კახა კალაძე – დასავლეთიდან ზოგიერთი ლიდერის განცხადებას თავისი ახსნა აქვს – ისინი საქართველოში რადიკალებთან ერთად დამარცხდნენ, მათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უთხრა „არა“

დასავლეთიდან ზოგიერთი ლიდერის განცხადებას თავისი ახსნა აქვს – ისინი დამარცხდნენ საქართველოში ამ რადიკალებთან ერთად – მათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უთხრა „არა“, უთხრა „არა“ მუდმივ ბულინგს, მუდმივ ბოროტებას, შეურაცხყოფას,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასა და […]
სალომე ზურაბიშვილი თანამდებობის დატოვების შესახებ დასმულ კითხვაზე – უკან დახევა იქნება იმ ხალხის ღალატი, რომელიც ქუჩებში დგას

უკან დახევა იქნება იმ ხალხის ღალატი, რომელიც ქუჩებში დგას. მე არ ვარ ის, ვინც ადამიანებს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს, მე ვარ ის, ვინც მათ წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის სენატში განაცხადა, როდესაც მან უპასუხა სენატორის შეკითხვას, არის თუ არა იმ პოზიციაზე, რომ პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, პრეზიდენტს საქართველოში აღმასრულებელი […]
Bitcoin-ის ფასი $95 000-ს ჩამოსცდა

Coindesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 95 000 დოლარზე დაეცა. კრიპტოვალუტის ღირებულება იკლებს, რადგან აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა სკეპტიციზმი გამოთქვა ქვეყანაში „ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის“ შექმნის შესახებ, წერს Reuters. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის მინიმალური მაჩვენებელი $94,1 ათასი იყო, ხოლო გამოქვეყნების მომენტში ის 94,8 ათასი დოლარით ვაჭრობდა. მისი კაპიტალიზაცია ამ დროისთვის 1,88 ტრილიონი დოლარია […]
„ლესტერი“ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით დაინტერესდა – Onefootball

გამოცემა Onefootball-მა „უოტფორდის“ ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის „ლესტერში“ შესაძლო ტრანსფერზე სტატია გამოაქვეყნა. გიორგი ჩაკვეტაძე „ლესტერის“ სატრანსფერო სამიზნეა „პრემიერლიგის „ლესტერის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუუდ ვან ნისტელროიმ დაადასტურა, რომ გუნდი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კლუბს აქვს გასაძლიერებლად საჭირო სახსრები, თუმცა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი თანხების დახარჯვას არ აპირებს. „ლესტერი“ პირველ რიგში […]
დოლიძე: ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რუსული კანონი განხილული არ ყოფილა

გუშინ, პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს. ჩვენი საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებს, პოლიტიკურ კრიზისს. ასევე, ჩვენთან ერთად იყვნენ დაზარალებული ადამიანები, რომლებმაც თავად ისაუბრეს და გაუზიარეს თავიანთი ისტორიები. ამ შეხვედრაზე საერთოდ არ ყოფილა განხილული რუსული კანონი და ამ კანონზე საუბარი არც ყოფილა ჩვენი ინტერესი. დღეს ქვეყანაში გაცილებით მძიმე […]
ერთადერთი გზაა, მხარი დაუჭიროთ ქართველი ხალხის მოთხოვნას – ახალ არჩევნებს – ზურაბიშვილი დასავლეთს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას ახალი არჩევნების შესახებ. პრეზიდენტის თქმით, „რაც საქართველოში ხდება არა მხოლოდ რუსეთის ახალი სტრატეგიის გამოცდაა, არამედ ძალიან სტრატეგიული გამოწვევაა ევროკავშირისთვისაც, რადგან ეს ტესტავს ევროკავშირის სანდოობას“. ევროკავშირი წლებია ინტენსიურად მუშაობს და მოგვცა რეკომენდაციებიც, ჯერ 12, […]
“ვენეციის კომისიას ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი შეცვლას არ ექვემდებარება, გასაუქმებელია” – ქურდოვანიძე

“საიას” ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ალან ბერსეს დღევანდელ განცხადებას აფასებს და ამბობს: ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, ,,რუსულ კანონზე“ ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი შეცვლას არ ექვემდებარება, გასაუქმებელია. ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს ამ კანონის გაკეთილშობილებას, ის უნდა გაუქმდეს. თუმცა, დღეს არსებულ კრიზისს ამ კანონის გაუქმება ვერ უშველის. წამების და დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას […]
კობახიძე თვლის, რომ გომელაურის ნაცვლად გახარია უნდა დაასანქცირონ? – ახსოვს, თუ არა, მას, რომ ივანიშვილმა გახარია 20 ივნისის მერე დააწინაურა?

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვახტანგ გომელაურისა და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების დასანქცირების შემდეგ, საქართველოს იზოლირებული პრემიერი, ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს და შტატების გადაწყვეტილებას “ანტიქართულად” აცხადებს. იგი ამტკიცებს, რომ გომელაური მოქმედებდა და მოქმედებს მაღალი სტანდარტით, ხოლო, გიორგი გახარიას დროს, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები მაშინ, როცა ამის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. კობახიძეს, რომელიც ახლა ლამის ითხოვს გახარია დაასანქცირონ […]
რომში „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ქალაქ რომში, ისტორიულ „Mercati di Traiano”-ში, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „ბაკურიანი – 2025“-ის – დაწყებამდე 53 დღით ადრე „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. „ბაკურიანი – 2025“ 9-16 თებერვალს გაიმართება, ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის რვა სახეობაში იასპარეზებენ. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ფესტივალისთვის ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოეწყო თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ საქართველო გახდება […]
გამოფენაზე „foire aux vins“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ბელგიის სამეფოს ქალაქ ლუზო-ინ-ეტში, ორდღიან გამოფენაზე „foire aux vins“ ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა. „FOIRE AUX VINS“ ყოველწლიური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ფრანგული, იტალიური და სხვა ევროპული ქვეყნების ღვინოები. გამოფენის სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებსა და იმპორტიორებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანიის როგორც ქვევრის, ასევე […]