შალვა პაპუაშვილი – ქვეყნის ისტორიაში იშვიათია მომენტები, როდესაც გადამწყვეტია მთელი ერის გამოსვლა და საკუთარი სიტყვის თქმა – გვინდა მშვიდობა და აღმშენებლობა, თუ გვინდა ომი და ნგრევა?

დღეს, როცა ქართული ქრისტიანობის აკვანთან ვართ შეკრებილები, უნდა გვახსოვდეს და სხვებსაც, შინ და გარეთ, შევახსენოთ, რომ ევროპა და ევროკავშირიც ქრისტიანულ ღირებულებებზე აღმოცენდა,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სწორედ ეს ევროპული ღირებულებები არის საქართველოს, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედის, მთავარი ღერძი და […]

ირაკლი კობახიძე – ეს არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, პროპაგანდისა და ტრადიციული ფასეულობების ბედი, სადაც სასწორზე დევს ასეთი პრინციპული საკითხები, აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის არჩევანი მარტივია

ჩვენი კამპანიის ფარგლებში ვისაუბრებთ იმ მიღწევებზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის განმავლობაში და ასევე გვექნება საუბარი კონკრეტულ სამომავლო დაპირებებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასშტაბით გაიმართება და თბილისში ცენტრალური შეკრებით დაგვირგვინდება. „დღეს დავიწყეთ რეგიონული შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, […]

რომის სტატუტის რატიფიცირებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – დმიტრო კულება

რომის სტატუტის რატიფიცირებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. „ამ ნაბიჯის გადადგმით უკრაინა საერთაშორისო მართლმსაჯულების განმტკიცების მიმართ თავის ურყევ ერთგულებას ადასტურებს. ასევე, რომის სტატუტის რატიფიცირებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“, – განაცხადა დმიტრო კულებამ. დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ჩადენილი დანაშაულების […]

„გასული 12 წლის განმავლობაში, საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო წინსვლა ყველა მიმართულებით“ – ირაკლი კობახიძე

„მოგესალმებით საქართველოს გამორჩეულად ღირსეული და ლამაზი რეგიონის, მცხეთა-მთიანეთის თითოეული კუთხის წარმომადგენლებს, მოგესალმებით „ქართული ოცნების“ წევრებს, მხარდამჭერებს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, მივესალმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეულ წევრს, ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც 2012 წლიდან დგას ბრძოლის წინა ხაზზე და ამ არჩევნებზე არის ჩვენი დელეგატი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. რეგიონულ საარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, გაერთიანებული საქართველოს პირველ დედაქალაქში, ქალაქში, […]

იემენის სანაპიროსთან სავაჭრო გემს თავს დაესხნენ

ბრიტანეთის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, იემენის სანაპიროსთან, ორ ნავში მსხდომი შეიარაღებული პირები სავაჭრო გემს დაესხნენ თავს. ბრიტანელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, იემენის მეამბოხე ჰუთთა დაჯგუფების მიერ განხორციელდა. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები, ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომის პარალელურად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რეგიონში მოძრავ გემებს ესხმიან თავს. მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟის წევრებს შორის მსხვერპლი […]

ბიძინა ივანიშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ მიიღებს კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებებს დაუპირისპირდება

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და განმარტა, თუ რატომ სჭირდება მმართველ გუნდს 26 ოქტომბრის არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ მიიღებს კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რის შედეგადაც, საქართველოში კონსტიტუციის დონეზე აიკრძალება ერთნაირსქესიანთა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობა, […]

ბიძინა ივანიშვილი – მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა ახლაც მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ამ თვალსაზრისით, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება

სიმბოლურია, რომ რეგიონებში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მცხეთაში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მცხეთა და მცხეთა-მთიანეთის თითოეული კუთხე არის საქართველოს განსაკუთრებული საუნჯე, რომელიც ქართულ სულსა და გულს, საქართველოს ღირსებას, თავისუფლებასა და თვითმყოფადობას, უნიკალურ ქართულ […]

ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის

ამ არჩევნებზე, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება იყოს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ივანიშვილმა […]

ბიძინა ივანიშვილი – 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას სათანადო განაჩენს გამოუტანს

ამ არჩევნებზე, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება იყოს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განცხადებით, საპარლამენტო […]

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის დღესაც ის ორი ფასეულობა, რომლის დასაცავად არცერთი ნაბიჯით უკან არ შეიძლება დავიხიოთ და არც დავიხევთ!

რეგიონულ საარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, გაერთიანებული საქართველოს პირველ დედაქალაქში, ქალაქში, სადაც საქართველო ქრისტიანულ სახელმწიფოდ გამოცხადდა, – ამის შესახებ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მცხეთაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განცხადებით, სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის ის ორი უმთავრესი ღირებულება, რომლისთვისაც ქართველ ხალხს თავგანწირული ბრძოლა არასდროს შეუწყვეტია და რომლის […]