ნანი ბრეგვაძემ ეროვნულ არქივს ოჯახში დაცული აუდიო, ფოტო და წერილობითი მასალა გადასცა

ნანი ბრეგვაძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ოჯახში დაცული აუდიო, ფოტო და წერილობითი მასალა გადასცა. დოკუმენტებს შორის არის მაგნიტურ ფირებზე, გრამფირფიტებსა და აუდიოკასეტებზე სხვადასხვა დროს ჩაწერილი რომანსები და საესტრადო სიმღერები, ასევე საკონცერტო აფიშები, პროგრამები, წერილები და სხვა დოკუმენტები. საარქივო წესით დამუშავების შემდეგ ნანი ბრეგვაძის საოჯახო არქივის მასალა დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში.
დონალდ ტრამპის და კამალა ჰარისის დებატები 10 სექტემბერს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს 10 სექტემბერს სატელევიზიო დებატებში შეხვდებიან. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC-მ განაცხადა, რომელიც დებატებს მასპინძლობს. “ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურეს დებატებში მონაწილეობა”, – იტყობინება ტელეარხი სოციალურ ქსელ X-ზე. დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს ტრამპთან დებატებში. მანამდე, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ […]
სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის უფროსი წევრი და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ვიზიტს აპირებს. ცნობილია, რომ სენატორი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან და სხვა აქტორებთან, უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომლის დამტკიცებაც მან დაგმო. შეხვედრები ასევე შეეხება აშშ-ის ნაბიჯს – შეაჩეროს ორმხრივი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, […]
პარიზის ოლიმპიადაზე დღეს გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გენო პეტრიაშვილი (+125კგ) დღეს იასპარეზებს. ოლიმპიური ბრინჯაოსა და ვერცხლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროს მოპოვებას 13:25 წუთზე შეეცდება. პეტრიაშვილი 2016 წელს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია, 2021-ში კი ტოკიოში ვიცე-ჩემპიონი გახდა.
დოლარისა და ევროს ფასი შეიცვალა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7068 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მოქმედებდა, 2.7047 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9566 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 2.9538 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა. ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები […]
ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება

ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით 18:00 საათამდე მიმართონ. სააპელაციო განაცხადების ჩაბარება მიიღება მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი. აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზეა ხელმისაწვდომი.
ელექტრომომარაგება დროებით შეწყდება – რომელ ქუჩებს შეეხება შეზღუდვა

კომპანია თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 9 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის I , II, IIა, III , IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირის (ნაწილობრივ), […]
როდის დაუბრუნდება ავიასაწვავზე გლობალური მოთხოვნა პანდემიამდელ დონეს?

ივნისში გლობალური მოთხოვნა საჰაერო გადაყვანებზე, რომელიც კომერციულ სამგზავრო-კილომეტრებით (RPK) იზომება, წლიური თვალსაზრისით 9.1%-ით გაიზარდა. მიზეზად დასვენების საზაფხულო სეზონი სახელდება, რამაც ავიასაწვავზე ფასები გაზარდა. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის 31 ივლისისთვის არსებულ მონაცემებში წერია, რასაც S&P Global Commodity Insights თავის აგარიშში ეყრდნობა. საერთაშორისო მოთხოვნა იმავე პერიოდში წლიური თვალსაზრისით 12.3%-ით გაიზარდა, რაშიც 22.6%-ით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი […]
Evolution Georgia-ს შემოსავალი 201 მლნ ლარამდე გაიზარდა – როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები

აზარტული თამაშების შვედური კომპანია Evolution Gaming-ის შვილობილი კომპანია Evolution Georgia გასული წლის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 29 მილიონი ლარით, 201 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 2 მილიონი ლარით, 14 მილიონ ლარამდე გაიზარდა. Evolution Gaming-ს ყველაზე მეტი, 6.8 ათასი დასაქმებული საქართველოში ჰყავს, რომელთა ხელფასებზე გასულ წელს 133.7 მილიონი ლარი დახარჯა, […]
ანდრეი ერმაკი – მშვიდობის მეორე სამიტში რუსეთის მონაწილეობა მასთან მოლაპარაკებების დაწყებას არ ნიშნავს

რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის პოტენციური მოწვევა მშვიდობის მეორე სამიტზე არ უნდა იქნას განმარტებული, როგორც მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლის მონაწილეობა მომავალ სამშვიდობო სამიტში მართლაც შესაძლებელია და სწორედ ამ ადამიანს გადაეცემა „მშვიდობის ფორმულის“ 10 პუნქტიდან თითოეულის განხორციელების შეთანხმებული ერთობლივი გეგმა. „მაგრამ ეს […]