„დელტა“ დამატებით 2 500 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას ყიდულობს – რას გულისხმობს ტენდერი?

„დელტა“ 850 000 ევროდ 2 500 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას ყიდულობს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სეტყვის საწინააღმდეგო დეპარტამენტს სასწრაფოდ ესაჭიროება დამატებით რაკეტების შეძენა და მოწოდება. ტენდერის მიხედვით, 2024 წლის იანვარში დელტამ 5 000 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა უკვე შეისყიდა და ჰქონდა გასული წლის ნაშთიდან დამატებით 2 365 რაკეტა, რაც გასული წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ოპერირებისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო, […]

ჰააგასა და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული – პრემიერი

ჰააგასა და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული, ეს არის პრინციპული ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რაც შეეხება […]

ჰოლდინგმა უარყო ინფორმაცია რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის ევგენი პოდუბნის სიკვდილზე

ВГТРК-ის ჰოლდინგმა უარყო ინფორმაცია, რომ რუსი პროპაგანდისტი და მათი სამხედრო ჟურნალისტი ევგენი პოდუბნი ლიკვიდირებულია და განაცხადა, რომ მან დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში განაცხადეს, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია. Rossiya-24-ის კორესპონდენტმა პირდაპირ ეთერში ექიმზე დაყრდნობით თქვა, რომ პროპაგანდისტს მძიმე დამწვრობა, თავის ტვინი ტრავმული და სახის დაზიანებები აქვს. ჟურნალისტის თქმით, ექიმებმა დაადასტურეს, რომ ევგენი […]

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2008 წლის ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით შეამკო. „ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს, გამომდინარე იმ უდიდესი გმირობიდან, რომელიც ჩაიდინეს […]

ტრიპიერი შესაძლოა “ვესთ ჰემში” გადავიდეს

კირან ტრიპიერმა შესაძლოა “ნიუკასლი” დატოვოს და “ვესთ ჰემს” შეუერთდეს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ჩაქუჩებს” დაცვის ზონის გაძლიერება სურთ, თავის მხრივ, “კაჭკაჭებს” სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და ტრიპიერის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნებიან. “ვესთ ჰემი” განაპირა მცველის პოზიციაზე აარონ ვან ბისაკას (მანჩესტერ იუნაიტედი) და კაილ უოლკერ პიტერსის (საუთჰემპტონი) დამატებასაც განიხილავენ. […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – 2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით, უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებითა და მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცით

2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა ქართული ჯარის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით, უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებით და საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცით, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ჭიაბერაშვილის შეფასებით, ქართველი ხალხის ერთიანობაა ის მთავარი რამ, რაც მოაპოვებინებს მათ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ცალსახად შეიძლება შევაფასოთ, როგორც ანტიქართული და ანტიევროპული პროპაგანდა. […]

ბექა ლილუაშვილი – 2008 წლის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებული სპეკულაციები ერთი რამისკენაა მიმართული – სურთ, გადასინჯონ ფაქტები და საზოგადოებაში არსებული განწყობა, თუ ვინ დაიწყო ომი

2008 წლის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებული სპეკულაციები მხოლოდ ერთი რამისკენ არის მიმართული – სურთ, გადასინჯონ ფაქტები და საზოგადოებაში არსებული განწყობა, თუ ვინ დაიწყო ომი, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, საერთაშორისო დოკუმენტებით დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო და რუსეთი არის ოკუპანტი. ლილუაშვილი იმასაც ამბობს, რომ […]

ირაკლი ღარიბაშვილი – წინა ხელისუფლებამ თავიდან ვერ აირიდა ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო – ამის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე

ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ თავიდან ვერ აირიდა ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო და არავითარი მცდელობა არ ჰქონდა იმისა, რომ ეს ომი თავიდან აცილებულიყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, […]

შალვა პაპუაშვილი – ხაზარაძე – ჯაფარიძემ ყალბი საფუძვლით უჩივლეს ქართველ ხალხს, ამ თაღლითურ გაერთიანებას უნდოდათ, მილიარდ ნახევარი ხალხის ჯიბიდან ამოეღოთ და საკუთარ ჯიბეში ჩაედოთ, მაგრამ ქვეყნის შიგნით და გარეთ მათი თაღლითობა დადასტურდა

ხაზარაძე – ჯაფარიძემ ყალბი საფუძვლით უჩივლეს ქართველ ხალხს, ამ თაღლითურ გაერთიანებას უნდოდათ, მილიარდ ნახევარი ხალხის ჯიბიდან ამოეღოთ და საკუთარ ჯიბეში ჩაედოთ, მაგრამ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მათი თაღლითობა დადასტურდა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი განცხადებით, ქვეყნის შიგნით და უკვე ქვეყნის […]

ისრაელმა პირობა დადო, რომ ჰამასის ახალ ლიდერს გაანადგურებს

ისრაელმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს იაჰიუ სინვარს – პალესტინელთა დაჯგუფება ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში აღიარებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) ახალ მეთაურს. სირვარს მიიჩნევენ შარშან, 7 ოქტომბერს, ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორად. ამ თავდასხმას, რომელმაც 1200 ადამიანი იმსხვერპლა, მოჰყვა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, ისრაელის საპასუხო ომი, რომელიც 11 თვეა გრძელდება და რომლის განმავლობაშიც 39 ათასი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის არმიის […]