ოჯახზე 1000 ლარი – სტიქიით დაზარალებული 229 ოჯახისთვის ერთჯერადი კომპენსაცია დაწესდა

ერთ ოჯახზე 1 000 ლარი – 2024 წლის მაისში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 229 ოჯახისთვის ერთჯერადი კომპენსაცია დაწესდა, – ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილ 229 ათას ლარს ჯანდაცვის სამინისტრო შემდეგ მუნიციპალიტეტებს გადასცემს: · ახალგორის მუნიციპალიტეტი – 96 ათასი ლარი; · ერედვის მუნიციპალიტეტი – 12 ათასი ლარი; · თიღვის მუნიციპალიტეტი – […]

კურსკში დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად რუსეთს შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს – მედია

პუტინისთვის კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრა ვაგნერელების აჯანყების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა – ამის შესახებ The Washington Post-ი კურსკში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ კიდევ ერთ სტატიაში საუბრობს. სტატიაში წერია, რომ კურსკის ოლქში კიევის წარმატება მორალურს უზრდის უკრაინულ ჯარსა და მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე დიდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს რუსულ ხელისუფლებასა და სამხედროებს. გამოცემა ვარაუდობს, რომ კურსკის დაკარგული […]

კახა კალაძე ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტზე – მოლოდინები განსაკუთრებული არაფერი – მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სწორი შეფასებები გაკეთდება და არ იქნება იმ სიცრუის კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ვისმენდით

მოლოდინები განსაკუთრებული არაფერი – მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სწორი შეფასებები იქნება გაკეთებული და არ იქნება იმ სიცრუის კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ვისმენდით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, სენატორი ჯინ შაჰინისა და კონგრესმენი მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მისასალმებელია, როცა პარტნიორი ქვეყნის, მაღალი თანამდებების პირები საქართველოში ჩამოდიან. „ვიზიტებს, რა თქმა უნდა, მივესალმებით, […]

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება

12 აგვისტოდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება. ცესკოს ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს და მოქალაქეებს გამოცდის ჩასაბარებლად შერჩეულ ლოკაციებზე მომსახურებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული გამოცდის სამდივნოების წევრები გაუწევენ. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, 796-მა მოქალაქემ (ქალი-567; კაცი-229) დააფიქსირა. სერტიფიცირების პროცესში უცვლელი ფორმით გამოიყენება ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული საგამოცდო […]

ლაშა გურული და ნინო სალუქვაძე ოლიმპიადიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდებიან

პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან ქართველი ოლიმპიელები – ლაშა გურული და ნინო სალუქვაძე სამშობლოში 11 აგვისტოს დაბრუნდებიან. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. „მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ 11 აგვისტოს, 21:35 საათზე, პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნდებიან ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული და ოლიმპიადის რეკორდსმენი ლეგენდარული ნინო სალუქვაძე. შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 27 წლის ლაშა გურული […]

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” ლენტებს ჭრიდა „ქართუს” დაფინანსებულ პროექტებზე, როდესაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” ლენტებს ჭრიდა „ქართუს” დაფინანსებულ პროექტებზე, როდესაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, როგორც კი ოპოზიციაში გადავიდნენ, ეს პროექტები მათთვის გახდა მიუღებელი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ. იგი ამგვარად გამოეხმაურა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ბაობაბის ხეების გადმორგვასთან დაკავშირებულ პროცესებს. „ეს არის უბრალოდ, სასაცილო. ჯერ პოლიტიკური მათემატიკა ჰქონდათ გამრუდებული, ახლა უკვე პოლიტიკური ლოგიკაც აქვთ გამრუდებული. […]

კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის განცხადებით, იგი ბელგიაში იმყოფება

კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის განცხადებით, იგი ბელგიაში იმყოფება. „უკიდურესად მძიმე დღეების შემდეგ მე ვატერლოოში ვარ“, – წერს პუჩდემონი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, კარლეს პუჩდემონი, რომელიც ესპანეთიდან შვიდი წლის წინ, კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმის ორგანიზების შემდეგ გაიქცა და რომლის მიმართაც დაპატიმრების ორდერია გაცემული, 8 აგვისტოს ესპანეთში დაბრუნდა და ბარსელონაში ასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოვიდა. კატალონიაში […]

ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი” ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, პალესტინელები სკოლის შენობაში მოწყობილ თავშესაფარში იმყოფებოდნენ, იერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ამ სკოლაში „ჰამასის” სამეთაურო პუნქტი იყო. ღაზის თავდაცვის სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თავდასხმა ლოცვის დროს მოხდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდნენ

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ საუბრის მთავარი თემა მომავალი არჩევნები და „აგენტების კანონი“ იყო. „მათ თქვეს, რომ ისინი არიან აქ, რადგან მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში ქართველ ხალხს არ მიატოვებენ“, – თქვა ეკა […]

ჯინ შაჰინი და მაიკ ტურნერი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხდნენ

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტურნერი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ საუბარი წინასაარჩევნო პერიოდსა და რუსული კანონის გამოწვევებს შეეხებოდა. ამერიკელი კანონმდებლები 4 არასამთავრობო ორგანიზაციას ესაუბრნენ. “საუბარ შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს, იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს ჩვენ არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო […]