ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია

გასული 12 წლის განმავლობაში, საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო წინსვლა ყველა მიმართულებით: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მცხეთაში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგად, საქართველოში […]
შალვა პაპუაშვილი – „ქართული ოცნების“ უმთავრესი ამოცანაა ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიანი ღირსეული ქვეყნის შენება – ამ სანუკვარ მიზანს განუხრელად სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, ვინაიდან ომს მხოლოდ მშვიდობით მოვიგებთ

ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, რაც ნიშნავს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დროს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ, ნათლად და მკაფიოდ „ქართული ოცნების“ მიზნებისა და ამოცანების გაცნობას,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მათი მიზნებიცა და ამოცანებიც მათ საარჩევნო მოწოდებაშია გაცხადებული: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, […]
ბიძინა ივანიშვილი – „ქართულ ოცნებას“ შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაბრკოლების გარეშე განახორციელოს

დღეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიკურად იცვლება. ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მცხეთაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი განმარტებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, საჭირო გახდება კონსტიტუციაში ცვლილებების […]
მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის წევრს, სლოვაკეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და ოჯახის მინისტრის მრჩეველს, ბრანისლავ ონდრუშს და სლოვაკეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, სლოვაკეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტს მიხაელ შტუსკას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სლოვაკი კანონმდებლები თბილისში „საქართველოში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ევროკავშირის სტანდარტებისა […]
ბიძინა ივანიშვილი – ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ საქართველო მშვიდობას ვერ შეინარჩუნებს, საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დავკარგოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ!

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას საჭიროებს. ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ საქართველო მშვიდობას ვერ შეინარჩუნებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მცხეთაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე. მისი თქმით, „რეგიონში ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება, მანამდე კი, საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა არ […]
ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გვერდზე გადადო ყველაფერი, გვერდზე გადადო პირადი კეთილდღეობა და სიცოცხლის რისკის ფასად გაათავისუფლა საქართველო აგენტურის დიქტატურისგან

ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს გვერდზე გადადო ყველაფერი, გვერდზე გადადო საკუთარი პირადი კეთილდღეობა და სიცოცხლის რისკის ფასად გაათავისუფლა საქართველო აგენტურის დიქტატურისგან, – ამის შესახებ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, […]
ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია

გასული 12 წლის განმავლობაში, საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო წინსვლა ყველა მიმართულებით: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მცხეთაში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგად, საქართველოში […]
ირაკლი კობახიძე – უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა მოუტანა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მცხეთაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც კობახიძემ განმარტა, ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ, ბიზნესის თავისუფლებამ და სწორმა სოციალურმა პოლიტიკამ, საქართველოს ხელშესახები პროგრესი მოუტანა. „უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს მოუტანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა: მხოლოდ გასული 3 წლის […]
ბიძინა ივანიშვილი – თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი ეროვნული იდენტობის დასაცავად

მინდა მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში შეკრებილ მოსახლეობას. მისივე განცხადებით, თითოეულმა საქართველოს […]
მამუკა მდინარაძე – უნდა გადავრჩეთ ფიზიკურად, გადავრჩეთ სულიერად და გავაგრძელოთ ღირსეული სვლა და განვითარება ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ქართული იდენტობის, ეროვნული სულის და რწმენის შენარჩუნებით

უნდა გადავრჩეთ ფიზიკურად, უნდა გადავრჩეთ სულიერად და გავაგრძელოთ ღირსეული სვლა და განვითარება ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით და ჩვენი ქართული იდენტობის, ქართული, ეროვნული სულის და რწმენის შენარჩუნებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მთელ მსოფლიოს უნდა დაანახოს, რომ პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია, ხოლო […]