ათობით ათასი ლარის ღირებულების ქონება დაეწვა კახელ ბიზნესმენს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ადგილობრივი ბიზნესმენის, ლევან ტუხაშვილის სასაწყობე მეურნეობაში გაჩენილი ხანძრით გასაყიდი საქონელი დაიწვა. ასევე დამწვარია ბიზნესმენის საკუთრებაში არსებული ავტომობილი „ლექსუსი“. ტუხაშვილის ცნობით, ზარალი მილიონ-ნახევარ ლარამდეა. ხანძარი დღეს, 25 ივლისს, დილით გაჩნდა. ლევან ტუხაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. „მე დაზუსტებით ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. აქ უამრავი კამერაა დამონტაჟებული, პოლიციელები იყვნენ […]

ცენტრალური აზიის ბანკები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს რუსული კომპანიების მომსახურებაზე

ერთი თვის განმავლობაში, ცენტრალური აზიის ბანკების მხრიდან რუსული კომპანიებისათვის ფულად ანგარიშსწორებაზე უარის შემთხვევები 30%-მდე გაიზარდა. ასეთ ცნობას მულტიმედიური ჰოლდინგი „ერბეკა“ ავრცელებს, რამდენიმე ლოგისტიკური კომპანიის საიტებზე დაყრდნობით. ფულის გადახდის ვადა ორ კვირამდე (დაახლოებით 15%-ით) გაიზარდა. პრობლემები შეეხო ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ბანკებს. რუსული კომპანიებისგან ბანკებმა დაიწყეს უფრო მეტი მონაცემების მოთხოვნა. როგორც კომპანია „პეკის“ (ПЭК) ფინანსურმა […]

ბელგიაში, ტერაქტის მომზადების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს

ბელგიაში, ტერაქტის მომზადების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ბელგიის ფედერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. „სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. თავდასხმის კონკრეტული სამიზნეები ჯერ დადგენილი არ არის“, – განაცხადეს პროკურატურაში. გამოძიების ფარგლებში ანტვერპენში, ლიეჟში, გენტსა და ბრიუსელში მდებარე 14 სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

მამუკა მდინარაძე – ღმერთმა არ ქნას, საქართველოს გადასარჩენად ყველაფრის თქმა მოგვიწიოს – არსებობს საკითხები, რაზეც არ ვლაპარაკობთ, რომ წითელი ხაზები არ გადავლახოთ

არსებობს საკითხები კულისებში და ვერ და არ ვლაპარაკობთ, რომ წითელი ხაზები არ გადავლახოთ. ღმერთმა არ ქნას საქართველოს გადასარჩენად ესეც მოგვიწიოს. ღმერთმა არ ქნას, ყველაფრის თქმა მოგვიწიოს, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის […]

გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილესთან ფუად მირზოევათან, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან, პირველ მოადგილესთან სამირ ხიალოვთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ გარდაბანში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ლესელიძის ქუჩაზე ხელოვნურსაფარიან მინი სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. „მოედანი შემოისაზღვრა ბადე-პანელებით, დამონტაჟდა გარე […]

თსუ-ს საუნივერსიტეტო კლუბების წევრებმა ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრა გამართეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების – პოლიტიკური სკოლის, „ილიასა“ და „დავითის“ წევრებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თსუ-ს პროფესორმა ნიკოლოზ სამხარაძემ საჯარო ლექცია „საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები“ წაიკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი, […]

მიხეილ ყაველაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე – საქილიკოა?! აუცილებლად უნდა შედგეს ვინმეს მკვლელობა და უნდა მოხდეს მსგავსი აქტი, რომ მერე ვიშვიში დაიწყოთ?! – სამარცხვინოა ეს საქციელი

საქილიკოა?! აუცილებლად უნდა შედგეს ვინმეს მკვლელობა და უნდა მოხდეს მსგავსი აქტი, რომ მერე ვიშვიში დაიწყოთ?! – სამარცხვინოა ეს საქციელი, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სუს-ში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა. სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, […]

მთავრობა “წარმატებული ქართველების დაფასებისთვის” 250 ათასს დახარჯავს

მთავრობა “წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის” სარეზერვო ფონდიდან 250 ათასი ლარის გამოყოფას აპირებს. 18 ივლისის განკარგულებაში არაა დაკონკრეტებული, ვინ იქნებიან ეს “წარმატებული ქართველები” და უშუალოდ რა ღონისძიებები გაიმართება მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის. “წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის გასამართი ღონისძიებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” […]

კონტე დაცვას კიდევ უფრო აძლიერებს – კვერნაძის თანაგუნდელი კვარაცხელიას “ნაპოლიში” გადასვლასთანაა ახლოს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ფროზინონეს” 24 წლის ნახევარმცველი მარკო ბრეშიანი, რომელსაც დაცვითი ფუნქციების შესრულებაც შეუძლია, “ნაპოლიში” გადასვლასთანაა ახლოს. “პარტენოპეის” ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ფეხბურთელის აგენტს შეხვდა და მოლაპარაკებებმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატების ინტერესს “ფიორენტინა” და “ატალანტაც” იჩენენ, თუმცა ფავორიტი კვარაცხელიას გუნდია, რომელიც ყაბულს 12 მილიონის გადახდასაა. ბრეშიანიზე უფლებებს “მილანიც” ფლობს, რადგან ფეხბურთელი სწორედ […]

სუს-ში გამოკითხვაზე კიდევ ერთი უკრაინაში მებრძოლი ქართველი დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე კიდევ ერთი უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ჯემალ კაშია დაიბარეს. ჯემალ კაშია უკრაინიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მისი თქმით, სუს-ი უკვე დიდი ხანია უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მებრძოლს გამოკითხვაზე იბარებს, ხოლო ამის მიზეზი კაშიამ არ იცის. “ძალიან გადავიღალე, რა, ამ უაზრო დაბარებებით, უაზრო კითხვებით. ჩვენ ვეომებით რუსებს, ორკებს და ისინი ორკების პატივსაცემად აკეთებენ […]