რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს

რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება ჩუკოტკისა და ბერინგის ზღვებისა და წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის თავზე ჩაატარეს. ბომბდამშენების დაცვას რუსული „სუ-30სმ“ და „სუ-35ს“ ტიპის გამანადგურებლები უზრუნველყოფდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფრენის ხანგრძლივობა ხუთ საათზე […]
სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია აძლევს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას ფოთის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, ლაშა რუხაია აძლევს. გამოკითხვაზე შესვლამდე რუხაიამ განაცხადა, რომ ის “ქართული ოცნების” მასკარადზეა მისული”. “ბიძინას ლიკვიდაციაო და ვის რა ჯანდაბად უნდოდა?!” – განაცხადა რუხაიამ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და […]
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი რვა სამხარეო ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგინეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ რვა სამხარეო ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული საინფორმაციო ბიულეტენი, ინფორმაციას ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებულ […]
აჭარასა და კახეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და კახეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში უკანონო სახერხი საამქროები შუახევისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა. „ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შემდგომი რეაგირებისთვის […]
გორში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა

გორში ხანძარია. ცეცხლი კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, აღნიშნული ფართის მეპატრონე სხვაგან ცხოვრობს და ბინაში დღეს დილით ხანმოკლე დროით იყო მისული. მათივე ვარაუდით, შესაძლოა, მეპატრონეს ელექტრომოწყობილობა დარჩა ჩართული, რაც ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა. შემთხვევის ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს […]
სამეგრელოში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გურამ ზესაშვილმა, სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, პოლიციის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღჭურვილია უახლესი ინვენტარით. მათივე ინფორმაციით, საჯიჯაოში პოლიციის შენობა ამ დრომდე არ არსებობდა. განყოფილებაში დასაქმებული პოლიციელები ხობის მუნიციპალიტეტის 5 […]
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან გაიწვიეს ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტიდან გაიწვიეს სადავო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე აპარტამენტის მშენებლობას და უცხოელებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა. რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ცნობით, ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი თავად ინიციატორმა დეპუტატებმა გაიწვიეს. წარმოებიდან პროექტის მოხსნის დოკუმენტს ხელი მოაწერა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია […]
„ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანა დაეწიოს ევროპულ სტანდარტებს“ – პრემიერი

ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია ევროპულ სტანდარტებამდე, სიღარიბის განულებამდე, მაგრამ თუ ასე გავყვებით პროცესებს, 2030 წლისთვის არსებითად გვექნება გარდატეხა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის თვალსაზრისით და სიღარიბე თუ არა სრულად, თითქმის განულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სჭირდება მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, რათა […]
კანსელოს “ბარსელონაში” დარჩენა არ გამოდის – ფეხბურთელს ალტერნატივად სერია A აქვს

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” და “სიტი” ჟოაო კანსელოს გამოსასყიდ თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. კატალონიელები მანჩესტერელების მიერ მოთხოვნილზე ნაკლებს ითხოვდნენ, რის გამოც გარიგება არ შედგა. 30 წლის პორტუგალიელის დამატებით საუდის არაბეთის კლუბებიც ინტერესდებიან, თუმცა, თუ “ბლაუგრანასთან” მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა, თავად გამოცდილ მცველს ალტერნატივად სერია A ესახება. მედიაში უკვე იწერება, რომ მისმა აგენტმა ჟოაოს სამსახური “იუვენტუსსა” და “მილანს” […]
კვერნაძის ლამაზი გოლი “ბარის” წინააღმდეგ – ქართველი შემტევი კარგ ფორმაში შედის [VIDEO]

სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, გიორგი კვერნაძის “ფროზინონე” “ბარის” დაუპირისპირდა და 3:4 დამარცხდა. ჩვენებურმა აღნიშნული დაპირისპირება შესანიშნავად ჩაატარა, აქტიური გახლდათ და მე-15 წუთზე ლამაზი გოლიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრაში 21 წლის ქართველმა ასევე ლამაზი ასისტიც მიითვალა. ინფორმაციისთვის, “ფროზინონე” გასულ სეზონში იტალიის სერია A-დან გავარდა და გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო ვივარინი ჰყავს. “ფროზინონემ” ფოთის “კოლხეთიდან” […]