ირაკლი კობახიძე – მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა – დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული

მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალში ასეთი დანაშაული ვეღარავინ ჩაიდინოს. „მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ აღიარა […]

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი იყო

კვირას, 11 აგვისტოს ხანძარი იყო ზაპოროჟიეს, ატომურ ელექტროსადგურზე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, მთელი საღამოს განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა, მოგვიანებით კი სააგენტოს ექსპერტებმა შეამჩნიეს მუქი კვამლი. მათივე ვარაუდით, აფეთქების მიზეზი გახდა დრონით თავდასხმა. IAEA-ს განცხადებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამენაირი საფრთხე. ხანძრის ამსახველი ვიდეო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა. ის აფეთქებაში […]

„ამ პატარა ქვეყანას ამდენი წარმატებული ადამიანი და სპორტსმენი ჰყავს“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პარიზის ოლიმპიადის მონაწილე ქართველ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ოქროს მედლების მფლობელებს მადლობა გადაუხადა მთელი ქვეყნის გახარებისთვის. „ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ბექაური – ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვეს და საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს. გულწრფელად მინდა […]

ბათუმში ე.წ. ჭაჭის კოშკს დაანგრევენ – “ბათუმელები”

შპს “რივიერამ” ბათუმის მერიას ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ არსებული სკვერის კონცეფცია წარუდგინა. საკითხი სხდომაზე ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, გიორგი წანაწყენიშვილმა გაიტანა. მისი ინფორმაციით, ე.წ. ჭაჭის კოშკს დაანგრევენ. ამის შესახებ “ბათუმელები” წერს. “ჭაჭის თაუერის” 2012 წელს აშენდა და მშენებლობაში ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან თავის დროზე 810 055 ლარი დაიხარჯა. საკრებულოს 2024 წლის 9 […]

კობახიძის თქმით, ივანიშვილს აქვს მიზეზი, რის გამოც არ ხვდება ამერიკელ სენატორებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აქვს მიზეზი, რის გამოც არ ხვდება ქვეყანაში ჩამოსულ ამერიკელ სენატორებს. „მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავის ძალიან კონკრეტული საფუძველი. თუ ამის სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს, თავად შეუძლიათ, ისაუბრონ ამ მიზეზზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც შეუძლია, ისაუბროს ამ […]

“ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას!“ – ლევან ხაბეიშვილი

“მა­შინ, რო­დე­საც ხალ­ხს უკი­დუ­რე­სად უჭირს და ეს პრობ­ლე­მე­ბი არ გა­ღელ­ვებს, ცდი­ლობ მო­სახ­ლე­ო­ბას შეს­თა­ვა­ზო სა­ნა­ხა­ო­ბა, ძა­ლა­დო­ბა, თავ­დას­ხმა – ჩემი გულ­წრფე­ლი მხარ­და­ჭე­რა ნიკა მე­ლი­ას!“ – ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთ ლი­დერ­ზე, ნიკა მე­ლი­ა­ზე თავ­დას­ხმას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. “მა­შინ, რო­დე­საც ხალ­ხს უკი­დუ­რე­სად უჭირს და ეს პრობ­ლე­მე­ბი არ გა­ღელ­ვებს, ცდი­ლობ […]

Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

პრესტიჟულმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები გამოავლინა. Global Finance-ის თანახმად, საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო ბანკია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდოს Global Finance უკვე 25 წელია გასცემს. საქართველოს ბანკმა წელს ჯამში 45 ჯილდო მიიღო. „ფინტექის სწრაფი პროგრესი, ციფრული ვალუტების განვითარება და კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის ზრდა გამორჩეული […]

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველთა ერთიანობისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდებისა და გმირობის უკვდავი მაგალითია – პრემიერი

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველთა ერთიანობისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდებისა და გმირობის უკვდავი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „დიდგორობის“ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურის თქმით, 9 საუკუნის წინ მოპოვებული ,,ძლევაი საკვირველი“ მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს განეკუთვნება და დიდგორის ბრძოლამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული […]

სახელმწიფო სტრუქტურები იმპორტირებულ პროდუქტს იყენებენ, რაც წარმოების დამატებით გაფართოებას ნაწილობრივ აფერხებს – „ჩირინა“

„ჩირინას“ დამფუძნებლის რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, კომპანიას ორჯერ მეტი ქათმის ხორცის წარმოება შეუძლია, ვიდრე ახლა აწარმოებს, თუმცა საწარმოო სიმძლავრეების სრულად ათვისებას გარკვეული გარემოებები ხელს უშლის. კომპანიის დირექტორი #რედაქტ2-ში სტუმრობისას აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იმპორტირებულ ქათმის ხორცპროდუქტებს მოიხმარენ, რაც ადგილობრივ წარმოებას აფერხებს. „მთავრობის მხრიდან უფრო მეტ ჩართულობას ველოდებოდი. ჩვენ ორჯერ მეტი ხორცის წარმოება შეგვიძლია, ვიდრე ახლა […]

პრემიერი ნიკა მელიაზე თავდასხმის შესახებ – პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში – რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი მიუღებელია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს, შესაბამისად, მისი თქმით, კოალიცია „ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმა, მიუღებელია. კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ყველას მოუწოდა, რომ მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ. „პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი მიუღებელია. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ასეთი აქტებისგან. არჩევნები […]