაიშალა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ შეზღუდვა არ ეხება ქომაგების, ანუ პირადი მიზნებისთვის და ასევე მედიის მხრიდან საინფორმაციო მიზნებისთვის ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენებას. „საქართველოს ოლიმპიური […]

„დღეისათვის საქართველოში 100 დაცული ტერიტორიაა და ქვეყნის ტერიტორიის 13.3%-ს შეადგენს“

სამეგრელოში, სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. შეხვედრებზე იმსჯელეს ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების მნიშვნელობის შესახებ როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეგიონის განვითარების მიმართულებით. მხარეებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებულ პროცესებზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება, […]