ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა – კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. კიევი და მოსკოვი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. რუსეთში ამტკიცებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი უკრაინელების მიერ ზაპოროჟიეს რეგიონის დაბომბვის შედეგად გაუჩნდა. რუსების ცნობით, ექვსივე ენერგობლოკი გაგრილების სისტემაზეა გადაყვანილი, ხოლო რადიაციული ფონი ნორმაშია. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციული მდგომარეობის ცვლილება არ დაფიქსირებულა. კიევში დარწმუნებული არიან, რომ […]
უმძიმესი ავარია სენაკში – ქორწილიდან მომავალი მანქანა გზიდან გადავარდა, არის მსხვერპლი

ცოტა ხნის წინ სენაკში უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. 4 დაშავებული კი სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ცნობილია, 2 ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელიც ქორწილიდან ბრუნდებოდა, გზიდან გადავარდა. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. წყარო: „სფეისნიუსი“
12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მიუხედავად უსიამოვნო გუნება-განწყობის, შეეცადეთ ყურადღება მიმართოთ პოზიტიური ამბებისკენ. ეცადეთ, არ დაარღვიოთ ბალანსი თქვენსა და გარემოს შორის. ერიდეთ ექსპერიმენტებს. გამონახეთ დრო და აუცილებლად დაისვენეთ. კურო დღეს სასურველია, მოგზაურობისგან, ყიდვა გაყიდვისაგან თავი შეიკავოთ, ასევე, ერიდეთ მატყუარა და საეჭვო ადამიანებთან კომუნიკაციას. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას. ტყუპები იყავით ის, რაც ბუნებრივად ხართ, ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, მოჩვენებითი […]
ოლიმპიადის პრიზიორები გამარჯვებისა და ღირსების ორდენებზე წარადგინეს

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ქართველი პრიზიორები ღირსებისა და გამარჯვების ორდენებზე არიან წარდგენილები. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღეს. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდებიან ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე. ღირსების ორდენზე წარდგენილები არიან ვიცე-ჩემპიონები – ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე და გივი მაჭარაშვილი, ასევე ბრინჯაოს მედლის […]
ათენის მახლობლად ძლიერი ხანძარია

საბერძნეთის ატიკის მხარეში ტყის ხანძრის გამო, მოსახლეობამ დატოვა ათენიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარე ქალაქი ვარნავასი. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ტყეში გაჩენილი ხანძარი ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა დასახლებულ ტერიტორიაზე. დამწვარია სახლები და ავტომანქანები. ადგილობრივი მედიის ცნობით, კლინიკებში გადაიყვანეს კვამლით მოწამლული არაერთი ადამიანი. 10 აგვისტოს, შუადღის შემდეგ გაჩენილი ხანძრის ქრობაში ჩაერთო 400-ზე მეტი მეხანძრე და სპეციალური ავიაცია. […]
51 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის სამართალდამცველია დაკავებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, 29 ივლისს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის დროს მძიმედ დაშავებული 51 წლის რევაზ მიხანაშვილი გუშინ საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მიხანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება კლინიკაში შეყვანიდან კრიტიკულად მძიმე იყო. შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს, რომელთაგან ერთ-ერთი – დემეტრე რევაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი იყო, ბრალდება […]
სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ, ახალ პროგნოზს ავრცელებენ

12 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას ამინდის პროგნოზის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 12 აგვისტოს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 12 […]
ტრაგედიას მწვერვალ შხელდაზე ცნობილი ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი შეეწირა

ტრაგედია დატრიალდა სვანეთში, სადაც მწვერვალ შხელდაზე ექსპედიციისას ცნობილი, ქართველი ალპინისტი, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილი გარდაიცვალა. არჩილს ექსპედიციაში სამი ადგილობრივი მოყვარული ალპინისტი ჰყავდა წაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, 10 აგვისტოს საღამოს ამინდი მოულოდნელად გაუარესდა. მწვერვალიდან დაშვების პროცესში მეხი ახალგაზრდა სპორტსმენთან ახლოს დაეცა და არჩილი კლდიდან გადააგდო. გადარჩენილმა სამმა ახალგაზრდამ რუსული სიგნალის დაჭერა შეძლო და მომხდარი იქაურმა მხარემ შეატყობინა […]
საგანგებო მიმართვა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს – საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს. „ძვირფასო თანამემამულეებო! ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ, ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს: საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან. ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი (+306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს […]
საბერძნეთში, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს

საბერძნეთში, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა. სტიქია ათენთან ახლოს მძვინვარებს. ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ათასობით მცხოვრებს სტიქიის ზონის დატოვებისკენ მოუწოდა. 30 000-ზე მეტი ადამიანი ზღვისპირა ქალაქ ნეა მაკრისში უკვე გადაიყვანეს. ხანძრის შედეგად დაიწვა სახლები, ავტომობილები და ხეები. კვამლის ღრუბლებმა საბერძნეთის დედაქალაქს მიაღწია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრე, 16 სახანძრო თვითმფრინავი […]