საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 28%-ით გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-ივლისში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 33%-იანი ზრდა აჩვენეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 4 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 28%-ით მეტია 2023 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 80%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში. სტატისტიკური […]
ირაკლი კობახიძე – როდესაც პოლიტიკური პარტია პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, არის ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, მისი აკრძალვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა

როდესაც პოლიტიკური პარტია პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, როდესაც პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, მისი აკრძალვა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და დემოკრატიული სისტემის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცედურა […]
პრემიერი – რეიტინგი გვაქვს 60%, ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ამ მიზნის შესასრულებლად

რეიტინგი გვაქვს 60% ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ამ მიზნის შესასრულებლად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიჭრას ეროვნული საკითხები, დამკვიდრდეს ჯანსაღი პოლიტიკური […]
დემოკრატთა ყრილობის მესამე დღეს, საზოგადოებას ტიმ უოლცი მიმართავს

ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა, ე.წ. კონვენცია გრძელდება. მესამე დღის მთავარი გამომსვლელი, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლცი იქნება. პარტიის მხარდამჭერებს დღეს ასევე მიმართავენ: ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი; ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პიტ ბუტეჯეჯი; წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, კონგრესმენი ნენსი პელოსი და სხვა პარტიული ლიდერები, მათ შორის ყოფილი და მოქმედი თანამდებობის […]
„ამ არჩევნებზე ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ საქართველოს მშვიდობიან მომავლის ხედვას“ – შალვა პაპუაშვილი

„ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, რაც ნიშნავს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დროს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ, ნათლად და მკაფიოდ „ქართული ოცნების“ მიზნებისა და ამოცანების გაცნობას. ჩვენი მიზნებიცა და ამოცანებიც ჩვენს საარჩევნო მოწოდებაშია გაცხადებული: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მცხეთაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით […]
პრემიერი – ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი ქვეყანაში და რისკებიც, პირველ რიგში, სწორედ მასთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები აბსოლუტურად ლოგიკურია

ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი და შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება, აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელსაც მივიღებთ ასევე შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლაზე სპეციალური უსაფრთხოების ზომების […]
ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს, ვინაიდან იგი წარმოადგენს ერთადერთ, პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი

26 ოქტომბერს, ისევ ეს ბოროტი ძალა [ნაციონალური მოძრაობა] უპირისპირდება ჩვენს ხალხს, ოღონდ ამჯერად უკვე, სახეცვლილი, ხელოვნურად გაყოფილი და გაშლილი მრავალ ფრონტზე, ხალხის დასაბნევად და მოსატყუებლად – არ არსებობს სხვა ალტერნატიული ძალა, არც ძველი და არც ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ და არც სხვა ალტერნატიული ოპოზიცია თუ კოალიცია, მათი სახელი უცვლელია – ეს არის კოლექტიური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, […]
მამუკა მდინარაძე – ამომრჩეველს მოვუწოდებთ, მოგვცენ საკონსტიტუციო დონის ლეგიტიმაცია, მეტი დამოუკიდებლობის, გარანტირებული მშვიდობის, ეროვნული ღირსების და ტრადიციების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისათვის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მმართველი პარტიისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ქვეყანას ქართული ოცნების ასრულებისათვის დასჭირდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის, ევროპული ოჯახის წევრობისთვის. მისივე თქმით, ამ ბრძოლაში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს, ვინაიდან, მათ მხარეს ქართველი ხალხი და სიმართლეა. „ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდებთ, რომ […]
მამუკა მდინარაძე – ერთადერთი სიმარტივე, რაც ამ არჩევნებს თან ახლავს, არის ძალიან მკვეთრი განსხვავება თეთრსა და შავს, ბოროტსა და კეთილს, ტყუილსა და სიმართლეს შორის, არჩევანიც, შესაბამისად, გამოდის ძალიან მარტივი

ჩვენ უკვე დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია, ახლა დღეს ვიწყებთ რეგიონულ შეხვედრებს თქვენთან, ჩვენო ძვირფასებო და გვიწვეს ისეთი საარჩევნო კამპანიის წარმოება, რომლის ფინალიც არის არჩევნები, რომელზეც არ არის მარტივი რამ დამოკიდებული – ეს არ არის სტანდარტული არჩევნები. გაცილებით მეტია ამ არჩევნებზე დამოკიდებული, ვიდრე ყველა სხვა სტანდარტულ სხვა მსგავს სიტუაციაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა […]
შალვა პაპუაშვილი – ამ რთულ ჟამს, ჩვენი ხალხის სიბრძნით ზურგგამაგრებულები მტკიცედ დავდექით და არ დავუშვით ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა – ამიტომ, ამ არჩევნებზე ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ მშვიდობიანი მომავლის ხედვას

ამ რთულ ჟამს, ჩვენი ხალხის სიბრძნით ზურგ გამაგრებულები მტკიცედ დავდექით და არ დავუშვით ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ,,ქართული ოცნების” მიზნებიცა და ამოცანებიც მათ საარჩევნო მოწოდებაშია გაცხადებული – მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. ,,ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, […]