Freebusiness-ი აქვეყნებს 30 ყველაზე მოთხოვნად კომპანიას, რომლებიც პლატფორმას ჯერ არ მიერთებიან

პლატფორმა Freebusiness.ge-ი აქვეყნებს 30 ყველაზე მოთხოვნად კომპანიას, რომლებიც პლატფორმას ჯერ არ მიერთებიან. ამასთან, ბიზნესების განცხადებას ამ დროისთვის 1110 კომპანია მიუერთდა, ხოლო 1133 კომპანიის განაცხადი ჯერ კიდევ მუშავდება. თავის მხრივ, Free Business-ის პლატფორმაზე ყველაზე მოთხოვნად პოზიციებზე მყოფმა “საქართველოს ბანკმა” და “თიბისი ბანკმა” დღეს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნავენ, რომ 5 მილიონ ლარს გამოყოფენ დაზარალებული მოქალაქეებისა და […]
ტრამპმა კონგრესს მოუწოდა, არ მიიღოს მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი. ამან შეიძლება “შატდაუნი” გამოიწვიოს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს მოუწოდა, უარყოს დროებითი მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი, რომელიც უნდა მიღებულ იქნეს არაუგვიანეს 21 დეკემბრისა, იუწყება Reuters-ი. ეს ზრდის სამთავრობო უწყებების მუშაობის ნაწილობრივი შეჩერების ალბათობას. „რესპუბლიკელებმა უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური თამაშები ამ ორპარტიულ შეთანხმებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დააზარალებენ შრომისმოყვარე ამერიკელებს და არასტაბილურობას შექმნიან მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ […]
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლა იყო – დაშავებულია ორი ე.წ. დეპუტატი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლა იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ორი ე.წ. დეპუტატი, კან კვარჩია და ვახტანგ გოლანძია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები იმყოფებიან.
რატი იონათამიშვილი – სალომე ზურაბიშვილს საკუთარი რესურსით არ შეუძლია, რომ საქართველო ააოხროს და გარე დახმარებას ითხოვს განადგურებისთვის – ამ ყველაფერმა კოლექტიური ყორჩიხა-ხანები გამახსენა

ევროპარლამენტში ზურაბიშვილი ევროპას საყვედურობდა, რომ 3 მილიონ-ნახევრიანი ქვეყნის განადგურება როგორ არ შეუძლია ევროპასო – ამ სიტყვებით მან, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ის ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილს საკუთარი რესურსით არ შეუძლია, რომ საქართველო ააოხროს და გარე […]
ანა დოლიძე ნიდერლანდების მმართველი კოალიციიდან, პარლამენტის წევრს ტომ ვან კამპენს შეხვდა

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ნიდერლანდების მმართველი კოალიციიდან, პარლამენტის წევრს ტომ ვან კამპენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი თქმით, ნიდერლანდების პარლამენტის წევრი ტომ ვან კამპენი იმ რეზოლუციის ავტორია, სადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი. “შეხვედრისას მე მას დავუდასტურე განუხრელი სურვილი, რომ დემოკრატიული მმართველობის პირობებში გაღრმავდეს ურთიერთობები ნიდერლანდებსა […]
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორხანაულთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორხანაულთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც შუახევის მერიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადგილობრივებს შემოვლითი გზით შეუძლიათ ისარგებლონ. უწყების ცნობით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. „შუახევში, რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც, ბათუმი – ახალციხის შუახევის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესი განვითარდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკასთან […]
ბესიკ ამირანაშვილმა დაბა ასპინძაში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად, დაბა ასპინძაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, დაბაში მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა, გურამიშვილის ქუჩაზე კი ახალი სპორტული სივრცე მოეწყო. „პროექტის ფარგლებში მუსიკალური სკოლის და ბიბლიოთეკის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო ლამინირებული პარკეტი, […]
რუსებს UEFA-დან წყარომ უთხრა, რომ მათი თამაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამორიცხულია

Match Tv-ს ინფორმაციით, რუსეთის ნაკრების 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გამორიცხულია. ამის შესახებ საიტი UEFA-დან ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. “ჯგუფების შემადგენლობა რუსეთის ნაკრებს შესარჩევ ტურნირში ჩართვის იმედის საშუალებას არ აძლევს. 12 ჯგუფიდან თითოეულში არიან გუნდები, რომლებიც რუსებთან მატჩების გამართვას დაუპირისპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ არის რუსეთის ნაკრების მიმართ ლოიალურად განწყობილი ნაკრებები, ისეთებიც კი, […]
“დღეს ზის, იგივე ზურა მანჯავიძე და მოძალადე რეჟიმს “რეცხავს” – ნიკა მელია

ტვ იმედზე გუშინ გასულმა ამორალურმა დიალოგმა, 2009 წელს მომხდარი ძალადობის ფაქტი გამახსენა. მაშინდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგეს, მომღერალ ზურა მანჯავიძეს და მის ძმებს, მთაწმინდაზე ხელკეტებით შეიარაღებული, ნიღბიანი ზონდერები დაესხნენ თავს, მის მიერ გამოხატული, პოლიტიკური პოზიციის გამო. დღეს ზის, იგივე ზურა მანჯავიძე და მოძალადე რეჟიმს “რეცხავს”, მის გვერდზე მჯდომი წამყვანი კი, ზონდერების მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმას “პირად ანგარიშსწორებას” უწოდებს,ანუ […]
“ესტონეთს სანქციების სია აქვს და ველით, რომ ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება” – ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. კრისტენ მიხალმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოში დემონსტრანტები წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება, ამიტომ EU-სგან მოსალოდნელია, რომ ამ საკითხზე მტკიცე პოზიცია ექნება. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ალბათ, საქართველოა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ჩვენ […]