Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი USD მოცულობის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა (რ)

საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის “მწვანე ობლიგაციები“ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე EURONEXT Dublin-ზე განათავსა. GGU პირველი კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე 2024 წლის მაისსა და ივნისში შენელებული აქტივობის შემდეგ, კვლავ გახსნა ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრები. Ხუთწლიანი მწვანე ობლიგაციების სარგებელი 8.875%-ით განისაზღვრა, გამოშვებისა და განთავსების ფასი […]

მიხაილო პოდოლიაკი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას“ ეშმაკთან გარიგებას“ ადარებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება “ეშმაკთან გარიგებას” შეადარა და განაცხადა, რომ ასეთი შეთანხმებით რუსეთი დროს მოიგებს და გააგრძელებს თავისი არმიის მოდერნიზებას. “თუ დღეს თქვენ რაიმეს მოაწერთ ხელს რუსეთთან, რომელიც არ დამარცხდება ამ ომში და არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მასობრივი დანაშაულისათვის, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხელი მოაწერეთ ბილეთს, რომ გაგრძელდეს ომი სხვა […]

“აღიარა რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია” – კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ევროკომისარმა ვარჰეიმ მასთან საუბარში აღიარა, რომ “ტყვიას არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია ისროდა”. „როგორც საერთაშორისო კონტექსტის, ისე ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, არავის უკვირს რეალურად, რომ ასეთი გეგმები შეიძლება ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის, მითუმეტეს იმის ფონზე, როცა […]

ბარაკ და მიშელ ობამებმა არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადეს

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში კამალა ჰარისის ბარაკ და მიშელ ობამასთან გამართული სატელეფონო საუბარი ჩანს, რომელშიც ისინი ჰარისს მხარდაჭერას უცხადებენ, ხოლო ვიცეპრეზიდენტი მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. “მიშელი და მე შენი მხარდაჭერით მეტად ამაყები ვერ ვიქნებოდით […]

“ყველაფერი კარგად იქნება” – პოგბა ფეხბურთში დაბრუნების იმედს არ კარგავს

31 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ Goal-თან ინტერვიუში დისკვალიფიკაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იმედს არ კარგავს, რომ პროფესიონალურ ფეხბურთში დაბრუნებას კვლავ მოახერხებს “გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და პასუხს ველოდებით. იქამდე კი ვარჯიშს ვაგრძელებ და ფორმას ვინარჩუნებ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ მყავს ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, რომლებიც მხარს მიჭერენ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა პოგბმა. ინფორმაციისთვის, […]

საქართველოს 18 წლამდე ქალთა ნაკრები ალბანეთთან დამარცხდა და ბრძოლას V ადგილისთვის განაგრძობს

საქართველოს 18 წლამდე ქალთა ნაკრებმა საკვანძო მატჩი წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა. ეს მოხდა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში, რომელიც კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში მიმდინარეობს. 7 გუნდი იბრძვის ჩემპიონის გამოსავლენად, რომელთაგან პირველობისთვის ბრძოლას 4 გუნდი განაგრძობს. სამწუხაროდ, საქართველო არაა ამ 4 გუნდს შორის. ლიკა ქაჯაიას და ირინა მელქაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის პირველი თამაში სომხეთს მოუგო, მეორე აზერბაიჯანთან […]

“კვალიფიციური კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად Tashub Academy-ის შექმნა გადავწყვიტეთ” – “ტასჰაბი”

არქიტექტურული კომპანია “ტასჰაბი” 1 ოქტომბრიდან ტრენინგ კურსს იწყებს – ამის შესახებ BMGTV-ის “საქმიანი დილას” ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა, სერგი გიორგაიამ და არქიტექტორმა, მარიამ გიორგიაიამ ისაუბრეს. მათი თქმით, “ტასჰაბმა” აკადემიის შექმნის გადაწყვეტილება ბაზარზე არსებული ცოდნისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის შესავსებად მიიღო. “დღესდღეობით არქიტექტურული პროფესია ძალიან განვითარებული და მოთხოვნადია, თუმცა ლოკალურ ბაზარზე არ არის იმ ტიპის ცოდნა, რომ […]

ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე – პრემიერი

ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა. „დღეს გაიხსნება ოლიმპიადა, 26 რიცხვში. 26 კარგად გვაქვს დაცდილი, აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს […]

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყნის ის უმნიშვნელოვანესი, დამოუკიდებელი ინსტიტუციაა“ – ლევან დავითაშვილი

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურს დაარსებიდან 105 წლის იუბილე მიულოცა. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა, ლევან დავითაშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, სადაც „საქსტატის“საქმიანობის მნიშვნელობასა და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში მის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და წარმატებული საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს […]

Fitch-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი დეფოლტის დონემდე შეამცირა – DW

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი CC-დან C-მდე შეამცირა, რომლის დროსაც დეფოლტის პროცესი უკვე დაწყებულად ითვლება ან გარდაუვალია. ამის შესახებ ინფორმაცია DW სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საკრედიტო რეიტინგის დაქვეითების მიზეზი კრედიტორთა ჯგუფთან ახლახან დადებული ხელშეკრულება გახდა, რომელიც დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საერთაშორისო ობლიგაციების ვალის რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს. უკრაინის საგარეო ვალის რესტრუქტურიზაცია ორშაბათს, […]