რომში ტყის ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია ოთხი მაშველი

რომში ტყის ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია ოთხი მაშველი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ტყის ხანძარი რომში, ცინეჩიტას სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში გაჩნდა. მეხანძრეების თქმით, სამაშველო სამუშაოების დროს მძიმედ დაშავდა მეხანძრე და სამი მოხალისე, მათ შორის ქალი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ახალ პროგნოზს ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. „დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)“,- […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით 28 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 28 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ვოლგოგრადის, როსტოვის, ბელგოროდის, ვორონეჟის, ბრაიანსკის და კურსკის ოლქებში ჩამოაგდეს. „კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. განადგურებულია 28 უპილოტო საფრენი აპარატი, შვიდი ჩამოაგდეს ვოლგოგრადის რეგიონში, როსტოვის ოლქში, ოთხი ბელგოროდის ოლქში, […]
ტაილანდში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ტაილანდში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, პაციენტი ევროპელია, რომელმაც ცოტა ხნის წინ აფრიკაში იმოგზაურა. ის ამჟამად ბანგკოკის საავადმყოფოში, კარანტინში იმყოფება.
22 აგვისტო – აჭარელი აღმსარებელი, წმიდა დიაკონი სევერიანეს ხსენების დღე (ბერიძე; +1996)

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2018 წლის 21 ივნისის სხდომამ განაჩინა დიაკონ სევერიან ბერიძის წმიდანად კანონიზირება. ხსენებული სხდომის ოქმში ვკითხულობთ: “ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დააყენა საკითხი დიაკონ სევერიანეს (ერისკაცობაში ხასან ბერიძის) კანონიზების შესახებ. კრებამ მოისმინა მამა სევერიანეს ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები და სასწაულები. კრებამ დაადგინა: დიაკონი, მამა სევერიანე შეირაცხოს წმინდათა დასში და ეწოდოს: წმიდა […]
გამორიცხულია ამ ქვეყნების უახლოეს ისტორიაში “დამოკლეს მახვილი” არ ახდენდეს თავის ზეგავლენას

დავით ქართველიშვილი 15 აგვისტოს The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს „რაც არ უნდა მოჩვენებითი “სამეკავშირეო” ურთიერთობები გააჩნდეს პოლონეთს უკრაინასთან, ან გერმანიას პოლონეთთან – გამორიცხულია ამ ქვეყნების უახლოეს ისტორიაში “დამოკლეს მახვილი” არ ახდენდეს თავის ზეგავლენას.“ მისივე თქმით, The Wall Street Journal-ი იტყობინება, რომ პოლონეთის პროკურატურამ გერმანიის ოფიციალური შეტყობინების მიუხედავად, საბოლოო უარი […]
რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7064 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მოქმედებდა 2.6995 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0069 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0106 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 2.9913 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0193 ლარი შეადგინა.
მანუელ ნოიერმა გერმანიის ნაკრებში კარიერა დაასრულა

მიუნხენის „ბაიერნის“ 38 წლის მეკარემ მანელ ნოიერმა გერმანიის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. „15 წლისა და 124 საერთაშორისო მატჩის შემდეგ ჩემი კარიერა გერმანიის ნაკრებში დასასრულს მიუახლოვდა. ნებისმიერმა, ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან რთულად მივიღე. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ და, რა თქმა უნდა, მხიბლავს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გამოსვლის პერსპექტივა. და მაინც, რთული […]
საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება, ქვეყანა საერთოდ დავკარგოთ – ბიძინა ივანიშვილი

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას საჭიროებს – ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ საქართველო მშვიდობას ვერ შეინარჩუნებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე. მისი თქმით, რეგიონში ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება, მანამდე კი საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა […]
წელს ბიუჯეტმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტის სახით 117 მლნ ლარამდე მიიღო

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ (სახელმწიფო ბიუჯეტი/ადმინისტრაციული ერთეულების ბიუჯეტი) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტის სახით 117 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 7 თვეში, საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა ქვეყანამ უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდანაც მიიღო გრანტი, რომლის მოცულობამ 6.2 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, ხაზინის მონაცემებით, ბიუჯეტმა შარშან 7 […]