30 ივლისს სენატში ევროპის მომავალზე მოსმენა გაიმართება, იმსჯელებენ საქართველოზეც

30 ივლისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპის მომავლის შესახებ მოსმენა გაიმართება, მათ შორის იმსჯელებენ საქართველოზეც. მოსმენა ამერიკის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
რუსეთში არაყი “სტოლიჩნაიას” მფლობელი კომპანია ექსტრემისტულ გაერთიანებად გამოაცხადეს

ტამბოვის ოლქის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა რუსეთის გენერალური პროკურატურის სარჩელი არყის მარკები მოსკოვკაიასა და სტოლიჩნაიას მფლობელის, იური შეფლერისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენის აქტივები სახელმწიფოს ბიუჯეტს გადაეცემა. ამას გარდა, როგორც მედია Интерфакс-ს უთხრეს, შაფლერი და მისი კომპანიები “ექსტრემალურ გაერთიანებად” გამოაცხადეს. შესაბამისად, სასამართლომ გენპროკურორის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გენპროკურატურამ სასამართლოში სარჩელი […]
აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა დააკავა

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა 17 აგვისტომდე დააკავა. ის ეჭვმიტანილია იარაღის გამოყენებით განხორციელებულ ხულიგნობაში. ადლეიბა ეჭვმიტანილია აფხაზეთის ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის 207-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ხულიგნობა, ანუ საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, საზოგადოების აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა, ჩადენილი იარაღის ან იარაღად გამოყენებული საგნების გამოყენებით). “კავაკაზსკი უზელის” ინფორმაციით, აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ 2022 […]
გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ თავდაცვის სფეროში ახალი დეკლარაცია გააფორმეს

გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ გააფორმეს საერთო თავდაცვის დეკლარაცია, რომლის მიზანიც არის ორი სახელმწიფოს მუშაობა თავდაცვის სფეროში ინდუსტრიის და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ასევე, ყურადღება გამახვილებულია უკრაინის უფრო აქტიურად დახმარებაზე რუსეთის წინააღმდეგ. ბრიტანეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰეილიმ დეკლარაციას ხელი ბერლინში მოაწერა, სადაც ის გერმანელ კოლეგას, ბორის პისტორიუსს შეხვდება და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. ჰეილის ვიზიტი გერმანიაში მისი […]
თურქეთში ГРУ-ს ოფიცრის ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი ერლიკაიმ თქვა, რომ დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც მოსკოვში ავტომობილის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. მინისტრის თქმით, თურქეთმა ძებნილზე ინფორმაცია ადგილობრივი დროით 10:30-ზე მიიღეს. მოთხოვნაში ნათქვამი იყო, რომ ევგენი სერებრიაკოვმა, რომელიც დააკავეს, ტერაქტი ჩაიდინა და მოსკოვში ავტომობილი ააფეთქა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ასევე ნათქვამი იყო, რომ ეჭვმიტანილი თურქეთში მოსკოვი-ბოდრუმის რეისით ჩავიდა. ეჭვმიტანილი, რუსეთის […]
ოლაფ შოლცი 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენციის დასაწყისში ოლაფ შოლცს ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ჯო ბაიდენის მაგალითს მიჰყვეს და მომავალ არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატურაზე უარი თქვას. „მადლობა ასეთი კარგი და მეგობრული შეკითხვისთვის. ჩვენ ყველას გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ერთად მივიღოთ და გავიმარჯვოთ. კენჭს […]
“ლოქჰიდ მარტინმა” 2024 წლის გაყიდვების გეგმა გაზარდა

სამშაბათს ამერიკულმა თავდაცვის ინდუსტრიის კომპანია „ლოქჰიდ მარტინმა“, წლიური გაყიდვების გეგმა გაზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირაში პენტაგონმა F-35 თვითმფრინავების მიღება განაახლა. კომპანია მოელის, რომ 2024 წელს გაყიდვების მოცულობა 70,5-71,5 მილიარდი დოლარი იქნება. გასულ წელს ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 68,5-70 მილიარდი იქნებოდა. მერილენდის შტატის ქალაქ ბეთესდაში ბაზირებული კომპანიის აქციები დილის გარიგებების დროს 3.2 პროცენტით […]
დამნაშავედ ცნობილი მენენდესი სენატს ტოვებს

დემოკრატი სენატორი ნიუ-ჯერსის შტატიდან ბობ მენენდესი თანამდებობას ტოვებს. მედიის ინფორმაციით ის ამერიკის სენატს 20 აგვისტოს დატოვებს. მიზეზი რის გამოც სენატორ მენენდესს ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია მისი დამნაშავედ ცნობაა ქრთამის აღებაში, კორუფციულ საქმიანობასა და ეგვიპტის მთავრობის სასარგებლოდ აგენტობაში. მიუხედავად იმისა, რომ 16 ივლისს წარდგენილ ბრალდებებში ამერიკელი სენატორი საამართლომ დამნაშავედ სცნო, დემოკრატი ბობ მენენდესი ბრალს არ აღიარებს […]
,, ოთხი დღეა გიგა მაგაზე მუშაობს, ბაბუამისის სული ყავს გამოძახებული…” – რას წერს ჩერგოლეიშვილი

,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ძაან მეცინება. ბარიერის და გაფლანგვის შიშის დეკონსტრუქციაზე კლიპებს ვიღებთ. ოთხი დღეა გიგა მაგაზე მუშაობს, ბაბუამისის სული ყავს გამოძახებული და ყველანაირი მოდელირება გააკეთა, რაც ბუნებაში არსებობს, რომ ამომწურავი, სკრუპულოზური და დეტალური ანალიზი მოგაწოდოთ. ამასობაში, მე ტურა ტაბაკივით ველოდები, რომ მაგის რთული ქვეწყობილებიანი და ფორმულებიანი კლიპი რომ ჩაეშვება, მოკლედ და მარტივად გითარგმნოთ […]
შოლცმა თავი შეიკავა კომენტარისგან ფსბ-ს სავარაუდო ოფიცრის, ვადიმ კრასიკოვის გაცვლის შესაძლებლობაზე

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე ფსბ-ს სავარაუდო ოფიცრის, ვადიმ კრასიკოვის შესაძლო გაცვლაზე, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. შეკითხვა რუსეთის მოქალაქის შესაძლო გაცვლაზე, მათ შორის ბელარუსში სიკვდილმისჯილ გერმანიის მოქალაქესა და რუსეთში მსჯავრდადებულ ამერიკელ ჟურნალისტებზე, შოლცს ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა, კერძოდ, იკითხა შესაძლო სამართლებრივი და პოლიტიკური პირობების შესახებ, […]