როგორი ამინდია დღეს საქართველოში მოსალოდნელი

გთავაზობთ 28 ივლისის ამინდის პროგნოზს: თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +18°. სოხუმი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +21°. გაგრა – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: […]
ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი დაიწყო

ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი დაიწყო. ფესტივალში მსოფლიოს წამყვანი ჯაზშემსრულებლები მონაწილეობენ. მე-17 ჯაზფესტივალს ტრადიციულად ბათუმის კორტები მასპინძლობს. სამდღიანი ფესტივალი 11 გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსის ფილიპ ლასიტერის კონცერტით გაიხსნა. ორი საათის განმავლობაში მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდა, სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური კომპოზიციები მოესმინა. დღეს სცენა ვირტუოზ შვეიცარიელ დრამერ ჯოჯო მაიერს დაეთმობა.
გიგა ჭიკაძემ არნოლდ ალენთან დასანანი მარცხი განიცადა

35 წლის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ მანჩესტერში გამართულ UFC-ს მორიგ ღონისძიებაზე დასანანი მარცხი განიცხადა. ჩვენებურის მეტოქე ბრიტანელი არნოლდ ალენი გახლდათ. გიგამ მასთან პირველ რაუნდი მსაჯების გადაწყვეტილებით 10:9 მოიგო, თუმცა სამწუხაროდ, შემდეგი ორი ამავე ანგარიშით დათმო და საბოლოოდ, გამარჯვება მასპინძელს დარჩა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბოლო ორ დაპირისპირებაში მარცხისა, ალენი რეკორდსმენი გახლავთ და მის ანგარიშზე აქამდე დადებითი […]
კვირიკობა, ლაგურკა და შალიანის ხატი

28 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეთა კვირიკესა და დედამისის, ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. ადრე დაქვრივებული ქრისტესმოსავი კეთილშობილი ქალბატონი ივლიტა თავის სამი წლის ვაჟთან, კვირიკესთან ერთად ცხოვრობდა მცირე აზიის ქალაქ იკონიაში. დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანების დევნის დაწყების შემდეგ ივლიტა მმართველთან დაიბარეს. ის სამსჯავროზე თავისი სამი წლის ძით ხელში მივიდა და ქრისტიანობა თამამად გამოაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას […]
27 ივლისს პარიზის ოლიმპიადაზე ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა

პარიზში მიმდინარე 33-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ, ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა და მოცურავე ანა ნიჟარაძემ იასპარეზეს. ნინო სალუქვაძემ ახალი რეკორდი დაამყარა – ის მსოფლიოში პირველი ქალია, რომელიც მეათე ოლიმპიადაში მონაწილეობს. მან 10 მეტრი დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის საკვალიფიკაციო ეტაპში მიიღო მონაწილეობა, 38-ე ადგილი დაიკავა და ამ […]
უკრაინა: მტრის ტერიტორიაზე გავანადგურეთ 3 ვერტფრენი

უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის თქმით, ბოლო რამდენიმე დღეში, დივერსიის შედეგად განადგურებულია 3 რუსული ვერტმფრენი. როგორც უწყება წერს, 21 ივლისს დივერსიულმა ჯგუფმა Ми-28 და Ка-226 ტიპის ვერტმფრენები მოსკოვთან, დასახლება ტომლინოსთან ახლოს გაანადგურა. ასევე, 24 ივლისს დივერსიის შედეგად ქალაქ სამარაში გაანადგურეს კიდევ ერთი Ми-28 ტიპის ვერტმფრენი. სამივე ვერტმფრენი მიწაზე დაწვეს.
პარიზი 2024 – როგორია ქართველი ოლიმპიელების გამოსვლის განრიგი

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 26 ივლისს გაიმართება. შეჯიბრებაში 28 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიური თამაშების რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. 27 ივლისი ძიუდო. გიორგი სარდალაშვილი 18:30 – ფინალური ბლოკი. 60 კგ. რეპეშაჟი: სარდალაშვილი VS კიმი ცურვა. ანა ნიჟარაძე ბატერფლაი 100მ. – კვალიფიკაცია, 28-ე ადგილი. ტყვიის სროლა. ნინო სალუქვაძე პნევმატური პისტოლეტი, 10 […]
რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს 28 ივნისს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პარასკევს გამართული ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7087 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7160 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0073 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9406 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9469 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0063 ლარი შეადგინა.
რუსეთში, კურსკის ოლქში დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

დრონის თავდასხმის შედეგად რუსეთის კურსკის ოლქში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. რუსული წყაროების ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 28 ივლისს დილით ნავთობის საცავს უპილოტო საფრენი აპარატი დაესხნენ თავს. კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა დაადასტურა, რომ კურსკის ოლქში ნავთობის საცავზე თავდასხმის შემდეგ სამ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.
უკრაინა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ვერ გახდება, რადგან ევროპას ამისთვის ფული არ ეყოფა – ვიქტორ ორბანი

უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, თუმცა ის ვერ გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ორბანის თქმით, უკრაინის ძალამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ის რუსეთს წარმატებითა და უპრეცედენტო ძალით უწევს წინააღმდეგობას. უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ვერ გახდება, რადგან, მისი თქმით, ევროპას ამისთვის ფული არ […]