ირაკლი ნადირაძე – სანქცირებული სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს – მოლოდინები მინიმალურია, მაგრამ მთავარია, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც იქნება გაწვეული, „რუსული კანონი“ იქნება

სანქცირებული სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს არცერთ ინსტანციაში. მოლოდინები მინიმალურია, მაგრამ მთავარია, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც იქნება გაწვეული, ეს „რუსული კანონი“ იქნება, – ამის შესახებ „ერთიანობა“- ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველა „ანტისახელმწიფოებრივი“ და „ანტიდასავლური“ კანონი გაწეული იქნება და ქვეყანა ევროპულ რელსებს […]

ხაბეიშვილი: ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უფრო გაძვირდება გადასახადები

· 82 · · ივანიშვილის ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში კიდევ უფრო გაძვირდება, ისედაც გაძვირებული გადასახადები – ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს მინიმუმ 5-7 თეთრით, გაზის გადასახადი მინიმუმ 65-70 თეთრი გახდება, საწვავის ფასი 4 ლარამდე გაიზრდება, მინიმუმ 20-30% გაიზრდება პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასი. გაძვირდება სხვადასხვა სერვისების საფასური და მოსაკრებელი. 26 ოქტომბერს უნდა გაიმარჯვოს ხალხმა.

„ლევანტეს“ გადაწყვეტილებით, ესპანეთში, ათის ნაცვლად, 15 ფეხბურთელი – გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი თბილისში „ლევანტეს“ საზაფხულო ბანაკის (კემპის) დასრულებას გამოეხმაურა და საინტერესო ამბავი გაამხილა – ვალენსიური კლუბის გადაწყვეტილებით, ესპანეთში უფრო მეტი ბავშვი გაემგზავრება, ვიდრე დაანონსებული იყო. „ძალიან მიხარია, რომ საქართველოში „ლევანტეს“ კემპი შედგა, რომელშიც 135 ახალგაზრდა ფეხბურთელი მონაწილეობდა. ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანისთვის ეს ახალი გამოცდილება […]

მოკლული ტაქსის მძღოლია, სავარაუდო მოტივი ყაჩაღობა – ხაშურში მომხდარი დანაშაულის დეტალები

შიდა ქართლში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელზეც ინფორმაცია დღეს შსს-მ გაავრცელა, გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. დანაშაული ხაშურის მუნიციპალიტეტში, გასულ ღამეს მოხდა. მოკლულია ტაქსის მძღოლი, 74 წლის ზურა ლაშხი. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა გოგომ მას ცივი იარაღით ჭრილობები ყაჩაღობის მოტივით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თუმცა, ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე დაუზუსტებელია. ერთ ერთი ვერსიით, დანაშაულს კიდევ ერთი მონაწილე […]

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi იწყებს სტარტაპების განაცხადების მიღებას 2024 წლის აქსელერაციის პროგრამაზე. 12-კვირიანი პროგრამა, რომელიც თიბისის პროექტის „სტარტაპერის“ და EFSE-ს სამეწარმეო აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას.

ხაშურში, 15 წლის გოგონას მიერ 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები გახდა ცნობილი

შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამე, ხაშურსა და სურამს შორის არსებული მინის ქარხნის დასახლების მიმდებარედ მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი „ტაქსის“ მძღოლად მუშაობდა. მომხდარის სავარაუდო მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება. მათ შორის, ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გოგონაზე ძალადობის მცდელობას, თუმცა მოკლულის ახლობლები მოზარდზე ძალადობის […]

სახალხო დამცველი „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. როგორც იოსელიანმა განმარტა, შესაძლო დისკრიმინაციის ნაწილში მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამასთან, განმარტა, რომ ყველაფერს გააკეთებს მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად. „პროტესტის დაწყების პირველი დღიდან, საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ მათი საკითხის შესწავლა. რამდენიმე საჯარო განცხადებაც გამოვაქვეყნეთ, სადაც მოვუწოდეთ როგორც დამსაქმებელს, ისე შრომის ინსპექციას საკითხის მოგვარებისკენ. საქმე ეხება შრომით დისკრიმინაციას, პროტესტის […]

შეთანხმება შედგა – დიბალას საუდის არაბეთში ოფიციალურად გადასვლა დროის საკითხია

Sky Sport Italia-ს ცნობით, “რომას” არგენტინელი შემტევი პაულო დიბალა კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს. “ალ-ქადისია” მის სანაცვლოდ 3-4 მილიონ ევროს გადაიხდის, ეს დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებია 12 მილიონი ევროს პუნქტზე, რომელიც დიბალას კონტრაქტში მიმდინარე წლის ივლისამდე იყო. თავად ფეხბურთელი ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს და სეზონურად 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. გასულ სეზონში 30 წლის დიბალამ ყველა ტურნირიზე “რომას” […]

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi იწყებს სტარტაპების განაცხადების მიღებას 2024 წლის აქსელერაციის პროგრამაზე. 12-კვირიანი პროგრამა, რომელიც თიბისის პროექტის „სტარტაპერის“ და EFSE-ს სამეწარმეო აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. აქსელერატორში ჩაერთვება განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე შერჩეული 20 გუნდი. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან […]

მიკროსაფინანსო სექტორის სესხების ნახევარზე მეტი სალომბარდე კრედიტებია

მიკროსაფინანსო სექტორმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალი ზრდით დახურა. მისო-ებმა ივნისის ბოლოს 66.9 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც წლიურად 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისო-ების საკრედიტო პორტფელი 267 მლნ ლარით, 1.899 მლრდ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც უდიდესი წილი ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდის. იურიდიული პირების პორტფელი მხოლოდ 25.9 მლნ ლარია. ფიზიკური პირების საკრედიტო პორტფელს – […]