2014 წლიდან რიგით მე-8 ემისია – m²-მა (საქართველოს უძრავი ქონება) 25 მილიონი აშშ დოლარის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

m² – მა, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 25 მილიონი აშშ დოლარში დენომინირებული საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. m² (საქართველოს უძრავი ქონება) პიონერია ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, 2014 წლიდან ეს უკვე რიგით მერვე ემისიაა, ხოლო ჯამურად მოზიდული სახსრები 185 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოში არა ფინანსური სექტორისთვის განსაკუთრებული მაჩვენებელია. საჯარო ობლიგაციების გამოშვებას დიდი დაინტერესება […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთის რეგიონების თავზე 75 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის რეგიონებისა და შავი ზღვის თავზე 75 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში, როდესაც კიევის რეჟიმი ცდილობდა ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეაკავეს და გაანადგურეს 75 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი […]
ისნის რაიონში საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში, საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას. მათივე ცნობით, ღონისძიებას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ გიორგაძესთან, საკრებულოს წარმომადგენლებთან, ალეკო ონიანის ოჯახის წევრებთან და გმირის თანამებრძოლებთან […]
კობა კობალაძე – ჟამი და დროა იმისა, რომ უკვე ვისწავლოთ ერთად ყოფნა, ერთად დგომა და ერთიანი, ძლიერი საქართველოს შენება

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინით და დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კობა […]
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობითვე, უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო, ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები წელს 500-ამდე კურსდამთავრებულმა დაასრულა. დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ კურსდამთავრებულებს მათთვის მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და განაცხადა, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის იამაყებს […]
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ქართულენოვანმა და ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამებმა აკრედიტაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფსიქოლოგიის ქართულენოვანმა და ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამებმა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. მათივე ცნობით, ფსიქოლოგიის პროგრამებზე პირველკურსელებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024 წლის სექტემბერში მიიღებს. ცნობარში ქართულენოვანი პროგრამის კოდია: 0640122; ხოლო, ინგლისურენოვანი პროგრამის კოდი – 0640123
Virgin Galactic-მა მეორე კვარტალში, წმინდა ზარალი გაანახევრა

რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic-მა მეორე კვარტალში, წმინდა ზარალი გაანახევრა, ხოლო შემოსავალი გააორმაგა. კომპანიის პრესრელიზის თანახმად, წმინდა ზარალმა აპრილ – ივნისში შეადგინა 95 მილიონი დოლარი, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 134 მილიონი დოლარი იყო. ვრცლად interfax
ზელენსკი: უკრაინის მიწაზე ომი რუსეთმა მოიტანა და უნდა იგრძნოს, რაც გააკეთა

რუსეთის კურსკის ოლქის ხელისუფლება უკრაინელების მხრიდან რაკეტებით და დრონებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყება. ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა დღეს, 9 აგვისტოს დილით, ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ მოგერიებულია ოთხი უკრაინული რაკეტა და ამდენივე დრონი. კურსკის ოლქში 6 აგვისტოდან გრძელდება სახმელეთო ბრძოლაც, რომლის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ოფიციალურად არაფერს ამბობენ. ამასთან, 8 აგვისტოს, […]
დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 9 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტალების (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის I , II, IIა, III , IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, II კვარტალების (ნაწილობრივ), მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირის (ნაწილობრივ), ელიას […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 აგვისტოს, 07:00 საათიდან 09:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, ზემო წეროვანი, მისაქციელი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში, წილკნის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე – ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტების ნაწილს სოფელ ცხვარიჭამიაში. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, ძაბვა შეუწყდება აბონენტებს […]