მიდგომა, რომ მესამე CFD აუქციონი არ იქნება, მეტად პროგნოზირებადს ხდის ბიზნესგარემოს – ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, სწორი მიდგომაა, რომ მესამე CFD აუქციონი აღარ გამოცხადდება და მეორე CFD აუქციონში დაფიქსირებული ტარიფებით მოხდება ენერგეტიკულ პროექტებზე პირდაპირი შეთანხმებები.
მაინინგისთვის ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა – აპრილის ანგარიში

2024 წლის აპრილში, გასული წლის აპრილთან შედარებით, პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. სემეკის ელექტროენერგიის ბაზრის აპრილის თვის მიმოხილვიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მიზეზი მაინინგის მიმართულებით გაზრდილი მოხმარებაა. „მოხმარების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია პირდაპირი მომხმარებლების გარკვეული კატეგორიების (მაინინგი, ლითონის მადნების მოპოვება, ტრანსპორტი და დასაწყობება და სხვა) მოხმარების ზრდა, რამაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4% შეადგინა“,- […]
რადას ყოფილი დეპუტატის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს, ის 18 წლის არის

უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დნეპრში დააკავა. ბრალდებული 18 წლის არის. ამის შესახებ Telegram-ის ოფიციალურ არხზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა. ცოტა ხნით ადრე რუსულ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდასხმის უკან ნეონაცისტური ორგანიზაცია Socialism/White Power დგას. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის გადამოწმებაზე მუშაობს. 60 წლის ფარიონს 18 ივლისის საღამოს ლვოვში, მის სახლთან […]
სემეკმა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატურა შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატურა შეითანხმა. ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების გათვალისწინებით, სემეკის მიერ დამტკიცებული „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების“ შესაბამისად, შესაბამისობის ოფიცერი ახორციელებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. მათ შორის, შესაბამისობის პროგრამის დანერგვასა და მონიტორინგს, გამანაწილებელი სისტემის […]
სამხედრო გადატრიალება ხომ არ იგეგმება საქართველოში – სუსის კითხვები მებრძოლებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე კიდევ ერთი უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ჯემალ კაშია დაიბარეს. ჯემალ კაშია უკრაინიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. “ძალიან გადავიღალე, რა, ამ უაზრო დაბარებებით, უაზრო კითხვებით. ჩვენ ვეომებით რუსებს, ორკებს და ისინი ორკების პატივსაცემად აკეთებენ ყველაფერს იმის გულისთვის, რომ იმათი გული გაახარონ, რომ ჩვენ დაგვიბარებენ, გამოგვკითხავენ. რაზე მიბარებენ, ჯერ ეს არ ვიცი. აეროპორტში ჩამოსვლის […]
NAMEDSPORT მიერ წარმოებულ პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობი აღმოჩნდა – „სურსათის ეროვნული სააგენტო“ პროდუქტს ბაზრიდან იღებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, მიიღო „საინფორმაციო შეტყობინება რეაგირებისთვის“, რომელიც იტალიური ბრენდის NAMEDSPORT მიერ წარმოებულ სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის ფაქტს შეეხება. იტალიის კომპეტენტური ორგანოს მიერ ბიზნესოპერატორთან – NAMEDSPORT განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისას, სხვადასხვა დასახელების პროტეინის ფილაში – THUNDER BAR Exotic Coconut […]
Fitch-მა უკრაინის რეიტინგი C დონემდე დაწია

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა უკრაინის რეიტინგი CC-დან C დონემდე დაწია. „უკრაინის დეფოლტის ემიტენტის გრძელვადიანი რეიტინგის უცხოურ ვალუტაში დაწევა ამყარებს Fitch-ის მოსაზრებას, რომ 22 ივლისს მთავრობასა და ევროობლიგაციების ზოგიერთ მფლობელს შორის მიღწეული პრინციპული შეთანხმება ვალის რესტრუქტურიზაციის პირობების შესახებ დეფოლტის მსგავსი პროცესის დაწყებაზე მიუთითებს“, – აღნიშნულია Fitch-ის ინფორმაციაში. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 22 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყანამ […]
სებ-ში დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის, განვითარებისა და ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის ოფისების დელეგაციებს უმასპინძლეს

საქართველოს ეროვნულ ბანკს ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის, განვითარებისა (FCDO) და ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის (OFSI) ოფისების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში FCDO-ს და OFSI-ის წარმომადგენლებსა და სებ-ის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის ოფისის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, სანქციების იმპლემენტაციის და შესრულების ზედამხედველობისა და დანერგილი კონტროლის მექანიზმების […]
„მაგთიკომი“ მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია – ComCom

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადა. გადაწყვეტილება ComCom-ის დაკვეთით ჩატარებულ მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო, რომლის ფარგლებშიც, კვლევაში ჩართულმა ევროკავშირის ექსპერტებმა ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულად მიიჩნიეს და დაადგინეს, რომ წინასწარი რეგულირების გარეშე, ეს გარემოება სულ მცირე მომდევნო 3 წელი არ შეიცვლება და „მაგთიკომის“ წილები საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო […]
თიანეთში, სასტუმრო Le Meridien Sioni Lake Resort & SPA 2026 წელს გაიხსნება

თიანეთში, სიონის ტბის სიახლოვეს, პირველად, საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო კომპლექსი ამოქმედდება. როგორც პროექტის განმახორციელებელ კომპანია Hotel Property Management Co.-ში (HPM) „ბიზნესპარტნიორს“განუცხადეს, მრავალმილიონიანი საინვესტიციო კომპლექსი ზღვის დონიდან 1086 მეტრზე, თბილისიდან 60 კმ სავალზე, სიონის წყალსაცავთან 15 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მოეწყობა. პროექტი აერთიანებს 126 ნომრიან ბრენდულ სასტუმროს – Le Meridien Sioni Lake Resort & SPA by Marriott, 410 […]