ვლადიმერ მამუჩაშვილი კარიერას მოლდოვის ჩემპიონატში გააგრძელებს

ბათუმის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ვლადიმერ მამუჩაშვილი კარიერას ტირასპოლის “შერიფში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, 26 წლის ნახევარმცველი მოლდოვაში ხვალ ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი “შერიფთან” ხელს 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს. მამუჩაშვილი “შერიფს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. შეგახსენებთ, მამუჩაშვილი ბათუმის “დინამოს” ღირსებას 2018 წლიდან იცავდა.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა სასაზღვრო რაიონიდან ევაკუაციის დაწყება გამოაცხადა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დღეს დილით, კრასნოიარუჟსკის სასაზღვრო რაიონიდან, რომელიც კურსკის ოლქთან მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაციის დაწყება გამოაცხადა. მისი თქმით, საჭირო ტრანსპორტი უკვე გაგზავნილია და ადგილობრივებს „უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ“. რუსი სამხედრო ბლოგერები გუშინ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონის სასაზღვრო სოფელ კოლოტილოვკაზე უკრაინულმა შენაერთებმა თავდასხმა განახორციელეს. პარალელურად, ვითარება ამ დრომდე დაძაბულია კურსკის ოლქშიც. ბელოვსკის რაიონის ხელმძღვანელი […]

თიბისიმ და FMO-მ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისიმ და FMO-მ 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული საგარანტიო რესურსი FMO-სა და ევროკომისიის ერთობლივი ინოვაციური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. აღნიშნული საგარანტიო რესურსი, თიბისის, როგორც MSME სეგმენტის წამყვანი პარტნიორი ბანკის, შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. […]

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 20-ზე მეტი კადიროველი დაატყვევეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების პროექტის, Хочу жить ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში დაახლოებით ოცზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს. „ისინი ცდილობდნენ გაქცევას, რათა არ დატყვევებულიყვნენ, რადგან რამზან კადიროვმა ერთხელ თქვა, რომ ახმატის მებრძოლები არ ნებდებიან“, – ნათქვამია ვიდეოს აღწერაში. ამ პოსტის გამოქვეყნებამდე რამდენომე წუთით ადრე, კადიროვი ამტკიცებდა, რომ ახმატის მებრძოლებმა, 810-ე ცალკეულ ბრიგადასთან ერთად, „უკრაინული ტექნიკის კოლონა […]

უბედური შემთხვევა ოზურგეთში – ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში, ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კაცი სახლში დენის წყაროსთან მუშაობდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარებას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 12 აგვისტოს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 12 აგვისტოს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.6967; 1 ევრო – 2.9451; 1 ფუნტი – 3.4388; 1 ლირა კი 0.0803 ლარი ეღირება.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, ენერგეტიკის მინისტრის დახმარებით, მისი მოადგილის მიერ ორგანიზებული მასშტაბური კორუფციული სქემა გაშიფრეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად კიევში ნახევარ მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების გამო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე დააკავეს. მედიის წყაროების ცნობით, საუბარია ალექსანდრ ხეილოზე.

პრემიერი – ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა – ჩვენი მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან

ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კონგრესმენ მაიკ ტერნერის და სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებებზე საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა განმარტა, „მთავარი და აუცილებელია, რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში არ ვიხილოთ, ისეთი პროცესები, როგორიც […]

ირაკლი კობახიძე – აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი – ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე

აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი. ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე. ეს არის ერთადერთი როლი და ფუნქცია, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი, მოხალისე დამკვირვებლის კამპანიაში ჩაერთო. კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია და არა საქართველოსი, მის სიტყვას და […]

მიხეილ დაუშვილი – „ოცნება“ იტყუება, როდესაც საუბრობენ, რომ მათ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა უნდათ

ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნება” იტყუება, როდესაც საუბრობენ, რომ მათ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა უნდათ, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, სენატორმა და კონგრესმენმა პირდაპირ დაადასტურეს ის იმედგაცრუება, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდგომ დარჩათ. „რაც შეეხება შეერთებული შტატების ორპალატიან […]