თენგიზ ნასარიძე – წლევანდელი წელი გამორჩეულია სოფლის მეურნეობის მოსავლიანობის კუთხით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ, სოფლის მეურნეობის მოსავლიანობის ზრდასა და მაღალ ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მოცვის და ხორბლის კულტურებთან ერთად, თენგიზ ნასარიძემ ყურადღება ატმის ექსპორტის და დაბინავების საკითხებზე გაამახვილა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მისი თქმით, პროდუქტის რეალიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს და დღეის მონაცემებით, დაახლოებით 16 მლნ დოლარზე […]
თბილისში „საქსტატის“ 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია იმართება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 105 წლის იუბილესა და გენდერული სტატისტიკის წარმოების 25-წლიან თარიღთან დაკავშირებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – “გენდერული სტატისტიკა – ინკლუზიური განვითარების პროგრესის დაჩქარებისთვის“ (Accelerating progress towards inclusive development through gender statistics) იმართება. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენცია, რომელიც საქსტატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. […]
ხორბლის მოსავალი შედარებით კარგია, მაგრამ რჩება უამრავი გამოწვევა – ნიკოლოზ ბენიაიძე

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ წელს ხორბლის შედარებით კარგი მოსავალია, თუმცა რჩება გამოწვევები.
ზვიად ციკოლიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ექსკლუზიურად საათი შექმნა

ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ექსკლუზიურად დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის დამზადებული საათი უსასყიდლოდ გადასცა. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ექსკლუზიურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შემქნილი ელექტრომექანიკური საათი, ,,ციკოლიას SEVEN-ის ბრენდის მაჯის საათის პროტოტიპია და დღეიდან მისი ხილვა აეროპორტის შესასვლელში, გაფრენის დარბაზშია შესაძლებელი. საერთაშორისო მასშტაბის ცნობილ ქართველ დიზაინერს ზვიად ციკოლიას ორჯერ მიენიჭა დიზაინის […]
რკინიგზაზე მომხდარი ვანდალური აქტის გამო 800 000-მდე მგზავრი დაზარალდება – საფრანგეთის სარკინიგზო კომპანია

საფრანგეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია SNCF-ში აცხადებენ, რომ სარკინიგზო სისტემის შეფერხების გამო დღეს შესაძლოა, 250 ათასამდე მგზავრი დაზარალდეს, ხოლო კვირის ბოლომდე მათი რიცხვი სავარაუდოდ, 800 000-ს მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ასევე, ჩქაროსნული რკინიგზის კომპანია Eurostar-ში, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მიმოსვლას უზრუნველყოფს, განაცხადეს, რომ ამ დროისთვის ლონდონსა და პარიზს შორის მიმოსვლა შეზღუდულია. მათივე […]
ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული 1.5 მლრდ ევრო გადასცა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში, 1.5 მილიარდი ევრო გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. „კრემლის ფულისთვის უკეთესი სიმბოლო და უკეთესი გამოყენება არ არსებობს, ვიდრე უკრაინა და მთელი ევროპა საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად აქციოს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით […]
კეზერაშვილი გეგმავდა $15 მლნ-ის დახარჯვას არჩევნებზე, მაგრამ ეს გეგმა ვერ იქნება წარმატებული – ირაკლი კობახიძე

კეზერაშვილი გეგმავდა $15 მლნ -ის დახარჯვას არჩევნებზე. მას ჰქონდა ასევე იმედი, რომ 15 მლნ დოლარს თავს მოუყრიდა მისი მეგობარი „ნაცმოძრაობის“ მოკავშირე ბიზნესმენების დახმარებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. მისი თქმით, „ეს გეგმა ვერ იქნება წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ ყველამ იცის, ვინ არის კეზერაშვილი“. „დაახლოებით ერთი წლის წინ კეზერაშვილს ჰქონდა შეხვედრა […]
ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლის ბოლომდე დასრულდება – ირაკლი კობახიძე

ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა, ლევილში 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალი თაობებისთვის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება ის სამუშაოები, რომელიც ახლა ლევილში მიმდინარეობს. „ჩამოვედით ლევილის მამულში, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია […]
„ზაფხულის სეზონზე შვეულმფრენებზე მოთხოვნაა თუშეთის, სვანეთისა და აჭარის მიმართულებით“ – რა ღირს შვეულმფრენის მომსახურება?

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე შვეულმფრენის მომსახურებაზე მოთხოვნაა თუშეთის მიმართულებით, სვანეთისა და აჭარის მიმართულებით, – ამის შესახებ „ქართული ავიაკომპანია TCA Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლიკა ქორთოშიძემ BM.GE-სთან განაცხადა. მისი თქმით, თუ ადრე სტატისტიკურად, 70% უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, ხოლო 30% ადგილობრივი მოსახლეობა, ახლა, თითქმის გათანაბრებულია პროცენტული გადანაწილება. რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, შვეულმფრენის მომსახურება […]
სოფელ მეტეხთან, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხთან, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მამაკაცი მტკვრის დინებამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან 13 ივლისს გაიტაცა. მას შემდეგ, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.