წიტაიშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში დაქვეითებულ “გრანადაში” გააგრძელებს. ideal.es-ის ცნობით, წიტაიშვილი ხუთშაბათს ჩავა დანიშნულების ადგილზე, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლების გარეშე გაუფორმებენ. გიორგი 2025 წლის ზაფხულამდე კონტრაქტით კიევის “დინამოსთანაა” დაკავშირებული, გასულ სეზონში კი იჯარის წესით ბათუმის “დინამოში” თამაშობდა.
ვენეციას ტურისტული გადასახადის გაორმაგება სურს

აპრილში ვენეციამ ტურისტებს ქალაქში შესასვლელი 5 ევროიანი გადასახადი დაუწესა. ხელისუფლებას სჯეროდა, რომ ეს ხელს შეუწყობდა ოვერტურიზმთან გამკლავებას. ახლა კი ისტორიული ნაწილის დათვალიერების საფასურის გაზრდა უნდათ. 2025 წელს დაგეგმილია საფასურის 10 ევრომდე გაზრდა. ხელისუფლების განცხადებით, ეს კეთდება იმისათვის, რომ შემცირდეს ვიზიტორების რაოდენობა და მოტივირებული იქნეს ადგილობრივები, რომ დასახლდნენ ქალაქის ისტორიული ნაწილი. საცდელი პერიოდის განმავლობაში ვენეციამ 2,2 […]
თვითმმართველ ქალაქებში ყველა გაზგამანაწილებელი კომპანია ვალდებული იქნება, ახლად აშენებულ კორპუსში გაზის ჭკვიანი მრიცხველი დაამონტაჟოს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი დადგენილებით, 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან, თვითმმართველ ქალაქებში, ყველა ახლად აშენებულ კორპუსში გაზგამანაწილებელი კომპანია ვალდებული იქნება გაზის ჭკვიანი მრიცხველი დაამონტაჟოს. სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, გაზის აღმრიცხველს აღარ ექნება კონტაქტი უშუალოდ აბონენტთან და არ მოუწევს მას საცხოვრებელ ბინაში შესვლა, როგორც ეს ძველი კორპუსების შემთხვევაშია. „თვითმმართველ ქალაქებში მიმდინარე წლის […]
მილერი: ვაპირებთ საქართველოს მთავრობის განსჯას მათი პოლიტიკის საფუძველზე

ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ საქართველოს მთავრობის განსჯას მათი პოლიტიკის საფუძველზე და რომ ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება მათ ქმედებებზე და თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის გადახედვის შესახებ გადაწყვეტილება და გადახედვის ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს. ჩვენ ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც იწყებს დემოკრატიის ან ევროატლანტიკური თვალსაზრისით უკანდახევას, რომ ისინი შეცვლიან […]
ანა ნაცვლიშვილი – დროებითი ლითონის კონსტრუქციაზე ბრახუნის და თუნდაც დაზიანების გამო, მზად არიან გაწირონ ახალგაზრდები მრავალწლიანი პატიმრობისთვის – ვაცხადებ მზაობას, ამ ადამიანებს ჩავუდგე თავდებში

ამ ქვეყანაში დროებითი ლითონის კონსტრუქციაზე ბრახუნის გამო და თუნდაც დაზიანების გამო, მზად არიან გაწირონ ახალგაზრდები მრავალწლიანი პატიმრობისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, ის მზად არის პირადად ჩაუდგეს თავდებში პატიმრობაში მყოფ ახალგაზრდებს. „ეს ორი ახალგაზრდა, ათასობით სხვა ახალგაზრდის მსგავსად, ძალიან პრინციპულად დადგა საკუთარი ქვეყნის დასაცავად. მე დღეს […]
ჰარისის კამპანია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ეძებს

ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნის და დემოკრატების მიერ კამალა ჰარისის მხარდაჭერის შემდეგ, მთავარი კითხვა ახლა ისაა, ვის აირჩევს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი თავის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად? ბიულეტენზე რიგით მეორე დემოკრატის შესარჩევად პროცესი უკვე დაწყებულია. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ამ საქმეს ამერიკის ყოფილი გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერი და მისი კერძო ფირმა ხელმძღვანელობს. ისინი შესაძლო კანდიდატების წარსულს იკვლევენ იმისთვის, რომ […]
აშშ-ის პრეზიდენტები, რომლებმაც თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა არ ისურვეს

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გასულ კვირას, რამდენიმეკვირიანის სპეკულაციები დაასრულა, როცა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება, რომელიც დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღო, ბაიდენს ამერიკის იმ პრეზიდენტების მოკლე რიგში აყენებს, რომლებსაც კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ, მაგრამ აირჩიეს, რომ მეორე ვადისთვის არ ებრძოლათ. ჯეიმზ ქეი პოლკი – […]
თურქეთში დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია მოსკოვში ავტომობილის აფეთქებაში

თურქეთის ქალაქ ბოდრუმში დააკავეს მოსკოვში ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირი. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. უწყება დაკავებულის ვინაობას ასახელებს – ეს არის რუსეთის მოქალაქე ევგენი სერებრიაკოვი. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეჭვმიტანილის დაკავების ვიდეო გამოაქვეყნა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ განმარტა, რომ სერებრიაკოვი ბოდრუმში მოსკოვიდან ჩაფრინდა დილის რეისით. ის მანამდე არ შედიოდა ინტერპოლის მიერ […]
სომხეთი ინდური შეიარაღების უდიდესი იმპორტიორი გახდა

ინდოეთის ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ სომხეთი ინდური შეიარაღების უდიდესი იმპორტიორი გახდა. სომხეთმა ამ შედეგს მაშ შემდეგ მიაღწია, რაც ინდოეთისგან Pinaka-ს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისა და Akash-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეძენის კონტრაქტები გააფორმა. მიმდინარე ფისკალური წლის განმავლობაში, მედია IADN ინდოეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის მიერ შეძენილი შეიარაღების ფასი 600 მილიონ დოლარს უტოლდება. ინდოეთმა და […]
ჰარისის და ტრამპის პირველი დებატების თარიღი ცნობილია

აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატების რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის და დემოკრატი კამალა ჰარისის დებატები 10 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ Politico წერს. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები ABC News-ის ეთერით გადაიცემა. gbc.ge