ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. დღეს, კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებს, დონალდ ნორკოსის, სელესტე მალოისა და ჯეიმს პანეტას შეხვდა. კონგრესმენებთან შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღების […]

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-12 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-12 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. მათი ცნობით, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 9 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-12 აგვისტოს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, […]

ისნის რაიონში საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის, სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში, საქართველოს ეროვნული გმირის, შინდისის ბრძოლის მონაწილის, ალექსანდრე ონიანის, სახელობის ქუჩა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. ღონისძიება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ გახსნა. „გვაქვს პატივი, გავხსნათ, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ვაჟკაცის, საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის, სახელობის ქუჩა. […]

ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე სრული საბაჟო კონტროლი შემოიღო

8 აგვისტოდან ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვარზე სრული საბაჟო კონტროლი შემოიღო. ახლა საზღვრის გადაკვეთისას ყველა პირი, ისევე როგორც ყველა საქონელი, შემოწმებას ექვემდებარება. მანამდე შემოწმება შერჩევით ხდებოდა. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის განცხადებით, სრული საბაჟო კონტროლი ინერგება ესტონეთის გავლით სანქცირებული საქონლის ტრანსპორტირების თავიდან აცილების მიზნით. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა იურგენ ლიგიმ განმარტა, რომ ასეთ საქონელს შორის არის “ბევრი საეჭვო […]

თბილისში, 21 სექტემბერს, ქართული ფეხბურთის ლეგენდების და „მილანის“ ლეგენდების მატჩი გაიმართება

ქართული ფეხბურთის ლეგენდები “მილანის”ლეგენდებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში, 21 სექტემბერს, ლეგენდების მატჩი გაიმართება – ქართული ფეხბურთის ლეგენდები იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდებს შეხვდებიან. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და Fondazione Milan-მა დღეს, იტალიის ქალაქ მილანში მოაწერეს. ხელმოწერის ღონისძიებას თბილისის მერი, ეროვნული ნაკრებისა […]

„საშუალო ჩეკის მოცულობა 16 ლარის ფარგლებში მერყეობს“ – როგორ შეიცვალა FMCG სექტორში გადახდების მაჩვენებელი?

საშუალო ჩეკის მოცულობა 16 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში წლიური კლება შეინიშნება, რაც მაღაზიების გაზრდილი რაოდენობით გამოწვეული ქცევის ცვლილებით აიხსნება, – ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ FMCG სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი. მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს ჯამური FMCG ბაზრის გაყიდვები დასტაბილურდება და ძირითადად განპირობებული იქნება ბუნებრივი მოთხოვნით. ორგანიზებული FMCG ბაზარი მეტწილად არაორგანიზებული ბაზრის ხარჯზე განაგრძობს […]

“ახლა გავხდი ბარიგა? თქვენი რკინიგზის უფროსი ვიყავი, “იმედში” ვმუშაობდი” – ირაკლი წულაია

გახარიას კოკაინშიკობა ხო დააბრალეს და ახლა მე ბარიგობას მტენიან. ბიჭო თქვენი რკინიგზის უფროსი ვიყავი, თქვენი ფოსტის პროექტების ხელმძღვანელი ვიყავი, იმედში ვმუშაობდი და ახლა როცა ოპოზიციაში ვარ, გავხდი ბარიგა? კარგია კარგი ესეიგი გვხდებათ ჩემი აქტივობები, გპირდებით დღეიდან გავაორმაგებ. … ვინც მე მიცნობს მათთვის! რა დედაზე ადრე მოხნულები გმართავენ იმედია ახლა მაინც ხვდებით! ყველაფერი დაებრალებინათ, მაგრამ ბარიგობა? […]

კახა კალაძე – ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე ხაზარაძე-ჯაფარიძის ხელში ემუქრებოდა, ახლა კი აუცილებლად განხორციელდება

ანაკლიის პორტის პროექტი თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული და ხაზარაძე-ჯაფარიძემ ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა აღნიშნულ პროექტს საფრთხე არ ემუქრება და ის აუცილებლად განხორციელდება. „ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება. ის აუცილებლად განხორციელდება. აღნიშნულ პროექტს საფრთხე ემუქრებოდა მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელში […]

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცეს

იაპონიის სამხრეთ სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოიწვია, – ამის შესახებ იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განაცხადა. უწყების ცნობით, სერიოზული დაზიანების ნიშნები არ ყოფილა. მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო და მისი ცენტრი იაპონიის სამხრეთ კუნძულის, კიუშუს აღმოსავლეთ სანაპიროზე, დაახლოებით 30 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა. მიწისძვრამ ყველაზე ძლიერად მიაძაკის პრეფექტურაში […]

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – 2008 წელს, აშშ-ის მმართველი ძალების მიერ წაქეზებული საქართველოს მარიონეტული მთავრობა, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის და ინტერესების წინააღმდეგ, სამხედრო კონფლიქტში შევიდა რუსეთთან, რასაც შედეგად მოჰყვა უდიდესი მსხვერპლი

2008 წლის ომი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც ერთგვარი ხარკი აშშ-ის მმართველი ძალებისთვის, რომელიც სააკაშვილმა ქართველი ხალხის სისხლით და ქართული მიწით გადაიხადა იმისათვის, რომ მის რეჟიმს „დემოკრატიის შუქურის“ წოდება შენარჩუნებოდა – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს ქვეყნის დამანგრეველ ავანტიურაში ჩართვის გამო! – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე განცხადებით, სამართლებრივად უნდა შეფასდეს საბრძოლო […]