ფრანგი ეპისკოპოსები აცხადებენ, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეიცავდა ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებს

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით ფრანგი ეპისკოპოსები უკმაყოფილოები არიან. ამის შესახებ „ფრანს 24“ იუწყება. ეპისკოპოსების შეფასებით, ცერემონია შეიცავდა ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებს. სასულიერო პირები არ აკონკრეტებენ, ზუსტად რომელ სცენებს გულისხმობენ, თუმცა „ფრანს 24“ წერს, რომ საუბარი, შესაძლოა, ეხებოდეს სეგმენტს სახელწოდებით „დღესასწაული”, რომელიც მაგიდასთან მჯდომი მოცეკვავეთა ჯგუფით გაიხსნა. ეს სცენა კი ბევრს მოაგონებდა საიდუმლო სერობას. […]
პარიზის 2024 წლის გახსნის ცერემონიის ოფიციალური ვიდეო მაყურებელთა უარყოფითი გამოხმაურების ზრდის გამო წაშლილია – Dailymail

პარიზის 2024 წლის გახსნის ცერემონიის ოფიციალური ვიდეო, როგორც ჩანს, წაშლილია ოლიმპიადის ანგარიშიდან, რადგან მაყურებელთა უარყოფითი გამოხმაურება იზრდება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Dailymail წერს. როგორც გამოცემა იტყობინება, სოციალური მედიის მომხმარებლებმა გაავრცელეს ორგანიზაციის კადრების ე.წ. სკრინშოტი, სადაც ნაჩვენებია ცარიელი ეკრანი წარწერით „ეს ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი”. ამავდროულად, შოუ ასევე არ ჩანს ოლიმპიადის YouTube არხზე – მიუხედავად იმისა, […]
სარკინიგზო სისტემაში მასშტაბური შეფერხების უკან, შესაძლოა, უცხოური ძალა იდგეს – ფრანგი მინისტრი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ სარკინიგზო სისტემაში მასშტაბურ შეფერხების უკან უცხოური ძალა იდგეს. „ვინ იღებს პასუხისმგებლობას? მოხდა თუ არა ეს შიგნიდან ან იყო თუ არა ბრძანება საზღვარგარეთიდან, ამაზე საუბარი ადრეა. ჩვენ აღმოვაჩინეთ გარკვეული ელემენტები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ ძალიან მალე გავიგებთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მინისტრმა. პარიზის ოლიმპიური […]
რა ფინანსური სტიმულები სჭირდება მთას – ეკონომისტების ხედვა

რა ფინანსური სტიმულები სჭირდება მთას – ეკონომისტების ხედვა საქართველო მთის მოსახლეობის სიმჭირდოვით ყველა მეზობელს ჩამორჩება, – ამბობს ეკონიმისტი სოსო არჩვაძე. მთში მოსახლეობის სიმცირე რომ პრობლემაა, ამას ხელისუფლებაც აღიარებს და ცდილობს ადგილზე მოქალაქეთა დამაგრებისთვის საშეღავათო პროგრამები აამუშაოს. მაგალითად, ბიზნესი და მოსახლეობა მაღალმთიან ზონაში გათავისუფლებულია ელექტროენერგიის გადასახადისგან, არის დანამატი პენსიაზე, სოციალურ შემწეობის ოდენობაც და მცირე და საშუალო […]
წლის ემოჯად დამდნარი სახე დასახელდა

კონკურსმა World Emoji Awards წლის ემოჯად დამდნარი სახე დაასახელა. მიზეზი ადვილი მისახვედრია, – გლობალურმა დათბობამ, მოსახლეობისთვის სიცხე სულ უფრო პრობლემური გახადა. Emojipedia-ს მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებული სოციალურ ქსელში X (Twitter) ხმის მიცემით, გავარდნის პრინციპით გამოავლინეს. ფინალში გამარჯვებულმა სძლია ემოჯის, რომელიც ცრემლებს იკავებს. პირველი ადგილისთვის ასევე იბრძოდნენ: ვარდისფერი გული, თავისქალა, მტრედი, ფენიქსი, ჯამბაზი და სხვები. გამარჯვებულები […]
“ქათმის უძვლო ფრთებს” ძვლებიც შეიძლება ჰქონდეთ – ოჰაიოს სასამართლოს გადაწყვეტილება

ოჰაიოს შტატის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა კაცის სარჩელი, რომელსაც რესტორანში “ქათმის უძვლო ფრთებად” წოდებული კერძის ჭამისას ძვალი გადაეყლაპა და ცუდად გახდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქათმის უძვლო ფრთებს” ძვლებიც შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ეს ტერმინი საკვების მომზადების გარკვეულ სტილს გულისხმობს და მისი განმარტება არ მოითხოვს, რომ კერძში ძვლები არ იყოს. მაიკლ ბერკჰაიმერმა 2016 წელს რესტორანს “ფრთები ბრუკვუდზე” (wings […]
პარიზის ოლიმპიადაზე სამხრეთ კორეის დელეგაცია შეცდომით ჩრდილოეთ კორეის სახელით გამოაცხადეს

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე სამხრეთ კორეის ათლეტების დელეგაცია შეცდომით ‘ჩრდილოეთ კორეის სახელით გამოაცხადეს. ქვეყნების გამოცხადებისას სამხრეთ კორეის დელეგაცია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე “კორეის დემოკრატიულ სახალხო რესპუბლიკად” წარადგინეს, ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია კი სწორად მოიხსენიეს. სამხრეთ კორეის სპორტის სამინისტროს თქმით, შეცდომის გამო “სამთავრობო დონეზე საფრანგეთის წინააღმდეგ მკაცრი საჩივრის” შეტანას აპირებს. სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ “გამოცხადებისას, […] როცა […]
“განსხვავებული კონცეფცია უპირატესობასთან ერთად, გამოწვევაცაა” – “ფორთოხლები”

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში 2023 წელს დაფუძნებული ტურისტული ობიექტი “ფორთოხლები” დამსვენებლებისთვის 2024 წლის ზაფხულის სეზონზე, 1 კვირის წინ ამოქმედდა. “ფორთოხლების” კონცეფციისა და არსებული გამოწვევების შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დირექტორი, ლაშა ულარჯიშვილი საუბრობს. “ფორთოხლებში” სტუმრებს დახვდებათ სასტუმროს ტიპის 4 კოტეჯი, რომლებიც არქიტექტურულად არის კოტეჯი, თუმცა ინტერიერი სასტუმროს ნომრის აქვს და გათვლილია 2-3 ადამიანზე. ასევე, წელს ავაშენეთ განსხვავებული […]
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 28 ივლისს, სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს გამოვლენ – ნოე ფანცხავა (ცურვა), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ.), გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი, 92 კგ.) ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) […]
ოლიმპიური სიმბოლიკის გამოყენების ფასი 70 000 ლარია

პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად 26 ივლისს ცენტრალური ევროპის დროით 19:30 საათზე გაიხსნა. ოლიმპიური მედლებისთვის დღეიდან 11 აგვისტოს ჩათვლით 206 ქვეყნის 10 500, მათ შორის 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ოლიმპიური რეკვიზიტების, დროშის, ემბლემის, გრაფიკული გამოსახულებების თუ სხვა სავაჭრო ნიშნების გამოყენება კომერციული და სარეკლამო მიზნებისთვის აკრძალულია […]