აშშ-ის კერძო სექტორის ფინანსური აქტივები ექვსჯერ აღემატება ქვეყნის მშპ-ს – Bank of America–ს ანალიტიკოსები

ამერიკის ეკონომიკის კერძო სექტორის ფინანსური აქტივების ჯამური ზომა ექვსჯერ აღემატება ქვეყნის მშპ-ს – გამოთვალეს Bank of America – ს ანალიტიკოსებმა მაიკლ ჰარტნეტის ხელმძღვანელობით. ეს მოცულობა მოიცავს დეპოზიტების, სესხების, პირდაპირი ინვესტიციების, საპენსიო ფონდის რეზერვების, ვალუტების, აქციების, ობლიგაციების და სხვა ფასიანი ქაღალდების ღირებულებას, მაგრამ არ მოიცავს უძრავ ქონებას. ვრცლად interfax – ზე

ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა- რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ქალაქ ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ. ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელისა […]

ღვინის მწარმოებელი TOP-10 ქართული კომპანია ბრუნვის მიხედვით

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, $156 709-ის (54 480 920 ლიტრი) ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის 75% რუსეთში გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ქვეყნების პირველ 5-ეულში 4 მათგანი პოსტსაბჭოთა სივრციდანაა პირველ 5-ეულში 4 ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრციდანაა. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და ბელარუსი. საქსტატის ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP- […]

ხორბლის სერტიფიცირებული სათესლე მასალა „აგროსფეროსა“ და Saatbau-სგან

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „აგროსფერომ“ დაავსტრიულმა კომპანია Saatbau-მ საქართველოშიხორბლის სხვადასხვა ჯიშის გამოცდა და ქვეყნისკლიმატურ პირობებზე მორგებული სათესლე მასალის წარმოება დაიწყეს. მათი თანამშრომლობისშედეგად, დღეს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილიაუმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებული ხორბლისჯიშები, რომლებიც ქართველ ფერმერებსშესაძლებლობას აძლევს მიიღონ ჯანსაღი მოსავალი, თანაც მინიმალური დანაკარგებით. „Saatbau სათესლე მასალის უმსხვილესიმწარმოებელია, რომელიც 73 წელზე მეტია, სხვადასხვა ქვეყანაზე მორგებულ საუკეთესოჯიშებს აწარმოებს. კომპანია […]

ნანა ძაგნიძემ თბილისში მიმდინარე მსოფლიო ქალთა გრან-პრის გათამაშების მეხუთე ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა

ქართული ჭადრაკის ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ თბილისში მიმდინარე მსოფლიო ქალთა გრან-პრის გათამაშების მეხუთე ტურში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერესს მოჭადრაკესთან, შვეიცარიის სახელით მოასპარეზე, ალექსანდრა კოსტენიუკთან პირველი გამარჯვება იზეიმა. ნანამ პარტია მისთვის ჩვეულ ლამაზ, შემტევ სტილში მოიგო. ქართველი დიდოსტატის მეტოქეს საჭადრაკო სამყაროში არსებული ყველა საჩემპიონო ტურნირი აქვს მოგებული. კოსტენიუკი სხვადასხვა წლებში გახლდათ ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 20 აგვისტოს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 20 აგვისტოს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.6891; 1 ევრო – 2.9677; 1 ფუნტი – 3.4848; 1 ლირა კი 0.0797 ლარი ეღირება.

ახლობლების ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახალგაზრდა კაცი დაიკარგა

1 კვირაა ოჯახი დაკარგულ კაცს ეძებს. როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს შეატყობინეს რომან ძირკველიშვილი 13 აგვისტოს მერე აღარ გამოჩენილა. ახლობლების ცნობით, ბოლოს ის საქართველო-რუსეთის საზღვართან, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ძირკველიშვილი რუსეთში, მეუღლესთან მიემგზავრებოდა. ინფორმირებულია პოლიციაც. ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომერზე 558 93 34 11

ქუთაისის საკრებულოში ხელფასებზე და პრემიებზე 1.5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა – TI ანგარიში

2023 წელს ქუთაისის საკრებულოში შრომის ანაზღაურებაზე 1,521,640 ლარი დაიხარჯა; სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 49,024 ლარი მიიღეს; ამის შესახებ საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ანგარიშში, რომელიც საკრებულოს 2023 წელს გაწეულ საქმიანობას აფასებს. TI-ის განცხადებით, ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს. ძირითადი […]

მზის ენერგიამ გადაუსწრო ქვანახშირს, როგორც ელექტროენერგიის წყაროს ევროკავშირში

2022 წელს მზის ენერგიამ პირველად გადაუსწრო ნახშირს ელექტროენერგიის წარმოებაში ევროკავშირში – ასეთი მონაცემები Eurostat-მა გამოაქვეყნა – წერს „ევროპეისკაია პრავდა“. მზის ენერგიის წილი მთლიანი ევროკავშირის ელექტროენერგიის წარმოებაში იყო 210,249 გვტ.სთ, ნახშირის 205,693 გვტ.სთ-თან შედარებით. პოლონეთი და ჩეხეთი ქვანახშირის ერთადერთი მწარმოებელია ევროკავშირში. უფრო მეტიც, მხოლოდ პოლონეთი იყენებს მას, როგორც ელექტროენერგიის წარმოების ძირითად წყაროს.

ოცნება: გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი

ქართული ოცნება ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. ოცნების განცხადების თახმად, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ “სამართლებრივ პროცესს”, რომლის შედეგადაც ნაციონალურ მოძრაობას და ყველა მისი “სატელიტი თუ მემკვიდრე” პარტია” არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. ასევე, გავრცელებულ განცხადებაში საუბრობენ პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონპროექტზეც და ამტკიცებენ, რომ ამ კანონის მიღება […]