17-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა

იორდანიის ქალაქ ამანში 17წლამდე მოჭიდავეთა შორის მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა. ვახტანგ ლოლუა მსოფლიოს ვიცეჩემპიონი გახდა. ქართველი მოჭიდავე ფინალში აზერბაიჯანელი ჯავადოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ 60კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ნიდერლანდელ ლაუინას 8-0 აჯობა, იქამდე კი იორდანიელ აბუნასეერს 8-0 და უზბეკ უილდოშიევს 9-1 მოუგო. გიორგი […]

ირაკლი ნადირაძე – ჩვენ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას

ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას, რომელსაც ერთი სიტყვა არ უთქვამს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე, გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, გაზრდილ ფასებსა თუ დაბალ შემოსავლებზე. 26 ოქტომბერს უნდა გავერთიანდეთ ყველა, რათა ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის მოღალატე ხელისუფლება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ, „ქართული ოცნების“ […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ყოფილი მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ეჭვიანობის ნიადაგზე, თავისი მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, სამსახურისათვის თავის დანებებას სთხოვდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. „არსებული კონფლიქტის საფუძველზე, დაზარალებული ბრალდებულთან განქორწინდა. მიუხედავად ამისა, 2024 წლის 24 ივლისს, ღამის საათებში, […]

„ევოლუშენ ჯორჯიას“ ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

„ევოლუშენ ჯორჯიას“ ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. პარალელურად, „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები კვლავ შიმშილობას განაგრძობენ. მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას. ასევე, მოუწოდებენ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში, ვინაიდან […]

15 წლის გოგომ 74 წლის ტაქსის მძღოლი მოკლა – მკვლელობა ქართლში

პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2009 წელს დაბადებული გ.ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით […]

6 თვეში, ქალთა მიმართ ძალადობის 97 ფიზიკური და 419 ფსიქოლოგიური შემთხვევა დაფიქსირდა

6 თვეში, ქალთა მიმართ ძალადობის 97 ფიზიკური და 419 ფსიქოლოგიური შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, იანვრიდან ივნისამდე პერიოდში სექსუალური ძალადობის 20 შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის სახეების დანარჩენ კლასიფიკაციას, ის შემდეგნაირად გამოიყურება: ეკონომიკური -1; იძულება – 11; უგულებელყოფა – 1.

პოლიციამ შიდა ქართლში, 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, 15 წლის გოგო დააკავა

პოლიციამ შიდა ქართლში, 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 15 წლის გოგო დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2009 წელს დაბადებული გ.ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის […]

თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში „მაიკროსოფტის“ წარმომადგენელს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კონგრესის ფარგლებში, პარტიის თავმჯდომარე და გიორგი ვაშაძე „მაიკროსოფტის“ წარმომადგენელს შეხვდნენ. „დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება. მაგალითად, დღეს ილინოისის და ვისკონსინის გუბერნატორების მოწვევით, დემოკრატიული პარტიის ყველაზე მსხვილ დონორებთან […]

რუსეთის საგარეო უწყება – მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსული აქტივების გაყინვას უპასუხებს

მოსკოვი დასავლეთის მიერ მისი აქტივების გაყინვას უპასუხებს, რუსეთს აქვს საკმარისი პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯების არსენალი მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს ხელი დაადოს მის ოქროსა და სავალუტო რეზერვებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. „რაც ნამდვილად სამუდამოდ დაიკარგება არის ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების რეპუტაცია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იქმნიდნენ სანდო ოპერატორების იმიჯს ფასიანი ქაღალდების […]

ბუდანოვის თქმით, რუსეთზე დრონებით იერიში მიიტანეს და რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს შეუტიეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ამბობს, რომ რუსეთში 20-21 აგვისტოს დრონები გამოიყენეს და რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს შეუტიეს. ბუდანოვის განცხადებით, უკრაინის დაზვერვამ როსტოვის ოლქის მილეროვის საჰაერო ბაზასა და ოსტაფიევოს აეროპორტს შეუტია. ამასთან, მისივე ცნობით, თავდასხმა განხორციელდა რადიოკავშირის ცენტრზე, თუმცა მის ადგილმდებარეობას ბუდანოვი არ ასახელებს. უკრაინული დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იერიშის დროს 50 დრონი გამოიყენეს. რუსეთის […]