როგორია საარჩევნო წლის ეკონომიკური მოლოდინები

არჩევნების მოახლოების მიუხედავად, მშპ-ს ზრდას საფრთხე არ ელის, – ამის შესახებ იუწყება საქართველოს მთავრობის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. მეტიც, როგორც მთავრობაში ითქვა, მიმდინარე 2024 წელს შარშანდელ – 7.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება, რასაც ეკონომისტების ნაწილი ეთანხმება. 2021-2022 წლებში საქართველოს ორნიშნა მაჩვენებელი ჰქონდა – 10.5% და 10.4%, 2023 წელს კი ზრდის ტემპი 7%-მდე შემცირდა. საქართველოს […]

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ დარტყმები განახორციელა აეროდრომზე მურმანსკის ოლქში

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (გურ) აცხადებს, რომ უპილოტო საფრენმა აპარატებმა შაბათს იერიში განახორციელეს ოლენიას აეროდრომის წინააღმდეგ რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, მურმანსკის ოლქში, და მოარტყეს შორი მანძილის სტრატეგიულ ბომბდამშენ ტუ-22M3-ს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წყაროზე დაყრდნობით. ჯერჯერობით არ მოიპოვება დამოუკიდებელი დადასტურება, რომ ასეთი დარტყმა განხორციელდა. თუ დრონები მართლაც უკრაინის ტერიტორიიდან გაუშვეს და მათ […]

3-მა ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა — 27 ივლისი

დღეს, 27 ივლისს, პარიზის ოლიმპიადაზე ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა, მათგან სამი ოლიმპიადას გამოეთიშა, ნინო სალუქვაძეს კი კვლავ აქვს შანსი, მოიპოვოს მედალი. დღეს ასპარეზობდა 21 წლის ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ). სარდალაშვილი მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის ფინალში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა […]

მთაში მოსახლეობის სიმჭიდროვით, საქართველო ყველა თავის მეზობელს ჩამორჩება – ეკონომისტი

“მთა ჩვენი ქვეყნის ყოველთვის იყო ზურგში ფარის ფუნქციის მატარებელი” – ეკონომისტი სოსო არჩვაძე მთის ეკონომიკური განვითარების აუცილებლობასთან ერთად ხაზს უსვამს მის პოლიტიკურ ფუნქციას. მისი შეფასებით, ბოლო დროს მთა, როგორც ქვეყნის ზურგი, მოშიშვლებულია, რადგან ის მოსახლეობისგან დაცლილია და მიგრაცია უწყვეტად გრძელდება. ეკონომისტის ინფორმაციით, მთაში მოსახლეობის სიმჭიდროვით, საქართველო ყველა თავის მეზობელს ჩამორჩება. “გამეჩხერიანებული მთა სახოფათოა არამხოლოდ ეკონომიკუყრად […]

“ეს არის ღმერთისგან მივიწყებული კუთხე” – რა გამოწვევების წინაშეა ხევსურეთი?

ხევსურეთში, სოფელ კორშაში მდებარე საოჯახო სასტუმროს, „გამა“ თანადამფუძნებელი, ნინო გოგინაშვილი BM.GE-სთან რეგიონის გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხევსურეთში მრავალი ხელშემშლელი ფაქტორია, რაც არა მხოლოდ ბიზნესის წარმოებაში, არამედ ყოფით ცხოვრებაში მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნით. მისი შეფასებით, სახელმწიფო უწყებები და პასუხისმგებელი პირები არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რეგიონი განვითარდეს და სოფელში მცხოვრებ ისედაც მცირე რაოდენობის ოჯახებს, ცხოვრება გაუმარტივონ. „მთავრობა […]

სალომე ზურაბიშვილი – 2024 წლის ოლიმპიადაზე ვლოცულობ – იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი აიღებს ოქროს მედალს და ფრანგ-ქართველი მხეიძე მოიგებს ძიუდოს ფინალს

იმედი მაქვს, რომ ფრანგ-ქართველი მხეიძე მოიგებს ოქროს მედალს და სარდალაშვილი აიღებს ბრინჯაოს, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “2024 წლის ოლიმპიადაზე ვლოცულობ და იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი აიღებს ოქროს მედალს და ფრანგ-ქართველი მხეიძე მოიგებს 60 კილოგრამ [წონით კატეგორიაში] ძიუდოს ფინალს და პირველ ქართულ მედლისთვის (ბრინჯაოსთვის) გიორგი სარდალაშვილი მოიგებს პლეი-ოფს იმავე შეჯიბრში. […]

ფარიკაობის ფედერაციის საჩივარი – ბაზაძე მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თავისი “ფეისბუქის” გვერდით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა: “საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. […]

მამუკა მდინარაძე – ფსევდოლიბერალებმა ოლიმპიადის გახსნას ყურადღებით მიადევნეს თვალყური და მათში კვლავაც აქტუალურია კითხვა: საიდან მოიტანა “ქართულმა ოცნებამ” ეს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონი?! – არა რუსულ კანონს!

ფსევდოლიბერალებმა ოლიმპიადის გახსნას ყურადღებით მიადევნეს თვალყური და მათში კვლავაც აქტუალურია კითხვა: საიდან მოიტანა “ქართულმა ოცნებამ” ეს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონი?! – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. “ფსევდოლიბერალებმა ოლიმპიადის გახსნას ყურადღებით მიადევნეს თვალყური და მათში კვლავაც აქტუალურია კითხვა: საიდან მოიტანა “ქართულმა ოცნებამ” ეს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონი?! ესაა აქტუალური თემა და პრობლემაა […]

გეოლოკაცია ადასტურებს უკრაინის დაზვერვის ცნობას რუსეთის ვერტმფრენებზე იერიშის შესახებ

შაბათს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულია, რომ ექვსი დღის წინ, 21 ივლისს, მოსკოვის ოლქში მილისა და კამოვის სახელობის ვერტმფრენების წარმოების ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე განადგურდა ორი ვერტმფრენი, მი-28 და კა-226, რომლებიც „უკრაინის წინააღმდეგ ომში იქნა გამოყენებული“. მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ასევე გამოაქვეყნა თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო. მასში ჩანს კვამლი, […]

პარიზის ოლიმპიადაზე სამხრეთ კორეის დელეგაცია შეცდომით ჩრდილოეთ კორეის სახელით გამოაცხადეს

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე სამხრეთ კორეის ათლეტების დელეგაცია შეცდომით ‘ჩრდილოეთ კორეის სახელით გამოაცხადეს. ქვეყნების გამოცხადებისას სამხრეთ კორეის დელეგაცია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე “კორეის დემოკრატიულ სახალხო რესპუბლიკად” წარადგინეს, ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია კი სწორად მოიხსენიეს. სამხრეთ კორეის სპორტის სამინისტროს თქმით, შეცდომის გამო “სამთავრობო დონეზე საფრანგეთის წინააღმდეგ მკაცრი საჩივრის” შეტანას აპირებს. სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ “გამოცხადებისას, […] როცა […]