პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ცაგერის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ცაგერის ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნისას ნიკა მელიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ხაზი გაუსვეს ისეთ საკითხებს როგორიცაა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ამასთან, მათ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზეც ისაუბრეს, კერძოდ ემიგრაცია, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ამბულატორიული დახმარებების არარსებობა და სოფლის მეურნეობის პრობლემები. ამ საკითხებთან დაკავშირებით კოალიციის ლიდერებმა […]
სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ იმას ამოსძახებს ხოლმე, ეს არის მისი ერთადერთი როლი და ფუნქცია

აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი, ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი, შესაბამისად, რასაც ჩასძახებენ იმას ამოსძახებს ხოლმე, ეს არის მისი ერთადერთი როლი და ფუნქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ და არა საქართველოს პრეზიდენტი. „საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა […]
ძალადობა ყველა მილევადი რეჟიმის ხელწერაა – ნიკა მელია მასზე თავდასხმაზე

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერი სამტრედიაში მასზე განხორციელებულ თავდასხმას ხელისუფლების მხირდან ძალაუფლების დაკარგვის შიშს უკავშირებს. ნიკა მელიას თქმით, ძალადობა ყველა მილევადი რეჟიმის ხელწერაა, თუმცა ეს პრაქტიკა 26 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება. ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე და ივანიშვილის რეჟიმი არ არის განსხვავებული ამ მხრივ. ტრაგედია ის არის, რომ ყველა ხელისუფლება, ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში ასე იქცეოდა უკანასკნელი 30 წლის […]
“ხვალ, 12:00 საათიდან უვადო შიმშილობა დაიწყება” – Evolution Georgia-ს თანამშრომლები პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ

„ევოლუშენის“ თანამშრომლები ხვალ, 13 აგვისტოს, 12:00 საათიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და უვადო შიმშილობას იწყებენ, – ამის შესახებ კომკავშირი „ლაბორის“ თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ BM.GE-სთან განაცხადა. მისი ინფორმაციით, დღეს, თანამშრომლების გაფიცვის 32-ე დღეა, თუმცა Evolution georgia-ს მხრიდან რაიმე უკუკავშირი ან წინ გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა. მეტიც, კომპანია დასაქმებულებსა და გაფიცულებს შორის აგრესიას თესავს. „დღეს, გაფიცვის 32-ე […]
დიასპორის ხელმძღვანელმა კურსკის ოლქში მებრძოლ ქართველებს „იარაღის დაყრისკენ“ მოუწოდა

რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ კომენტარი გააკეთა კურსკის ოლქი უკრაინის შეირაღებული ძალების შეტევით ოპერაციაში ქართველი მებრძოლების მონაწილეობაზე, მან მებრძოლებს მოუწოდა „დაყარონ იარაღი და თავის ოჯახებს დაუბრუნდნენ“. „ასობით ათასი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ახორციელებს თავის საქმიანობას ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ქართველები რუსეთში, ყველა ერთან ერთად, მშვიდობიანად და მეგობრულად უქმნიან უკეთეს მომავალს შვილებს. კურსკის ოლქში […]
რუსეთის ციხიდან გათავისუფლებულმა ამერიკელმა ქალმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა

აშშ-ის ქალთა ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ფინალურ შეხვედრაში, მინიმალური ანგარიშით, 67:66-ით, სძლია საფრანგეთის ეროვნულ გუნდს. ოლიმპიური ოქროს მედალი გადაეცა ვეტერან კალათბურთელს, 33 წლის ცენტრს, ბრიტნი გრაინერს, რომელიც 2022 წელს დააკავეს რუსეთში ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით. რუსეთის სასამართლომ გრაინერს 9 წელი მიუსაჯა სასჯელაღსრულების კოლონიაში, მაგრამ მოგვიანებით, იმავე წელს, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმების შედეგად კალათბურთელი […]
სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 აგვისტოდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 აგვისტოს დილიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს. მათი ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ხვალ […]
დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი 26 ოქტომბერს შედგება, როცა „ქართული ოცნება” გაიმარჯვებს – ირაკლი კობახიძე

ავტორიტარიზმის ფესტივალი საქართველოში არ შედგება, დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი შედგება 26 ოქტომბერს, როცა გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ის ფაქტი, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფინანსდება ავტორიტარიზმის ფესტივალები, სხვადასხვა რეგიონებში, მეტყველებს იმაზე, რომ ვიღაცას საზღვარგარეთ სურს, საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი. „თავისთავად ის ფაქტი, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფინანსდება ავტორიტარიზმის ფესტივალები, სხვადასხვა […]
საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან და ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა – პრემიერი

საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან და ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, ქართული მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია და საქართველოს მთავრობა ელოდება, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან. „მე მქონდა პირადად შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამ ადამიანებთან, სენატორთან, კონგრესმენთან, თუმცა, […]
Global Finance-მა “საქართველოს ბანკი” ქვეყანაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

პრესტიჟულმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები გამოავლინა, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო ბანკია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდოს Global Finance უკვე 25 წელია გასცემს. „საქართველოს ბანკმა“ წელს, საბოლოოდ, 45 ჯილდო მიიღო. „ფინტექის” სწრაფი პროგრესი, ციფრული […]