ევროპული საქართველოს პრაიმერიზი 28 ივლისს ჩატარდება – საარჩევნო უბნების მისამართები (სია)

ხვალ, 28 ივლისს, ევროპული საქართველოს შიდაპარტიული პრაიმერიზი ჩატარდება. წინასწარ რეგისტრირებულ დელეგატებს 09:00-დან 20:00 საათამდე შეეძლებათ ორ სიას შორის არჩევანის გაკეთება. სწორედ პრაიმერიზის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ევროპული საქართველოს საარჩევნო სია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ორ სიას შორის კონკურენციის შედეგები პროპორციულად შეჯერდება. ქვეყნის მასშტაბით 44 საარჩევნო უბანი იხსნება, აქედან 4 – თბილისში. · თბილისი, ვერა – ვასილ […]
თუშეთის გზაზე, ძლიერი წვიმის გამო ჩახერგილი გზა გაწმენდილია – მოძრაობა აღდგა

თუშეთის გზაზე, ძლიერი წვიმის გამო ჩახერგილი გზა გაწმენდილია, მოძრაობა აღდგა, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გზების დეპარტამენტში განუცხადეს. უწყების ცნობით, ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა და გზა ორივე მხრიდან იწმინდებოდა. ცნობისთვის, თუშეთის გზაზე, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა.
OpenAI-მ SearchGPT-ს პროტოტიპი წარადგინა

კომპანიამ OpenAI საძიებო სისტემა SearchGPT-ის პროტოტიპი წარადგინა, რომელიც ისევე როგორც ჩატ-ბოტი ChatGPT, ხელოვნურ ინტელექტზე იმუშავებს. ანონსი OpenAI-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „SearchGPT სწრაფად და დროულად უპასუხებთ თქვენს კითხვებს, შემოგთავაზებთ აქტუალურ ინფორმაციას ინტერნეტიდან შესაბამის წყაროებზე შესაბამისი პირდაპირი ბმულებით. შესაძლებელი იქნება დამატებითი კითხვების დასმაც, როგორც ადამიანთან საუბრისას, რაც ყოველივე მოთხოვნას დამატებით კონტექსტს შესძენს“, – აღნიშნულია კომპანიის პუბლიკაციაში. სპეციალისტების თქმით, […]
სომხეთმა წელს 600 მლნ დოლარის ინდური წარმოების იარაღი იყიდა

სომხეთი ინდოეთიდან იარაღის უმსხვილესი შემსყიდველი გახდა. როგორც სომხური მედია, „არმენპრესი”, იუწყება, ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2024-2025 ფინანსურ წელს სომხეთის მიერ ინდური წარმოების შეიარაღების შესყიდვების საერთო მოცულობამ 600 მილიონ დოლარს მიაღწია. სომხეთი 2021 წლიდან ინდოეთიდან ყიდულობს რაკეტებს, საარტილერიო სისტემებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა იარაღებს.
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 7.66 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით, ანუ 144 მილიონი კილოვატ საათით მეტია. ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან ერთად 2024 წელს გაიზარდა ადგილობრივი ჰიდრო გენერაციის მოცულობა. მთლიანობაში ქვეყანაში არსებულმა ჰესებმა 6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით 13.4%-ით მეტია. ჰიდროელექტროსადგურების გენერაციის მატება სავარაუდოდ ენერგეტიკისთვის […]
საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ? – გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობაზე“

როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ? – ამ ის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, არ იქნება გასაკვირი, ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა „ვითომ მეომრების” დაგეგმილი რომ იყოს. „მეტი წილი ეს ვითომ მეომრები, ყველაზე არ […]
„გამოჩნდება ხალხი, რომელსაც არ ელით!“ – ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება (ვიდეო)

ქართველი ნათელმხილველი ლელა კაკულია 2024 წლის 24 ივლისის წინასწარმეტყველებას საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ვიდეომიმართვაში ლელა კაკულია ამბობს, რომ ქართულ ასპარეზზე ახალი პოლიტიკოსები გამოჩნდებიან. „დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, გამოჩნდება ხალხი, რომელსაც არ ელით. ამჯერად არ დავასახელებ, ისინი დიდი ხანია დასახელებული მყავს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ. ეს ხალხი საქართველოს პოლიტიკას შეცვლის. გაიხსენეთ ჩემი ნათქვამი. კავკასიაში იქნება NATO-ს შტაბ-ბინა […]
თუშეთის გზაზე ჩამოტანილმა ნაშალმა სავალი ნაწილი ჩახერგა

თუშეთის გზაზე, ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოტანილმა ნაშალმა სავალი ნაწილი ჩახერგა. როგორც მოქალაქეები ამბობენ, ისინი უკვე რამდენიმე საათია გადაადგილებას ვერ ახერხებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ნაშალი გზის რამდენიმე მონაკვეთზეა ჩამოსული. ადგილზე მიყვანილია სპეციალური ტექნიკა და გაწმენდით სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
თიანეთის მუნიციპალიტეტში დაკარგული კაცი სახლში დაბრუნდა

თიანეთის მუნიციპალიტეტში დაკარგული გოჩა წიკლაური სახლში დაბრუნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის კაცი სახლში უვნებელი დღეს დილით დაბრუნდა. გოჩა წიკლაური სახლიდან, სოფელ თრანშიდან ტყეში სოკოს საკრეფად, გუშინ დაახლოებით დილის 10:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ ეძებდნენ.
პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 3 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 3 პირს ბრალი წარუდგინა საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს და საქართველოს 2 მოქალაქეს ბრალი წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვისი კუთვნილი, კახეთის რეგიონში მდებარე 2 […]